ვეფხისტყაოსანი, ჰაგიოგრაფია – შინაარსი

იყიდება

ვეფხისტყაოსნის პერიფრაზი, სტროფების მიხედვით, დეტალური.

შუშანიკი

გრიგოლ ხანძთელი

აბო

იოანე და ექვთიმე

დეტალური პერიფრაზები.

ყველაფრის ფასი ერთად 30 ლარი

ყიდვის სურვილის შემთხვევაში დაწერე კომენტარი.

იყიდება ქართულის პროექტი (გრიგოლ ხანძთელი)

იყიდება ფორმატის ტიპის ქართულის პროექტი (სასკოლო), ვიფიქრე რაიმე სარგებელი ხომ უნდა მომიტანოს და გადავწყვიტე გამეყიდა :D თან სკოლის საუკეთესო პროექტთა ათეულში მოხვდა.

თემა: გრიგოლ ხანძთელი

ფასი: 30 ლარი

ფორმატი. PSD ანუ ფოტოშოპის ფორმატი.

საჭიროებს: მხოლოდ დაბეჭდვას.

პროექტი შეიცავს სურათებს, ხელნაწერ ტექსტს, არის გაფორმებული.

დამიკავშირდით აქ ანუ კომენტარებში.

თითქმის დავამთავრე…

უკვე 1 კვირაა წამებით ვკითხულობ “ტრფობა წამებულს”(ვასილ ბარნოვისას), რომელიც მოგვითხრობს აშოტ კურაპალატზე. მის წარმატებაზე საერო საქმეებში, ბრძოლებში და წარუმატებლობაზე პირად ცხოვრებაში. მას ცოლად მოაყვანინეს ის ვინც არ უყვარდა, რადგანაც ასე უფრო მოსახერხებელი იქნებოდა სახელმწიფოსთვის. მას არ ჰქონდა პირადი ცხოვრება და იპოვა შუქია, თანამებრძოლის ცოლი და თავისი საყვარელი გახადა, მას შემდეგ რაც ეს თანამებრძოლი გარდაიცვალა, რადგანაც დაიჭრა მაშინ როდესაც მეფეს გადაურჩინა სიცოცხლე.

ამით თავის ცოლს შეურცხყოფა მიაყენა და ახლა გრიგოლ ხანძთელი და ფებრონია ცდილობენ სიტუაციის გამოსწორებას.

აი ეს არის მოკლე შინაარსი 65 თავისა, რომლებსაც 5 დღეა ვკითხულობ და კიდევ 15 თავი დამრჩა.

თითქოს რაღაცა მაგარი წიგნია, არადა მაგრა არ დამევასა. თავიდანვე.

ეროტიული ფანტაზიებითაა გადატენილი[პირდაპირი მნიშვნელობით].

ერთადერთი რაც მომეწონა არის ეს:

- როგორ შეიძლება მართლმორწყმუნე ერმა მხარი არ დაუჭიროს ბიზანტიას და მიემხროს ვინმე უსჯულოს? – ერთერთი ხუცესი.

- სხვა სჯულს, არა უსჯულოს. – აშოტ კურალაპატი.

ახლა ვაპირებ კიდევ 5 თავი წავიკითხო მანამ სანამ 8 საათზე Top Gear დაიწყება დისქავერიზე, მაგრამ დღეს მგონი ძველი სერია იქნება.

წავედი მე წასაკითხად.

P.S. “ტრფობა წამებულის” კითხვისას თავი მტკივდება ხოლმე.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 39 other followers

%d bloggers like this: