WikiLeaks: ომი, ტყუილი და ვიდეოფირი
March 7, 2011 Leave a comment
![]()
საიტი WikiLeaks 2006 წლის 4 ოქტომბერს შეიქმნა ჯულიან ასანჟის მიერ. ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ანონიმური პირებისგან იღებს ინფორმაციას, რომელიც მათ დაეხმარება გამოააშკარაონ მთავრობათა “ბნელი” საქმეები. ვიკილიქსის დევიზია: “We open Governments” (თუ ინგლისური არ იცი, ეს ნიშნავს: ჩვენ ვხნნით მთავრობებს.) ვიკილიქსს არაერთხელ უწოდეს 21-ე საუკუნის ფენომენი, მან რევოლუცია მოახდინა პრესის, თავისუფალი სიტყვისა და აზრის გამოხატვის სფეროში. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ვიკილიქსი #1 მტრად გამოაცხადა. საიტის და მისი შემქმნელის მიმართ მრავალგვარი დამოკიდებულება არსებობს. ზოგი თვლის რომ ჯულიან ასანჟი გმირია, ზოგიც რომ ის სიკვდილით დასჯის ღირსია.
ვიკილიქსი ეს არის საერთაშორი ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია საიდუმლოდ გრიფირებული მასალების გამოქვეყნებით. ვინ დგას ვიკილიქსის უკან გარდა ასანჟისა და რამდენიმე ჟურნალისტისა? ეს არავინ იცის. თვითონ ასანჟი ამბობს, რომ მათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვთ ოფისები.
ვიკილიქსზე “დისქავერიმ” ფილმი გადაიღო და აქვე მინდა შემოგთავაზოთ მისი ყურება. ინგლისურად ვერ ვნახე, მაგრამ ვნახე რუსული დისქავერის თარგმანი.


Apple-ის მარკეტინგი ყოველთვის გასაოცარია. ისინი უკვე გამოვიდნენ ტელევიზიისა და ინტერნეტის ფარგლებს გარეთ.





