სკოლის პირველი დღე 2010

 დღეს ჩემთვის იყო ამ სასწავლო წლის პირველი დღე. დილით ავედი სკოლაში, მოვინახულე ახალი, ძველი მეგობრები, ჩავიწერე ორი დღის გაკვეთილების ცხრილი რომელიც ასიანი შეიცვლება(ხვალვე), ჩავიწერე წიგნების ავტორები და ვიყიდე კიდეც უკვე, ფიზიკის გარდა რადგანაც რატომღაც დაავიწყდა დამრიგებელს ჩაწერინება ან არ ჰქონდა.

ხალხი ნელ-ნელა იშლებოდა, უმრავლესობა მშობლებს წაყვა უკან, ისინი კი ვინც დავრჩით სკოლის “მარშრუტკას” ველოდებოდით, რომელიც “ეს-ესაა” უნდა გასულიყო, მაგრამ რატომღაც 1 საათით დააგვიანა გასვლა, ეს პირველი დღით და მას თანდართული არაორგანიზებულობით ახსნეს, რატომღაც ჩვენს ქვეყანაში, წესადაა შემოღებული რომ არდადეგების შემდეგ პირველი დღე მაინც უქმეა და ხშირ შემთხვევაში პირველი კვირაც, რაც მე არასწორად მიმაჩნია(კი გასაგებია რომ შეეჩვია არდადეგებსა და დასვენებას, მაგრამ აკლიმატიზაციისათვის 1 კვირა არანაირად არაა საჭირო).

მოკლედ ჩამოვაღწიე სახლამდე(მოგეხსენებათ სკოლა ლისის ტბაზეა), მძღოლს ავუხსენი თუ სად უნდა ჩამომიაროს ხვალ და კიდე 8 თვე დილით და ავედი სახლში. დამრიგებელმა ყველა სახელმძღვანელო ხვალისთვის მოითხოვა, გამოვათრიე მამაჩემი სამსახურიდან(შესვენება ეწყებოდა “კაკ-რაზ”) და დავიძარი ვაგზლისკენ, რათა იქ წიგნები მეყიდა.


რა თქმა უნდა მეტროთი გადავწყვიტე წასვლა, ჩემ წინ გოგოს იმ ქალმა პირადობა მოთხოვა და უკვე ჟეტონის ასაღებად დავიძარი, როცა მკითხა რამდენის ხარო, მეთქი 15-ის და გადიო.

ვიყიდე წიგნები, იმან გამახარა რომ მეათე კლასის ისტორია/გეოგრაფია საკმაოდ მცირეტანიანია ანუ პატარა პროგრამაა, მათემატიკა ისეთივე დიდია, მაგრამ არც ისე მძიმე.

ერთი კარგი სიახლეც დამხვდა სკოლაში, უნარების სწავლას ვიწყებთ და ძალიან გამიხარდა და კიდე ერთ საგანს ვირჩევთ რომელსაც გაძილიერებულად ვისწავლით(ეროვნულებისთვისო, მაგრამ მე და კიდე 5 ჩემნაირს ოლიმპიადისთვის მოგვამზადებენ ალბათ, ჩვენი ნების გარეშე)

მოკლედ ხვალ სკოლაში უკვე ჩანთიანი და წიგნებით დატვირთული მივდივარ.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: