ნაგავი=0.05დენი=რატომ?
June 28, 2011 6 Comments
რამდენინე დღეა რაც ყველა თბილისი მერიის ახალ ინიციატივაზე, კერძოდ კი დასუფთავების გადასახადის ახალ ტარიფზე ალარაპარაკდა, რომლის მიხედვითაც დასუფთავების გადასახადს დაჯარხული ელექტროენერგიის მიხედვით გადავიხდით, 1 კილოვატზე 5 თეთრი. ამ ინიციატივას თავიდანვე უფრო მეტი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა ვიდრე მომხრე, ალბათ ჩემი განსახილველი არ არის რამდენად მართებული ეს რეფორმა, რა სარგებელს მოუტანს ქალაქს და ა.შ., მაგრამ ვერ ვხვდები ერთ რამეს – რა კავშირშია დენი და ნაგავი ერთმანეთთან? რაში მდგომარეობს მათი ურთიერთდამოკიდებულება?
თბილისის მერი ამ სახის გადაწყვეტილებას სოციალურად ყველაზე მართებულს უწოდებს დაანგარიშების სხვა მეთოდებთან შედარებით (ფართობის მიხედვით, სულადობით).
ასევე ამ რეფორმის საჭიროებას იმით ხსნიან, რომ ხალხი რომელსაც სახლი ჩაკეტილი აქვს და იქ არ ცხოვრობს განთავისუფლდება დასუფთავების მოსაკრებლისგან, მაგრამ განა რამდენია ასეთი ადამიანი?
ჩემი აზრით, თუ ადამიანი ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში არ ბინადრობს რაიმე ადგილას, შესაძლებელი უნდა იყოს განცხადების შეტანა და ამ ადამიანის გადასახადისგან განთავისუფლება და არა 10%-ის სასარგებლოდ 90%-ის “დაჩაგვრა”.
ჩემი აზრით, ქილიფა მართალია, რომ ამ რეფორმისთვის დრო ძალიან სწორად იყო შერჩეული, ზაფხული იქნება ერთგვარი მიმზიდველი პერიოდი ასეთი ტარიფისთვის რადგანაც მართლაც ნაკლები ელექტროენერგია იხარჯება, მაგრამ ზამთარში…
მაგრამ შემდეგ გამოვა ვინმე ღვთისნიერი კაცი და შეგვახსენებს, რომ ზაფხულში ძალიან ცოტას ვიხდით და რაღა გვინდა საერთოდ?
ჩაცხრება პროტესტიც, უკმაყოფილებაც და დახარჯული ელექტროენერგიის მიხედვით ნაგვის გადასახადის დაანგარიშება ჩვეულებრივ ამბად იქცევა.
შემოიგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე:
შუქი ჩააქრეთ! ნაგავს წერს


ეს მაგარი მოიგონეს რა
გავმრავლდეთ და ნაკლები გადავიხადოთ
)))
ნაკლები როგორ გამოდის? :დ
უფრო ღატაკები ვიქნებით (10 ბავშვს ხომ ვერ ვარჩენთ, ხოდა ნაკლებ ელექტროენერგიას მოვიხმართ და ნაკლები გადასახადიც მოგვივა… ლოგიკური ჯაჭვია აქ
))
მაგდენი ვერ გავთვალე :დ თან მერე ნახევარს მერია გადაგვიხდის ^^
Pingback: ყვითელი… მარშრუტკები « konspace