პრეზიდენტ ჯონ ფ. კენედის მკვლელობა

რამოდენიმე დღის წინ ვნახე ძალიან საინტერესო ფილმი, რომელიც ეძღვნებოდა აშშ-ს რიგით 35-ე პრეზიდენტის, ჯონ ფ. კენედის მკვლელობას. ეს ფილმი გადაღებულია 1991 წელს. მას ჰქვია JFK.

ამ ფილმში უარყოფილია კენედის მკვლელობის ოფიციალური ვერსია, რომლის თანახმადაც პრეზიდენტი მოკლული იქნა ერთი ადამიანის ჰარვი ლი ოსვალდის(ყოფილი საზღვაო ქვეითი, რომელიც სწავლობდა რუსულს, იყო მარქსისტ-ლენინისტი და შემდეგ სულაც უარი თქვა აშშ-ს მოქალაქეობაზე და საბჭოთა კავშირში გადასახლდა.) მიერ.

ოსვალდი დაიჭირეს მკვლელობიდან დაახლოებით 30 წუთში, იგი თავიდანვე ამბობდა, რომ უდანაშაულო იყო და უბრალოდ უნდოდაყველაფრის მასზე გადაბრალება. დაჭერის დღიდან 2 დღის შემდეგ იგი მოკლული იქნა კლუბის მფლობელის ჯეკ რუბის მიერ, როდესაც იგი პოლიციის შენობიდან ციხეში გადაჰყავდათ.

ფილმში გამოძიება მიჰყავს ახალი ორლეანის მთავარ პროკურორს. მიუხედავად იმისა რომ ფილმი გადაღებულია დოკუმენტურ სტილში იგი მაინც საკმაოდ მძაფრად მიმდინარეობს.

საქმე იმაშია, რომ ფილმის ბოლოს გამოტანილი “დასკვნები”  კენედის მკვლელობის შესახებ საკმაოდ რეალურია და შესაძლოა ეს სიმართლეც იყოს.

1. თუ დავუჯერებთ ვუორენის კომისიის საბოლოო დასკვნას, მაშინ ოსვალდმა გააკეთა სამი გასროლა 6.2 წამში. იგი ასროდა არა-ავტომატური თოფიდან რომლის ერთ გასროლა-გადატენვას დაახლოებით 3 წამი სჭირდება. ასევე იმ თოფზე მოშლილი იყო ოპტიკური მიზანი და შესაბამისად ოსვალდი, რომელიც მისი თანამოსამსახურეების კომენტარების თანახმად სრული “ლამერი” იყო ვერც მოასწრებდა ამდენჯერ სროლას და ვერც ზუსტად მოახვედრებდა ამ მოშლილი მიზნით.

2. ის რომ ოსვალდი მარტო არ მოქმედებდა ამტკიცებს ბევრი რამ, მათ შორის ისიც რომ იგი დაელოდა სანამ პრეზიდენტის კორტეჟი ელმ სტრიტზე შეუხვევდა, რაც მისთვის არ იყო ხელსაყრელი. აქვე დავდებ კორტეჟის მარშრუტის რუკას.

როგორც ხედავთ. ოსვალდისთვის უფრო ხელსაყრელი იქნებოდა მანამდე ესროლა სანამ კორტეჟი შეუხვევდა, მაგრამ მან არ ისროლა. რატომ?


იმიტომ რომ სნაიპერების კიდევ 2 ჯგუფი იმყოფებოდა იქვე.

ერთი რკინიგზის სადგურთან(წინიდან) რასაც ამტკიცებს ზაპრუდერის ფირი. თუ დავაკვირდებით შევამჩნევთ რომ, 314-316 კადრებში როდესაც კენედის ტყვია მოხვდა თავში იგი გადაიწია უკან და მარცხნივ ანუ მას ესროლეს წინიდან და მარჯვნიდან, ხოლო ამ პოზიციიდან ოსვლადი მას ვერანაირად ვერ ესროდა რადგანაც კორტეჟი უკვე კარგა ხანია გასცდა მას.

აი თვით ზაპრუდერის ფირიც:

http://video.google.com/googleplayer.swf?docid=-7879805770464697597&hl=en&fs=true

ასევე შესამჩნევია ის ფაქტიც, რომ მკვლელებმა წაიღეს თავისი იარაღი და დატოვეს მხოლოდ ოსვალდის. აშკარაა რომ ოსვალდი მარტო არ იყო რადგანაც მისი თოფი იმ სართულის სულ სხვა ნაწილში იპოვეს.

ფილმის იდეა იმაში მდგომარეობს რომ აუხილოს ამერიკასა და მთელ მსოფლიოს თვალები და დაანახოს რომ აშშ არ არის ასე ძალიან დემოკრატიული ქვეყანა. ფილმის შემქმნელების აზრით პრეზიდენტ კენედის მკვლელობა იყო სახელმწიფო გადატრიალება. კენედი იყო შემშლელი. იგი ცდილობდა ემეგობრა საბჭოთა კავშირთან, ჯარები უნდოდა გამოეყვანა ვიეტნამიდან და ამის შესახებ განკარგულება გასცა კიდევაც მკვლელობამდე რამოდენიმე დღით ადრე, არ უნდოდა კუბაზე შესვლა. მისი ამ ქმედებების შედეგად არ იქნებოდა ომი, ქვეყანას კი ომი სჭრიდებოდა რადგანაც ომი და სამხდერო საქმიანობა არის ფულის კეთების ყველაზე კარგი გზა, რადგანაც ისეთი ზესახელმწიო როგორიცაა აშშ უზარმაზარ ტანხებს ხარჯავს ამ საქმიანობაზე. ფილმისა და სხვა წერილობითი მასალების ინფორმაციით ვიეტნამის ომზე მთლიანობაში დახარჯული იყო 80 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი.

ასევე იმ ფაქტზე რომ იყო რამოდენიმე მსროლელი მეტყველებს “ჯადოსნური ტყვიის არსებობა”. თუ ვუორენის კომისიას დავუჯერებთ ერტმა ტყვიამ მთლიანობაში 7 ჭრილობა მიაყენა პრეზიდენტსა და მის წინ მჯდომ კონალის.

ეს სურათი მოცემულია ორ განზომიებაში(სხვა ვერ ვნახე), მაგრამ ამ ტყვიამ კენედი ასევე დაჭრა ხელში და ფეხში სანამ კონალის მოხვდებოდა.

ჰარვი ლი ოსვალდი თავიდანვე ამბობდა, რომ იგი არაფერ შუაში იყო და შესაძლებელია ეს მართალიც იყოს. ის უბრალოდ კარგი ბრალდებული გამოვიდოდა. ყოფილი საზღვაო ქვეითი(მზვერავი), იცოდა რუსული, ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში, იქ მუშაოდა, იქ მიიღო დიდი ბინა და 5000 რუბლი რაც იმ დროით საკმაოდ დიდი ფული იყო.

ამბობენ იმასაც რომ ოსვალდი ამერიკის სადაზვერვო სააგენტოს(CIA) აგენტი იყო და  იგი საბჭოთა კავშირში დასაზვერად იყო წასული, მაგრამ შემდეგ იგი ისევ დაბრუნდა აშშ-ში. შესაძლოა ისიც რომ იგი საბჭოთა დაზვერვას ცრუ ინფრომაციას აძლევდა.

დღეს გარკვევით არაფერია ცნობილი, ფილმში ბოლოს დაიწერა რომ ყველა საიდუმლო დოკუმენტი კენედის მკვლელობის შესახებ საზოგადოებისთვის ღია გახდება 2028 წელს.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: