ავატარი: სტიქიის მბრძანებელი. წიგნი პირველი 3D

მოკლედ ვიყავი ავატარზე, სურათებს ამჯერად სამწუხაროდ ვერ შემოგთავაზებთ(ტელეფონი მიჯდებოდა) მაგრამ შთაბეჭდილებებს კი ბატონო.

ბილეთების ასაღებად ორი საათით ადრე წავედით, იმიტომ რომ პრემიერის მეორე დღე იყო და ვაი თუ ბილეთები არ იქნებოდა.

ორი მეგობარი წავედით, სამი ბილეთი ავიღეთ(ერთიც უნდა მოსულიყო) და წყლის საძებრად წავედით(რუსთაველში ვიყავი). ჩამოვედით ფურცელაძის ქუჩაზე და ჩავყევით კოლმეურნეობამდე.

მოვძებნეთ წყალი და დავჯექით პარკში.

ველოდეთ, ველოდეთ, ვიბაასეთ და ავედით. მერე მოგვშვივდა ისევ ჩამოვედით და ვჭამეთ და ავედით. მოვიდა მესამე მეგობარი და თან ორი მამიდაშვილი წამოიყვანა. მოკლედ აიღო კიდე 2 ბილეთი და ასვლის დროც მოვიდა.

ავედით, ვიყიდეთ პოპ-კორნი, კოკა-კოლები და აღმოჩნდა რომ მესამე მეგობარს და თავის ორ მამიდაშვილებს ბილეთები არ ჰქონდათ. და…და…და…და…

ვეძებეთ მთელ მეორე სართულზე, გადავიქექეთ ჯიბეები და ა.შ. აღმოჩნდა რომ მაგიდაზე დაეტოვებინათ პირველ სართულზე. ყველაზე საზრიანი მე აღმოვჩნდი და დაცვას ვკითხე და მას უპოვია ბილეთები.

შევედით დავჯექით, რეკლამები, აქეთ-იქით და დაიწყო. საკმაოდ კარგი ადგილები იყო.

მულტფილმისგან განსხვავებით ფილმში ყველა პერსონაჟი გაცილებით უფრო სერიოზულია. მაგ: თვით აანგი, სოკა. არც ერთი არ ხუმრობს და ნამეტანად სერიოზულია.

დანარჩენი ყველაფერი ძალიან მომეწონა.

კარგი ეფექტები(3D-ც და ისეც), აზრი.

მიუხედავად იმისა რომ ფილმის შემქმნელებს მოუწიათ მულტფილმის პირველი სეზონის საათნახევარში ჩატევა და მართო ძირიტადი მომენტების ჩვენება, მაინც ძალიან კარგად გამოუვიდატ და არც შეიქმნა ”გადახტომის” შთაბეჭდილება.

პერსონაჟები კარგადაა შერჩეული. ნუ ბევრს არ მოეწონა მაგრამ მე მომწონს და ეს ჩემი პირადი აზრია.

მახარებს ის რომ იქნება კიდევ 2 ნაწილი(წიგნი მეორე და წიგნი მესამე).

ერთი რამ ვერ გავიგე რატომ გადმოთარგმნეს ”სტიქიის მბრძანებელი”. ქართულადაც და რუსულადაც როცა აშკარად ”ჰაერის მბრძანებელის ნიშნავს’, უკანასკნელ ჰაერის მბრძანებელს.

ბილეთებში 12 ლარი გადავიხადე, მაგრამ ღირდა თუმცა მაინც ძვირია, მაგრამ გირჩევთ ნახოთ. მართლა კარგადააა გადაღებული. და ესეც ჩემი პირადი აზრია.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: