ბლოგის სტატისტიკის წარმოდგენა(Blogger)

პოსტი ინჟინრების სტასცეკ პასკოსა და ვიკტორ გვორეკის მიერ.

მიუხედევად იმისა,რომ ბლოგერთა ნაწილი იყენებს Google Analytics-ს ან სხვა რაიმე ხელსაწყოს იმისათვის რომ თვალი ადევნოთ თქვენი ბლოგის ტრაფიკს, ბევრმა თქვენგანმა მოითხოვა უფრო ადვილად მოსახმარი, Blogger.com-ში ინტეგრირებული სტატისტიკის მაჩვენებელი. ჩვენ მივიღეთ ეს თხოვნა და გვიხარია რომ, ეს ფუნქცია ახლა ხელმისაწვდომია Blogger in Draft-ში. უბრალოდ შედით Blogger in Draft-ზე და თქვენ შეამჩნევთ ახალ ტაბს– “Stats”. თქვენ არ დაგჭირდებათ რამის დაყენება ან კონფიგურაცია თქვენი ტრაფიკის სანახავად.

ყველაზე მაგარი რამ ამ ახალი ფუნქციის შესახებ ის არის რომ იგი წარმოადგენს თქვენ ტრაფიკს დაახლოებით რეალურ დროში(მიახლოებულად). თქვენ შეგიძლიად იხილოთ თუ რომელი პოსტი ხდება უფრო პოპულარული ან რომელი საიტი აგზავნის თქვენთან ტრაფიკს. მაგალითად თუ Reader-მა გადაიტანა თქვენი პოსტი Twitter-ზე და იგი იღებს კლიკებს ისინი რეალურ დროში აისახება სტატისტიკაში და ასევე გამოჩნდება საიდან მოდის ეს კლიკები. რა თქმა უნდა თქვენ შეგიძლიათ იხილოთ სტატისტიკა ბოლო დღის/კვირის. თვის განმავლობაში და ასევე მთლიანი სტატისიკა.

ასევე არის ძალიან ბევრი ახალი რამ რასაც ექნევა ყურადღება, როგორრებიცაა საძიებო სიტყვები, რომლებითაც მომხმარებლები ხვდებიან თქვენ ბლოგზე, ქვეყნები რომლებშიც კითხულობენ თქვენ ბლოგს, ბროუზერები რომლებითაც შემოდიან თქვენ ბლოგზე. ახალი სტატისტიკური სისტემის მეშვეობით თქვენ რეალურ დროში თვალყურს ადევნებთ იმას თუ რა ხდება თქვენ ბლოგზე.

სტატისტიკის ახალი ხელსაწყო სრულ ინფორმაციას აჩვენებს მარტივი გრაფიკული გზით. და რადგანაც ეს სერვისი არის Blogger-ის ნაწილი თქვენ არ დაგჭირდებათ სადმე რეგისტრაცია ან რაიმე კოდის განთავსება საიტზე.

წყარო: Blogger in Draft

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: