ყურადღება პოსტი დეპრესიული შინაარსისაა დასასრულში ცოტაოდენი პოზიტივით!
ყველაფერი ყელშია უკვე… სკოლა, დავალებები, დროის უქონლობა და გამოუძინებლობა, გაკვეთილები, 5-წუთიანი დასვენებები, ბუფეტი, ხმაური და ქაოსი.
ყოველდღე დილით ადრე ადგომა, სახლიდან სირბილით გასვლა და იმის აღმოჩენა რომ “მარშრუტკას” ჯერ არ ჩამოუვლის და შემდეგ სიცივეში მისი ლოდინი მაქ ყელში.
ამავე “მარშრუტკაში” “ჯანჯღალი”, თავის მირტყმა, არა საკმარისი ადგილი სკამებს შორის – ესეც ყელში მაქვს.
გაკვეთილები, მასწავლებლების ხმა, ხმაური, კლასელები უაზრო ხუმრობები, ჩხუბი და ვეფხისტყაოსანი.
“მარშრუტკისკენ” სწრაფი ნაბიკით სიარული, რათა ვინმემ ადგილი არ ამახიოს და ისევ დილის პრობლემები:
“მარშრუტკაში” “ჯანჯღალი”, თავის მირტყმა, არა საკმარისი ადგილი სკამებს შორის – ესეც ყელში მაქვს.
სახლში მოსვლა, ტალახი ეზოში და უამრავი სამეცადინო… უკვე შეზიზღებული “ვეფხისტყაოსანი”, საზეპიროები, ფუნქციები, მიმდევრობები, ელექტრული ძალები, ველები, პარალელური შეერთებები, ფუძეები, წლები, პიროვნებები, მდინარეები, ტბები, მთები და კუნძულები.
მეცადინეობას რომ მოვრჩები უკვე 8 საათის ან ცხრის ნახევარია, Top Gear უკვე კაი ხანია დაწყებულია, დასასრულს უახლოვდება, მეძინება, არაფრის თავი არ მაქ, ნერვები მაქ მოშლილი, თან დაძინება არ მინდა იმიტომ რომ არაფერი გამიკეთებია ჯერ… არც სოციალურ ქსელებში ვყოფილვარ და არც კომპიუტერს მივკარებივარ…
გუშინ ნიჭიერსაც ვერ ვუყურე და დღეს მასზედ პოსტსაც ვერ ვწერ… ახლა გეგმაში მაქვს myvideo.ge-ზე დავიწყო ყურება და თან პოსტი დავწერო… იმედია არ დამეზარება…
დღეს გამოვიძინე, მთლად ისე ვერა როგორც არდადეგებზე მაგრამ მაინც კარგი იყო….
41.709981
44.792998
Like this:
Be the first to like this post.