Twilight Eclipse-ზე ვიყავი და…

გუშინ 20:00 საათზე კინოთეატრ “ამირანში” იყო ზემოთხსენებული ფილმ, კერძოდ კი Twilight Eclipse-ის პრემიერის მეორე დღე. ამ კინოფილმის/წიგნის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ პირველ სერიას სიამოვნებით ვუყურე, მეორეს ისე რა და მესამეზე კიდე მეგობრებმა დამითანხმეს. რომ ვთქვა არ ვარგა თქო არ ვიქნები მართალი, მაგრამ მაინც დიდი არაფერი. ვამპირებს+რომანტიკა=ფანების ზღვა. მაგრამ გარდა ამ რომანტიზმის კინოში არის ბევრი სასაცილო მომენტი, რომლებსაც იმჩნევენ თვით მსახიობებიც და ზოგი ისეთი პროსტა ისე როა.

თავიდან დარბაზში რომ შევედით გვეგონა, რომ სხავ დარბაზში მოვხვდით იმიტომ რომ ძალიან ცოტა ხალხი იყო, არადა 8 საათზე შევედით მაგრამ თუ გავიხსენებთ ჩვენ ქვეყანაში მცხოვრები ხალხის არაპუნქტუალურობას ყველაფერი “წესების დაცვით” მოხდა.

ეს არის დარბაზის სურათები 8 საათზე(სურათების ხარისხი მომიტევეთ კამერა დამრჩა)

შემდეგ კი ხალხმა მოგროვება დაიწყო და აი დარბაზის სურათი ცხრის 10-15 წუთზე

თუმცა კინოც არ დაწყებულა 8 საათზე(ალბათ გაითვალისწინეს ზემოთხსენებული თვისება)

ახლა კი ასეთი სასაცილო მომენტები(ან სატირალი ხზ) რაც მე შევამჩნიე:

1. კინო როდესაც დაიწყო და მზეზე ჩანდა რომ ედვარდი ვამპირია, ვიღაცამ იკითხა: ” აა.. ედვარდი ვამპირია ხო? უი არ ვიცოდი”

2. ჯეიკობი სულ მაისურის გარეშე დადის—სულ. ეს ედვარდმაც შეამჩნია და მიანიშნა კიდეც ამაზე, მაგრამ ჯეიკობი ისევ განაგრძობდა ტოპლეს სიარულს.

3. პრიკოლი იყო ედვარდისა და ჯეიკობის “ბრძოლა” ბელასთვის. მაგალითისთვის ავიღოთ თუნდაც კარავის სცენა.

4. კიდევ ის რომ ბელას ვერ გადაეწყვიტა ედვარდთან თუ ჯეიკობთან და ხან ერთთან იყო და ხან მეორესთან.

P.S. ყველაზე მეტად გაასწორა MUSE-ის Neutron Star Collision-მა. აი ვიდეოც მეთიუსა და ბენდის შესრულებით

http://www.youtube.com/v/MTvgnYGu9bg&hl=en_GB&fs=1

ეს კი ფოტო პრემიერის შემდეგ

და ჩემი ბილეთი ^_^

P.P.S. კინოს შემდეგ მეგობრებმა გინდა თუ არა რუსტაველზე გავისეირნოთო, მოკლედ შარდენამდე ჩავედით და რეკვა დაუწყეს დროზე სახლშიო და დავიშალეთ სწრაფ-სწრაფად 75 და 6 ნომრის ავტობუსებით.

P.P.P.S. იმედია ვინმემ მაინც წაიკითხა ბოლომდე და კიდევ ერთხელ მომიტევეთ სურათების ხარისხი.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: