ლარი კინგის შოუ:"Larry King Live" დასრულდა.


ლარი კინგის შოუ:”Larry King Live” დასრულდა.

დღეს ლარი კინგმა განუცხადა მსოფლიოს რომ მისი გადაცემა “Larry King Live”, რომელიც CNN-ზე გადიოდა იხურება.
ცნობილმა “მასპინძელმა” განაცხადა რომ დასვენების დრო მოვიდა.
ლარი კინგი არის გინესის წიგნის რეკორდსმენი, როგორც ყველაზე გრძელ-ვადიანი შოუს წამყვანი, რომელიც არასდროს შეცვლილა და ის მუდამ გადიოდა ერთსა და იმავე დროს.მისი ეს შოუ 25 წლის განმავლობაში გადიოდა. თვითონ კინგი კი პროფესიონალურ მაუწყებლობაში 53 წელი მუშაობდა, მას 40 000-ზე მეტი ინტერვიუ აქვს აღებული ცნობილი სახეებისგან(სელებრითებისგან), პოლიტიკოსებისგან, ექსპერტებისგან და სხვა.
ლარის კინგის განცხადებამ მისი შოუს “რაზეტკიდან” გათიშვის შესახებ “ჭირივით” მოედო ყველა სოციალურ ქსელს. მან შეძრა ისეთი ქსელები და საიტები როგორიცაა Youtube.com, Twitter, Google და სხვა.

უპირველეს ყოვლისა ვიდეო Youtube.com-დან, რომელიც ასახავს მის ამ განცხადებას.

http://www.youtube.com/v/RF_9xTP5XtM&color1=0x6699&color2=0x54abd6&hl=en_US&feature=player_embedded&fs=1
ამავე დროს საძებარი სიტყვა Larry King არის მე-4 ცხელ თემებში და მე-8 ძიებებში.

Twitter.com-ზე კი ტვიტებში ხშირად ჩნდება სიტყვა “King”. ასეთმა “ტვიტებმა” მთლიანი ტვიტების 25% წარმოადგინეს დღეს.

აი ასე დამთავრდა მისი 25 წლიანი შოუ.

წყარო: Mashable.com

ფიფა 2010

ფიფა 2010

უკვე ტრადიციულად გასული დღის საფეხბურთო მატჩების ანგარიშები. შეგახსენებთ რომ გუშინდელი დღით დასრულდა 1/8 ფინალური მატჩები. 1/4 ფინალური მატჩები დაიწყება 2 ივლისს 18 საათზე, ტრადიციულად პირველი არხის ეთერში;

ახლა კი გუშინდელი ანგარიშები:

პარაგვაი 0:0 იაპონია თამაში გადავიდა დამატებით დროში მაგრამ უშედეგოდ. დაინიშნა პენალტების სერია რომელიც დასრულდა პარაგვაისამარჯვებით(5:3)

ესპანეთი 1:0 პორტუგალია

დ. ვილიას გატანილი გოლი.

Twilight Eclipse-ზე დამითანხმეს

 
 Twilight Eclipse-ზე დამითანხმეს

დღეს დამირეკეს მეგობრებმა გინდა თუ არა სათაურში ხსენებულ კინოში წამოდიო, მივდივართ და უნდა წამოხვიდეო. არ მინდა და ასეთმა ატგავორკებმა არ გაჭრა და ამიტომაც მივდივარ :(. (ჩემდასამწუხაროდ). უკვე პატიოსნად დავდე ბილეთის 10 ლარი და ბილეთებიც იყიდეს უკვე.  მოკლედ ტოტალურად მერხევა არადა ვუთხარი გაქცევა ვეგასიდანზე წავიდეთთქო.

   მოკლედ მაგრად არ მინდა წასვლა მარა მიწევს 😐

პოსტის აზრი: გაუგებარი ისე გულისტკივილი

იოზეფ ბლატერმა ბოდიში მოუხადა ინგლისისა და მექსიკის ნაკრებ გუნდებს

იოზეფ ბლატერმა ბოდიში მოუხადა ინგლისისა და მექსიკის ნაკრებ გუნდებს

ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა ოფიციალური ბოდიში მოიხადა ინგლისისა და მექსიკის ნაკრები გუნდების წინაშე. რომლებიც 1/8 ფინალური მატჩების დროს დაზარალდნენ მსაჯების რეზულტატიური შეცდომების გამო.
 შეგახსენებთ რომ გერმანია-ინგლისის(4:1) შეხვედრის დროს არ იქნა ჩათვლილი ფრენკ ლამპარდის გოლი, როდესაც ამ უკანასკნელის დარტყმის შედეგად ბურთმა გადაკვეთა საგოლე ხაზი. არგენტინა-მექსიკის(3:1) შეხვედრის დროს კი მსაჯმა შეცდომით ვერ დააფიქსირა კარლოს ტევესის “თამაშ გარე” მდგომარეობა, რომელმაც გასნა ანგარიში.
   “ჩვენ ვწუხვართ, რომ მსაჯების შეცდომები ასეთი ნათელია ყველასთვის. საჭიროა განიხილოს ცვლილებათა შეტანის საკითხი რათა მსგვასი სიტუაციები არ განმეორდეს”, – განაცხადა ბლატერმა.
    ფიფა აპირებს განიხილოს ვიდეოგამეორებების შემოტანის საკითხი ივლისში, ორგანიზაციის მორიგ სხდომაზე, რომელიც გაიმერთება უელსში. ბლატერმა ასევე განაცხადა, რომ ამა წლის ნოემბრამდე შემუშავებული იქნება პროგრამა რომელიც მოემსახურება მსაჯების დონის ამაღლებას.

ფიფა 2010

დღეიდან ყოველდღიურად შევეცდები შემოგთავაზოთ წინა დღის თამაშების ანგარიშები.

ჰოლანდია     2:1     სლოვაკეთი

ბრაზილია     3:0     ჩილე

დღევანდელი მატჩები(თბილისის დროით)

პარაგვაი-იაპონია   29 ივნისი, 18:00
ესპანეთი-პორტუგალია  29 ივნისი. 22:30

ამ ორი მატჩით დასრულდება 1/8 ფინალური ეტაპი.

iPad-ის გამოყენების 5 უცნაური გზა

   Apple-ის ამ გამოგონებამ უკვე ნახა სხვადასხვა უცნაური გამოყენება, როგორიცაა დელფინებთან ირთიერთობა და სკეიტბორდი. მას ასევე ჰყავდა რამოდენიმე უცნაური მომხმარებელი როგორიცაა კატა და ძაღლი.

   ეს უცნაური გამოყენების ხერხები საკმაოდ საინტერესო გახდა მომხმარებლისთვის რომ ახლა წარმოგიდგენთ კიდევ 5 ასეთ ვიდეოს.

   დაათვალიერეთ ესენი და თუ გაქვთ რაიმე სასაცილო იდეები დააკომენტარეთ ან გადაიღეთ თქვენი ვიდეო.

http://www.youtube.com/v/HvplGbCBaLA&rel=0&color1=0xb1b1b1&color2=0xd0d0d0&hl=en_US&feature=player_embedded&fs=1
http://www.youtube.com/v/8Q03RKacDjU&rel=0&color1=0xb1b1b1&color2=0xd0d0d0&hl=en_US&feature=player_embedded&fs=1

http://www.youtube.com/v/P-y_rV6OSpw&rel=0&color1=0xb1b1b1&color2=0xd0d0d0&hl=en_US&feature=player_embedded&fs=1

http://www.youtube.com/v/kn_bKt8n7pE&rel=0&color1=0xb1b1b1&color2=0xd0d0d0&hl=en_US&feature=player_embedded&fs=1

http://www.youtube.com/v/syWwpCxJcfk&rel=0&color1=0xb1b1b1&color2=0xd0d0d0&hl=en_US&feature=player_embedded&fs=1

http://www.youtube.com/v/ATpSPNIuj3M&rel=0&color1=0xb1b1b1&color2=0xd0d0d0&hl=en_US&feature=player_embedded&fs=1

iPhone 4 შეცდომები, პრობლემები, გადაწყვეტა, გაფრთხილება.

   მოგეხსენებათ სულ ახლახან ყველასათვის საყვარელმა კომპანია Apple-მა გამოუშვა ყველასათვის საყვარელი სმარტფონის ახალი მე-4 ვერსია. ამერიკაში იყო შანსი მისი ადრევე მიღების, წინასწარ შეკვეთით. ხალხმა ის მიიღო, მაგრამ ბევრი ამბობდა თითქოს ჭედავსო და სიგნალს კარგავს. ეს გამოწვეული იყო იმით რომ მას არ აქ ანტენა. ანტენის ნაცვლად კი იგი თავის კორპუსს იყენებს, ასე ამბობდნენ თითქოს ზოგჯერ ეკრანი ყვითელი ხდება და იჭედებაო. თუმცა ეს ყველასთან არ ხდებოდა.

   მეორე დღესვე სტივ ჯობსმა გააკეთა განცხადება რომ არანაირი პრობლემა არ არის და არც ყოფილა, უბრალოდ არ უნდა დავიჭიროთ ტელეფონი ისე. ანუ იქ არ უნდა დავადოთ თითი საიდანაც გადის სიგნალი და პრობლემა მოგვარებულია.
   მაგრამ ასევე პრობლემა იყო პროგრამულ უზრუნველყოფასთან რაც ახლო მომავალში გადაიჭრება. iOS 4.1 ვერსია შესაძლებელია ამ კვირის ბოლოსაც გამოვიდეს რომელშიც ყველა პრობლემა გადაჭრილი იქნება.

მოგმართავთ ამ ტელეფონის 3G და 3GS მოდელის და ასევე iPod Touch-ების  მფლობელებს. არ გააკეთოთ აფდეითი, რადგანაც ის მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითად აისახება თქვენი ტელეფონის მუშაობაზე.

სადავო ეპიზოდების გამეორება 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აიკრძალა

   ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციამ(ფიფამ) აკრძალა სადავო მომენტების ვიდეო-გამეორება სტადიონის დიდ ეკრანებზე მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკაში.
ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა მას შემდეგ რაც 27 ივნისს, 1/8 ფინალური მატჩების ტრანსლაციის დროს სტადიონის დიდ ეკრანზე(ტაბლოზე) ნაჩვენები იყო მსაჯის ორი შეცდომა, იტყობინება Associated Press .


   
    კვირას გერმანია-ინგლისის(4:1) შეხვედრის დროს, ურუგვაელმა მსაჯმა ხორხე ლარიონდამ არ ჩათვალა ინგლისელის, ფრენკ ლამპარდის გატანილი გოლი, მიუხედავად იმისა რომ ლამპარდის დარტყმის შემდეგ ბურთმა გადაკვეთა საგოლე ხაზი. მოგვიანებით არგენტინა-მექსიკის(3:1) თამაშის დროს იტალიელმა რეფერიმ, რობერტო როზეტიმ ჩათვალა არგენტინელის, კარლოს ტევესის გოლი, რომელიც იმყოფებოდა “თამაშ გარე” მდგომარეობაში.

    28 ივნისს ფიფას პრესს-სამსახურის თანამშრომელმა ნიკოლა მენიომ განაცხადა, რომ ისეთი სიტუაციები როგორიც იყო არგენტინა-მექსიკის მატჩში აღარ უნდა განმეორდეს. ფიფას თანამშრომლები უფრო მკაცრად გააკონტროლებენ ვიდეო-გამეორებებს რომლებიც გამოჩნდება სტადიონის დიდ ეკრანზე(ტაბლოზე), სადავო და მსაჯის შეცდომასთან დაკავშირებული ეპიზოდები კი არ იქნება ნაჩვენები.

წყარო: Rambler.ru

FIFA 2010- ფეხბურთის დიდი ზეიმი თუ ჩაშლილი ჩემპიონატი

გუშინ მუნდიალზე მიმდინარეობდა ორი ძლზედ საინტერესო თამაში

ინგლისი-გერმანია    4:1
            და
არგენტინა-მექსიკა  3:1

ორივე თამაში საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა და შეწყდა ლაპარაკი იმის შესახებ რომ წლევანდელ მუნდიალზე გუნდები აღარ თამაშოვენ სანახაობრივ ფეხბურთს. ყველა წინა თამაში თურმე გახურება ყოფილა, მაგრამ დღეს სულ სხვა რამეზე მინდა წავიყვანო საუბარი-მსაჯების შეცდომებზე. ორივე გუშინდელ თამაშში აშკარად გამოვლინდა მსაჯების არაკომპეტენტური საქციელი.

ინგლისი-გერმანიის შემთხვევაში ინგლისს არ ჩაუთვალეს გოლი რომელიც აშკარად გატანილი იყო, მოგესნებათ ბურთი მოხვდა გერმანელთა კარის ზედა ძელს და 3 ჯერ ახტა-დახტა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიჭირა ის მეკარემ, გამეორებაზე აშკარად ჩანდა რომ ბურთი გადასცდა კარის ხაზს მაგრამ გოლი არ ჩათვალეს. გოლის ჩათვლის შემთხვევაში ანგარიში თანაბრდებოდა და შეგვეძლო სულ სხვანაირად განვითარებული თამაში გვენახა.

არგენტინა-მექსიკის შემთხვევაში კი მსაჯის უმთავრეს შეცდომას წარმოადგენდა არგენტინელთა გატანილი პირველი გალის ჩათვლა რადგანაც იმ მომენტში იყო აშკარა თამაშგარე მდგომარეობა(დაახლოებით 1-2 მეტრი) და აღმოჩნდა ისე რომ გვერდითმა მსაჯმა ეს ვერ შეამჩნია. ასევე იტალიელი არბიტრი ჩანდა საკმაოდ “რბილი” ფეხბურთელების მიმართ მაგრამ ზოგიერთ მომენტში ზედმეტად უყურადღებო.

მსაჯების ასეთი უყურადღებობა ხშირად ვლინდება და ამიტომაც ფიფას შესთავაზეს ვიდეო-მსაჯის დაყენება ან კარებთან დამატებითი არბიტრების დანიშნვა მაგრამ ფიფამ ამაზე უარი განაცხადა და მთლიანად გუშინდელი თამაშები უკომენტაროდ დატოვა.

კიდევ ერთი ბლოგი

აი კიდევ ერთი ბლოგი შეემატა ვებ-სივრცეს. გაიხსნა ისე უბრალოდ სახალისოდ. მესამე ბლოგია რომელსაც ვხსნი. წინების სახელები და თემატიკა არ მომწონდა ამას უბრალოდ კოკას ბლოგი დავარქვი და კმაყოფილი ვარ ^_^

%d bloggers like this: