ნახვამდის!









ნახვამდის ბლოგოსფეროვ!!!!



3 კვირით გემშვიდობები ანუ 3 აგვისტომდე.
!!!





Advertisements

ბარგი ჩალაგებულია მივდივარ

ბარგი ჩალაგებული მაქ, 25 წუთში გავდივარ სახლიდან.

კიდე დავაყენებ რო ზუსტად 9 საათზე გამოქვეყნდეს ერთი პოსტი.

საკონკურსო პოსტი – Tweet.ge

ალბათ ყველასათვის ნაცნობია სოციალური და არა მარტო ქსელი Twitter.com სადაც თავს იყრის უამრავი ადამიანი, ვარსკვლავი და ა.შ. ეს საიტი არის საშუალება თვალი ადევნო სხვადასხვა ადამიანის, კომპანიის, საიტის, ბლოგის ცხოვრებას და მისი საქმეების კურსში იყო.

ტვიტერის ძირითად სერვისს ე.წ. “ტვიტები” წარმოადგენენ, ეს არის საშუალება მიწერო მეგობარს, საიტს, კომპანიას ან უბრალოდ გაუზიარო შენი გრძნობები მთელ მსოფლიოსა და შენ მეგობრებს.

მაგრამ ხშირად ხდებოდა ისე, რომ კომპიუტერთან წვდომა არ მქონდა მაგრამ მინდოდა გაზიარება და ვერ ვახერხებდი, რადგანაც ზემოთხსენებული საიტი ამერიკულია და მასზე მობილურის მეშვეობით “ტვიტების” განთავსება მხოლოდ აშშ-სა და კანადის მცხოვრებთათვის არის, უფრო სწორედ იყო ხელმისაწვდომი.

ალბათ ბევრს გქონიათ ასეთი პრობლემა, მაგრამ ჩვენთან, დიახ ჩვენთან ქვეყანაში ვიღაცას(კერძოდ კი Singular Groups) აზრად მოუვიდა შეექმნა უფასო სერვისი რომლიც მეშვეობითაც უკვე ჩვენც შეგვიძლია მობილურით “ტვიტების” განთავსება.

ამ პროექტის შესახებ მეგობრის პირწიგნაკის(facebook) კედელზე შევიტყვე და დავრეგისტრირდი.(ეგრევე)

ალბათ გიჩნდებათ კითხვა: “რათ მინდა? მივალ საღამოს კომპთან და და”ვტვიტავ'”

პასუხი 1.  იმათ გინდათ, რომ ამ სერვისის მეშვეობით არამარტო ტვიტერზე, არამედ “პირწიგნაკზე”, სკაიპში და თქვენ ბლოგზეც კი გამოაჩენთ თქვენ “ტვიტს”.

პასუხი 2. სანამ სახლში მიხვალთ დაგავიწყდებათ, ტავიდან ამოგივარდებათ და ა.შ. რადგან დღეს ერთ დღეში უამრავი რამ ხდება და პირადად მე მინდა ხოლმე გავუზიარო ჩემი ცხოვრება მეგობრებს და კომპიუტერი ხელთ არ მაქვს.

პასუხი 3. შეგიძლია მიიღო სპეციალური შემოთავაზებები და ფასდაკლებები სხვადასხვა მაღაზიებში უბრალოდ იმიტომ რო სარგებლობ სერვისით.

კიდევ ერთი მიზეზი რატომაც უნდა გამოვიყენოთ სერვისი Tweet.ge

იგი არ წყვეტს განვითარებას როგორც სერვისის ტვიტერიდან შევიტყვე მალე დაემატება კითხვა/ პასუხისა და რეტვიტის ფუნქციები.

თუკი რაც დავწერე არ არის საკმარისი იხილე სერვისის ოფიციალური პრომო ვიდეო:

http://www.youtube.com/v/2ep_l3LdmrM&hl=en_US&fs=1

და თუ დაინტერესდი შედი საიტზე Tweet.ge და სულ რამოდენიმე კლიკის მეშვეობით დარეგისტრირდი.

იმისათვის რომ სერვისის ყველა სიახლე იცოდე შეგიძლია თვალი მიადევნო მათ ტვიტერსა და პირწიგნაკს

Twitter.com/theTWEETge


Facebook.com/tweet.ge

სანამ წასული ვიქნები ანუ Status Update

როგორც ყველამ იცით სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა ახალი, უფასო, ქართული სერვისი რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია Twitter-ზე ტვიტის დამატება მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით. ეს სერვისი გახლავთ Tweet.ge  

ხოდა გამოვიყენე რა ახალი სერვისის ფუნქცია და Twitter-ი მივაბი ბლოგს და ახლა ყველა ჩემი ტვიტი ასევე ბლოგზე გამოჩნდება, მარჯვენა მხარეს.

ბანაკში მივდივარ და 3 კვირით გემშვიდობები ბლოგოსფეროვ

მართალია ეს ბლოგი სულ ცოტა ხანია რაც გავხსენი, მაგრამ იმედია არის რამოდენიმე ადამიანი მაინც რომელიც ცნობს მას.

ხვალ, 14 ივლისს, დილის ათის ნახევარზე(9:30) მივდივარ ბანაკში, ბაკურიანში. 3 კვირით. შესაბამისად ვეღარც დავპოსტავ ალბათ.

არვიცი ვნახოთ, მაინც ყოველი შემთხვევისთვის გემშვიდობები.

თუ ვინმე მიდიხართ ამავე ბანაკში გიხილავთ ხვალ.

მოკლედ ნახვამდის და კარგ ზაფხულს გისურვებთ თქვენ და ჩემ თავს.

P.S.
იმედია ნახვების რაოდენობა კარგად გაზრდილი დამხვდება :დ

გოგონა გარეუბნიდან – ჩემი შემჩნეული FAIL

გუშინ არც მეძინებოდა და არც საყურებელი იყო რამე ნორმალური ამიტომაც არხების შემოწმების ტრადიციული რეიდისას წავაწყდი იმედზე ამას.

ზრდასრული მსახიობები კიდე არაუშავს როგორ თამაშობენ, მაგრამ ის გოგო რომაა ჯულიეტას როლი რომ არ ათამაშეს ჯობს არ ვთქვა არაფერი.

მაგრამ სხვა რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ყურებისას ვნახე რომ მგონი “წილოსანის” ცოლს და კიდე ვიღაც მოხუც კაცს ბოლოში პოლიცია რომ დაადგება აქვთ iPhone. მაგრამ ძაან საინტერესო რამ შევამჩნიე:

ეს არის ერთი და იგივე iPhone

და ეს ტელეფონი სულ გამორთულია.

აი სურათები:

როგორც ხედავთ ჩამქრალი არის ტელეფონი
ტელეფონი ისევ ჩამქრალია
ისევ

Harry Potter and the Deathly Hallows – Trailer (HD 1080p)

ყველასათვის საყვარელი გმირის თავგადასავლის რიგით მე-7 ფილმი გამოვა ორ ნაწილად, რადგანაც წიგნი საკმაოდ დიდია(თუმცა წაკითხული არ მაქვს).  ალბათ ავტორებმა გადაწყვიტეს, რომ არ გამოეტოვებინათ რამე და გადაწყვიტეს ორ ნაწილად გამოშვება, რაც მე პირადად ძალიან მახარებს, რადგანაც კიდევ ორჯერ ვიხილავ მას დიდ ეკრანზე რადგანაც ამბობენ თითქოს ამით დამთავრდება მისი ისტორია. ამას ხელმარცხნივ მდებარე პოსტერიც ამტკიცებს კერძოდ კი მის ზედა ნაწილში მდებარე წარწერა.

პირველი ნაწილი დიდ ეკრანებზე გამოვა 2010 წლის 19 ნოემბერს, ხოლო მეორე ნაწილი კი 2011 წლის 15 ივლისს. ფილმის ორივე ნაწილი ნაჩვენები იქნება როგორც 2D ასევე 3D ფორმატებში. ფილმი გადაღებული იქნება Warner Bros. Pictures-ის მიერ. და ეს იქნება მათი პირველი პროექტი, რომელიც გადაღებული იქნება მთლიანად სამ განზომილებაში.

ეს კი პირველი ნაწილის ტრეილერი:

ფიფა 2010. დასრულდა. მიესალმეთ ახალ ჩემპიონს.

ბოლოსწინა პოსტია ამ თემაზე წელს და ალბათ კიდევ 4 უახლოეს წელიწადში.
დივანზე ვიჯექი, უკვე მეძინებოდა, ეკრანს ვეღარც ვხედავდი ნორმალურად და კომენტატორმა “გოლიო” და ეგრევე გამოვფხიზლდი.
კი ესპანეთი ჩემპიონია, მოუგო ჰოლანდიას. კი.
116-ე წუთზე გაიტანა გოლი კი.
მსოფლიომ გაიგო ახალი მსოფლიოს ჩემპიონის სახელი. ესპანელებმა პირველად მოიგოს მსოფლიო ჩემპიონატი.
ესპანეთში დიდი ზეიმი გაიმართა და თბილისშიც. 
თასი კაპიტანმა იგერ კასილასმა აწია.
ბოლომდე წაკითხვაში იხილეთ ფოტოები და ესპანელთა გოლი 3D-ში.

აი ფოტოებიც:
ერთ-ერთ ფანს სურდა თასის “მოპარვა” მას შემდეგ რაც ფაბიო კანავარომ ის მინდორზე გამოიტანა.
ეს კი ფაბიო კანავარო, რომელიც ემშვიდობება თასს.
ეს კი ესპანელთა გოლი 3D-ში.
ვიდეო და ფოტო მასალისათვის მადლობა: Rambler.ru
ესპანეთი ღირსეული ჩემპიონია.

ავატარი: სტიქიის მბრძანებელი. წიგნი პირველი 3D

მოკლედ ვიყავი ავატარზე, სურათებს ამჯერად სამწუხაროდ ვერ შემოგთავაზებთ(ტელეფონი მიჯდებოდა) მაგრამ შთაბეჭდილებებს კი ბატონო.

ბილეთების ასაღებად ორი საათით ადრე წავედით, იმიტომ რომ პრემიერის მეორე დღე იყო და ვაი თუ ბილეთები არ იქნებოდა.

ორი მეგობარი წავედით, სამი ბილეთი ავიღეთ(ერთიც უნდა მოსულიყო) და წყლის საძებრად წავედით(რუსთაველში ვიყავი). ჩამოვედით ფურცელაძის ქუჩაზე და ჩავყევით კოლმეურნეობამდე.

მოვძებნეთ წყალი და დავჯექით პარკში.

ველოდეთ, ველოდეთ, ვიბაასეთ და ავედით. მერე მოგვშვივდა ისევ ჩამოვედით და ვჭამეთ და ავედით. მოვიდა მესამე მეგობარი და თან ორი მამიდაშვილი წამოიყვანა. მოკლედ აიღო კიდე 2 ბილეთი და ასვლის დროც მოვიდა.

ავედით, ვიყიდეთ პოპ-კორნი, კოკა-კოლები და აღმოჩნდა რომ მესამე მეგობარს და თავის ორ მამიდაშვილებს ბილეთები არ ჰქონდათ. და…და…და…და…

ვეძებეთ მთელ მეორე სართულზე, გადავიქექეთ ჯიბეები და ა.შ. აღმოჩნდა რომ მაგიდაზე დაეტოვებინათ პირველ სართულზე. ყველაზე საზრიანი მე აღმოვჩნდი და დაცვას ვკითხე და მას უპოვია ბილეთები.

შევედით დავჯექით, რეკლამები, აქეთ-იქით და დაიწყო. საკმაოდ კარგი ადგილები იყო.

მულტფილმისგან განსხვავებით ფილმში ყველა პერსონაჟი გაცილებით უფრო სერიოზულია. მაგ: თვით აანგი, სოკა. არც ერთი არ ხუმრობს და ნამეტანად სერიოზულია.

დანარჩენი ყველაფერი ძალიან მომეწონა.

კარგი ეფექტები(3D-ც და ისეც), აზრი.

მიუხედავად იმისა რომ ფილმის შემქმნელებს მოუწიათ მულტფილმის პირველი სეზონის საათნახევარში ჩატევა და მართო ძირიტადი მომენტების ჩვენება, მაინც ძალიან კარგად გამოუვიდატ და არც შეიქმნა ”გადახტომის” შთაბეჭდილება.

პერსონაჟები კარგადაა შერჩეული. ნუ ბევრს არ მოეწონა მაგრამ მე მომწონს და ეს ჩემი პირადი აზრია.

მახარებს ის რომ იქნება კიდევ 2 ნაწილი(წიგნი მეორე და წიგნი მესამე).

ერთი რამ ვერ გავიგე რატომ გადმოთარგმნეს ”სტიქიის მბრძანებელი”. ქართულადაც და რუსულადაც როცა აშკარად ”ჰაერის მბრძანებელის ნიშნავს’, უკანასკნელ ჰაერის მბრძანებელს.

ბილეთებში 12 ლარი გადავიხადე, მაგრამ ღირდა თუმცა მაინც ძვირია, მაგრამ გირჩევთ ნახოთ. მართლა კარგადააა გადაღებული. და ესეც ჩემი პირადი აზრია.

FIFA 2010

             ტა-რა-ტიმ-ტამ-ტა-რაი-ტამ

მოკლედ მსოფლიო თასის შესახებ.

გუშინ გაიმართა მესამე ადგილისთვის ბრძოლა ურუგვაისა და გერმანიას შორის რომელიც დაასრულდა ანგარიშით 2:3 გერმანიის სასარგებლოდ.

დღეს კი მოხდება ის რასაც მთელი 1 თვეა ველოდებით.

დიდი ფინალი ჰოლანდია ესპანეთი


ისე რა სწრაფად გავიდა ეს ერთი თვე და ნახევარი ზაფხული. კიდე ერთი ამდენი და ისევ სკოლა.

%d bloggers like this: