ავთანდილის დახასიათება. კარგია?
April 7, 2011 24 Comments
სკოლაში დამავალეს ავთანდილის დახასიათება, დავწერე და ძალიან ცუდია?
ავთანდილი შოთა რუსთაველის პოემის, “ვეფხისტყაოსნის” ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია, გაიდეალებული შვილი, მეომარი, მიჯნური და მეგობარი. ადამიანი რომლის პატივი აღმზრდელისადმი, რისხვა მტრისადმი, სიყვარული მიჯნურისადმი და ნდობა მეგობრისადმი უსაზღვროა, რომლის მკლავი ქვაზე მაგარია, რომლის სიტყვა და ფიცი გაუტეხელია. ყველაფერი ზემოთხსენებული არის ავთანდილი, არაბეთის სპასპეთი, თინათინის მიჯნური, როსტევან არაბთა მეფის აღზრდილი, ტარიელისა და ფრიდონის მეგობარი. ხშირად ადამიანს მეგობრების მიხედვით სჯიან, ეს მეთოდი ზოგჯერ ამართლებს და ზოგჯერ არა, მაგრამ ავთანდილის შემთხვევაში ეს ხერხი, ადამიანის შეფასებისა და დახასიათებისა ნადმვილად არ იქნება ურიგო, რადგანაც ავთანდილს მართლაც მისი შესაფერი მეგობრები ჰყავს: ფრიდონი და ტარიელი ან პირიქით, რადგანაც მან ჯერ ტარიელი გაიცნო.
ავთანდილის თვისებების ჩამოთვლა ძალიან მარტივია, ის არის მამაცი, ერთგული, უშიშარი, მოყვრისთვის სიცოცხლის გამწირავი და ამავდროულად სენტიმენტალური და ძალიან, ზოგჯერ ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანი, რომელსაც არ სრცხვენია (უტყდება) თავისი გრძნობების გამოსახატავად ტირილი, დაბნედა და ა.შ. ის არის ძალიან პირდაპირი, მის პირდაპირ, მართალ სიტყვას ვერ შეაჩერებს ვერც შიში და ვერც რისი, რა თქმა უნდა უფროსებთან ის თავის პირდაპირ, თავისუფალ სიტყვას უფრო კორექტულად ამბობს, უფრო შეპარვით, მაგრამ ისე რომ აზრი და მიზანი სიტყვებისა იგივე რჩება.
ავთანდილს აქვს უზარმაზარი, სპილოსხელა ნებისყოფა, მას შეუძლია გაატაროს 3 წელი მიჯნურის უნახავად, შემდეგ ერთსაათიანი ფორმალური შეხვედრა გამართოს მასთან, პროტოკოლის წესების დაცვით და კიდევ ერთი წლით დაემშვიდობოს.
როგორც უკვე ვახსენე ავთანდილი არის იდეალების კრებული, კარაბადინი, რომელშიც თავმოყრილია ყველაფერი კარგი და არაფერი ცუდი.
ჰა? ძალიან ცუდია?


“უტყდება” განსაკუთრებით მომეწონა
)) ისე ჩემს დროს უფრო ავთანდილისა და ტარიელის შედარებით დახასიათებებს ვწერდით ხოლმე და როგორც წესი მინიმუმ 3 ფურცელი უნდა გამოგვსლოდა…
ვითომ მძიმე ბავშვობა გვქონდა?… სულ გაგაზარმაცათ ამ მთავრობამ ეს ახალგაზრდობა
ჰაჰაჰააააა… ეხლა ნახე სერჩ თერმებში რა სიტყვებს წააწყდე :დ
სკოლის მოსწავლეები გადააკოპირებენ … :დ
თემა აშკარად დასამთავრებელია და აკოპირონ :დ
მე სკოლაში მიმაქ ხვაალ
) :დ
ძაან კაი :დ
HeHeH .. kaia rasuwuneb : p gamomadgastavit xDd gartymashi arvar da mogparav azrebs : DD
კაი
me unda gadavicero dzaan mchirdeba skolashi damavickda dacera da xvale mak es tem
)) momecona da cotas mainc davcer:)))
კარგი მე ამას მერე მაინც დავამატე რაღაცეები. სანაცვლოდ დამიშეარე ბლოგი :დდ
debilobaa
მიღებულია
) თემა კაი ხნის წინ ჩავაბარე ისე და კარგადაც
) კიდე დავამატე ^^
uuu ar varga ra erti da igives uvli da imaze laparakob
მადლობა უკუკავშირისთვის ^^
kargia..egt martalia…moviparavt shens temas:D:D:D:D:D:D
რასაცა გასცემ შენიაო და აკოპირეთ :დ
ar gvapucheben am taobas…mec sami purceli maq dasaweri;( amas gadavikopireb da mivamateb:D:D:D:D:D:D:D
მადლობა. რაღაცეების შესწორების შემდეგ და კიდევ ბევრი სხვა რამის შემდეგ..გადავრჩი თემის დაწერას..გადავიწერ ეხლა და ხვალე მივალ დავალებით სკოლაში :დ აუ როგორ ვერ ვიტან ,,ვეფხისტყაოსანს”
ხო ეს ძაან შავია. მეც დავამატე თავის დროზე :დ
zustad es tema maqvs dasawerad:))))magram ar gewyinos ki da ar momewona,isev chemit mirchevnia davwero:)))))
ეს თემა მაქვს დასაწერი
გმირი ხარ
:”">
დზააან მაგარია. ასე რომ გამიხარდა. ასე არესდროს გამხარებია :დ:დ