პირველად საქართველოში Facebook Zero მაგთისა და ბალის აბონენტებისთვის.

 
 
პირველად საქართველოში მაგთიკომი მაგთისა და ბალის აბონენტებს საშუალებას აძლევს საკუთარი მობილური აპარატებიდან დაუკავშირდნენ Facebook Zero-ს მობილურ საიტს;
Facebook Zero არის განსაკუთრებით მცირე მოცულობის სწრაფი მობილური ტექსტური საიტი, რომლის ტექსტური კონტენტის დათვალიერება უფასოა და ანაზღაურდება მაგთიკომის მიერ. ნებისმიერი არატექსტური კონტენტი მოცემულია ბმულების სახით. ბმულის გააქტიურების შემდეგ სურათებისა და გარე ბმულების დათვალიერების მსურველებისთვის გადასახადი განისაზღვრება მაგთიკომის სტანდარტული ტარიფის შესაბამისად. საიტის ფასიან სექტორში შეღწევისთანავე აბონენტი მიიღებს ფასიანი ინტერნეტსესიის დაწყების სპეციალურ, გამაფრთხილებელ სიგნალს.

Facebook Zero- ზე შესასვლელი ბმული განთავსებულია მაგთიკომის wap გვერდზე; Facebook Zero- ზე შესვლა შესაძლებელია აგრეთვე თქვენი მობილური ბრაუზერის მისამართების მინდორში 0.facebook.com- ის ჩაწერის მეშვეობით. Facebook Zero- ზე შესაღწევად უნდა გამოიყენოთ თქვენი მობილურის wap კავშირი.

წყარო MagtiCom.ge

მართლაც ხომ მაგარია და ძლივს ოფიციალური სერვისი ჩვენი ოპერატორების მხარდაჭერით. მართლაც რომ მუშაობს, ყველანაირი რეგისტრაციისა და ა.შ. გავლის გარეშე.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: