ჰარი პოტერი ქართულად

 

გუშინ საღამოდან ფრაპეს დალევის იდეა მაწუხებდა, მას შემდეგ რაც პირველად გავსინჯე, ვცდილობ უფრო ხშირად ვესტუმრო საყვარელ სანაყინეს და დავლიო ბანანის ფრაპე (არავის არ დაუჯეროთ, ბანანის ყველაზე კარგია).

მაგრამ ფრაპეს დალევის ნაცვლად კინოში აღმოვჩნდი, ჰარი პოტერზე, უკვე მეორედ <3

პრემიერის დღიდან ანუ პირველი წასვლიდან მინდოდა მეორედ ნახვა.

სეანსი გასაკვირად თავის დროზე დაიწყო, ჩვენც მოვკალათდით ამჯერად ნორმალურ სკამებში, მოვირგეთ 3D სათვალე და დავიწყეთ ყურება, მაგრამ რამხელა იყო ჩვენი გაკვირვება, როდესაც ლუნა ქართულად ალაპარაკდა. მაშინვე მივხვდით, რომ ფილმის სერიოზულად ყურება არ გაეწყობოდა, ქართული გახმოვანების გამო :D

სხვათაშორის საქართველოში გახმოვანების კულტურამ წინ წაიწია, თან საკაიფოდ წინ, მაგრამ რუსულამდე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აკლია.

თავიდან ხმა ემთხვეოდა მსახიობების ტუჩების მოძრაობას, მაგრამ  მომენტებში ირეოდა და ასევე მომენტებში ისმოდა ინგლისური  ლაპარაკიც. ასევე ხმაში არ იდო არანაირი ემოცია, ის ნაწილი  რომელიც რუსულ თარგმნაში ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე  ემოციური იყო (აი ლუპინი რომ ამბობს ჩვენი შვილი გაიგებს, რომ  მისი მშობლები ტყუილად არ მომკვდარანო) დღეს სრულიად  უემოციო იყო და ვერც ვერაფერი ვიგრძენი :შ

ზოგადად ყველა სფელი თუ შელოცვა, როგორც გინდათ იყო  დამახინჯებული და უემოციოდ ნათქვამი, გრინგოტსში ჰერმიონი ისე  ამბობდა რედუქტო-ს თითქოს რონს ყავის მოდუღებას სთხოვდა (ც)  ნინი <3

იმპერიოს ნაცვლად თქვეს იმპერიუმ, ხოლო სიტყვა ჰორკრუქსი  (Horcrux) ატრიალეს ყველანაირად ჰორკრაქსი, ჰორკრიქსი და ა.შ. :D

ასევე აშკარად ეტყობოდა გახმოვანებას, რომ ქართული ტექსტის  ავტორს არათუ ჰარი პოტერი აქვს წაკითხული არამედ ინგლისური ვერსიაც კი არ აქვს ნანახი, რადგანაც Death Eater ქართულ თარგმანში არის სიკვდილის მხვრელი ფილმში კი სიკვდილის მჭამელებად თარგმნეს Oo

ფილმზე, მის ხარისხსა და წიგნთან სიახლოვეზე არაფერს დავწერ, არც პრემიერის შემდეგ დამიწერია, რამდენი პოტერომანიცაა იმდენი აზრიცაა ყოველ ჰარის ფილმზე.

 

About these ads

About exhaustedstudent
probably the youngest blogger...

5 Responses to ჰარი პოტერი ქართულად

  1. მე მესმის შენი :(
    კიდე კაი ორჯერვე რუსულად ვნახე )))

    • konspace says:

      ხო ჩვენც რუსულად გვეგონა, მეთქი ინგლისურის მერე გაუშვებენ ქართულად :შ

  2. Pingback: ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები (II) – ახალი ტრეილერი | კინობლოგი

  3. Jason Evans says:

    შენი რამოდენიმე პოსტი წავიკითხე და ძალიან მოვიხიბლე, მაგრამ ამან ძალიან აღმაშფოთა! ”ჰარი პოტერი” და ქართულაად?? ო.მ.გ. საშინელებაა კიდევ კარგი რუსულზე ვიყავი თორემმ ადმინისტრაციას ნამდვილად კარგი დღე არ დაადგებოდა! მეგობართან ვიყავიი და ჰარი პოტერის ყურებას , რომ შევუდექით და როდესაც აღმოვაჩინეთ ქართულად არისო მაშინვე გამოვრთეთ იმიტომ, რომ პირველივე რამოდენიმე სიტყვა გრინქოსტი და ეხსპრესო კარტნონუს იყო! ამიტომაც ჩემი აზრით ფულის ტყუილად ყრააა მაგგვარ გახმოვანების მოსმენა!
    პ.ს მშვენიერი ბლოგია!

    • konspace says:

      ეი მადლობა. ჩვენც პირველად რუსულზე ვიყავით და მეორედ რომ წავედით ისევ რუსულად გვეგონა. ხო ტერმინები ძაან დამახინჯებული იყო ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 41 other followers

%d bloggers like this: