FIFA 2010- ფეხბურთის დიდი ზეიმი თუ ჩაშლილი ჩემპიონატი

გუშინ მუნდიალზე მიმდინარეობდა ორი ძლზედ საინტერესო თამაში

ინგლისი-გერმანია    4:1
            და
არგენტინა-მექსიკა  3:1

ორივე თამაში საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა და შეწყდა ლაპარაკი იმის შესახებ რომ წლევანდელ მუნდიალზე გუნდები აღარ თამაშოვენ სანახაობრივ ფეხბურთს. ყველა წინა თამაში თურმე გახურება ყოფილა, მაგრამ დღეს სულ სხვა რამეზე მინდა წავიყვანო საუბარი-მსაჯების შეცდომებზე. ორივე გუშინდელ თამაშში აშკარად გამოვლინდა მსაჯების არაკომპეტენტური საქციელი.

ინგლისი-გერმანიის შემთხვევაში ინგლისს არ ჩაუთვალეს გოლი რომელიც აშკარად გატანილი იყო, მოგესნებათ ბურთი მოხვდა გერმანელთა კარის ზედა ძელს და 3 ჯერ ახტა-დახტა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიჭირა ის მეკარემ, გამეორებაზე აშკარად ჩანდა რომ ბურთი გადასცდა კარის ხაზს მაგრამ გოლი არ ჩათვალეს. გოლის ჩათვლის შემთხვევაში ანგარიში თანაბრდებოდა და შეგვეძლო სულ სხვანაირად განვითარებული თამაში გვენახა.

არგენტინა-მექსიკის შემთხვევაში კი მსაჯის უმთავრეს შეცდომას წარმოადგენდა არგენტინელთა გატანილი პირველი გალის ჩათვლა რადგანაც იმ მომენტში იყო აშკარა თამაშგარე მდგომარეობა(დაახლოებით 1-2 მეტრი) და აღმოჩნდა ისე რომ გვერდითმა მსაჯმა ეს ვერ შეამჩნია. ასევე იტალიელი არბიტრი ჩანდა საკმაოდ “რბილი” ფეხბურთელების მიმართ მაგრამ ზოგიერთ მომენტში ზედმეტად უყურადღებო.

მსაჯების ასეთი უყურადღებობა ხშირად ვლინდება და ამიტომაც ფიფას შესთავაზეს ვიდეო-მსაჯის დაყენება ან კარებთან დამატებითი არბიტრების დანიშნვა მაგრამ ფიფამ ამაზე უარი განაცხადა და მთლიანად გუშინდელი თამაშები უკომენტაროდ დატოვა.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: