ჩემი (ამერიკული) ოცნება
June 24, 2011 7 Comments
იბადები სადმე პატარა ქალაქში, კანონმორჩილი, მშრომელი ადამიანების ოჯახში, რომლებიც შენ დაბადებამდე დიდ ქალაქში ცხოვრობდნენ ახლა კი როდესაც ცხოვრება აიწყეს და შვილი ეყოლათ იმ დიდი ქალაქისგან ოდნავ მოშორებით მყოფ პატარა ქალაქში გადასახლდნენ.
ცხოვრობ საკუთარ სახლში, რომლის ეზოშიც აუცილებლადაა აღმართული ამერიკის დროშა, ყოველ შაბათს ან კვირას ოჯახის მეგობრები მოდიან სტუმრად.
“უბანში” ბევრი შენხელა ბავშვია, ყველას გყავთ ველოსიპედები, ერთად მოძრაობთ ხოლმე, გევასებათ ერთნაირი ფილმები, კომიქსები, მულწიკები და ა.შ. მოკლედ ერთნაირი სასტავი ხართ რა.
სკოლაში სწავლობ, მაგრამ თავს არ იკლავ, მეტს არც არავინ არ გთხოვს.
ხარ 15 წლის გაქვს სამუშაო, დღეში სულ რამდენიმე საათს მუშაობ, მაგრამ შენ მუშაობაც გყოფნის და ფულიც. ამ ფულს აგროვებ, ცოტა ხანში პირველ მანქანას ყიდულობ და გგონია რომ უკვე ყველაფერი გაქვს რაც გინდოდა.
ამთავრებ სკოლას, აბარებ კოლეჯში/უნივერსტიტეტში, თანაც საკმაოდ კარგში, იქაც გყავს მანქანა ოღონდ უკეთესი, ცხოვრობ ცალკე, მეგობართან ერთად ან კოლეჯის საერთო საცხოვრებელში, მოკლედ მშობლების გარეშე. არავინ არ გაწუხებს, აკეთებ იმას რასაც გინდა, მიდიხარ-მოდიხარ როდესაც გინდა, არავინ არაფერზე არ გედავება.
კოლეჯში ძალიან მაგარ დროს ატარებ, ერთობი და თან სწავლობ.
ამთავრებ კოლეჯს, მიდიხარ დიდ ქალაქში შენი მიზნების მისაღწევად.
იწყებ სამუშაოს, შემთხვევით ხვდები შენს ბავშვობის მეგობარს და მეგობრობა თავიდან იწყება.
პარალელურად ან ძირითადად ხარ ჟურნალისტი, მუშაობ ინტერნეტ მედიაში, გაქვს შენი ბლოგიც. წერ ყველაფერზე რაზეც მოგესურვება, რედაქტორი არაფერს არ “გისწორებს”. პროფესიიდან გამომდინარე ბევრს მოგზაურობ.
გადის დრო და ხდები იმ ინტერნეტ მედია კომპანიის დირექტორი, ქმნი ოჯახს.
ყველაფერი კარგადაა, შენ აგრძელებ მუშაობას, კვლავ წერ სტატიებს, იღებ სიუჟეტებს.
ცხოვრობ სადმე ქალაქგარეთ, არ კარგავ ცხოვრების ხალისს, გიჩნდება შვილი, მაგრამ შენც გაქვს ამერიკის დროშიანი სახლი.
როდესაც მოდის დრო მიდიხარ სახლში, მაგრამ მაინც აგრძელებ წერას, თუნდაც შენ ბლოგზე, იმიტომ რომ შენი საქმე გიყვარს, ის არ მოგბეზრებია ამდენი წლის განმავლობაში, შენ სიამოვნებით აკეთებ მას.
გადის დრო და შენ უბრალოდ მიდიხარ, მაგრამ შენივე ნებით, კმაყოფილი იმით რაც გაგიკეთებია, ისე რომ არაფერს არ ნანობ.









