სულ მივაგდე ბლოგი :(
ოქტომბერი 17, 2010 დატოვე კომენტარი
ძაან მეზარება ბოლო დროს პოსტვა. ამის დაწერაც მეზარება. :ოფფ:
კოტეს ბლოგი ყველაფერზე
ოქტომბერი 17, 2010 დატოვე კომენტარი
ძაან მეზარება ბოლო დროს პოსტვა. ამის დაწერაც მეზარება. :ოფფ:
ოქტომბერი 13, 2010 დატოვე კომენტარი
დღეს არა დღეზე არ მოგიყვებით, არა. ნუ ცოტას.
მოკლედ სამებაში ვიყავი რაღაც მსვლელობაზე. მე და სალომემ ვთქვით რომ ერთად წავიდოდით, მაგრამ მან დააგვიანა, ჩემი კლასელები მოვიდნენ და მოგვიწია ერთად წასვლა.
როგორ მიყვარს სალომე, აი ძალიან. თან ხო ბევრს ლაპარაკობს და მაგარი ასხა ჩემ კლასელ ბიჭებს გზაში. კი იყვნენ ღირსები.
მაგრამ მე სხვა რამე მინდა ვთქვა. სალომეს შეყვარებული არა მაგრამ ბიჭი გაუჩნდა რომელიც მოსწონს, თავის კლასელი.
ყველამ იცით ალბათ ფილმი “ზაფხულის (500) დღე” ხო და ახლა ზაფხულის ის დღეა როცა ცუდად არის ის ბიჭი.
განა რამე, ჩემზე 1 წლით დიდია, არც მე ვუყურებ სხვანაირად, მაგრამ არვიცი. რომ გავიგე კი არა და დავინახე რაღაც ძაან “ნიტო” გრძნობაა გულში, მგონი ვეჭვიანობ, მაგრამ რატომ? – არვიცი.
არც არაფერი იყო ჩვენს შორის, ძალიან მიყვარს როგორც მეგობარი, მაგრამ არ ვიცი. 😦
მოკლედ გატეხილი ვარ. ნეტა სწრაფად გადამიაროს. :წუწუნ:
P.S. დღეს კნუტი ვნახე.
ოქტომბერი 12, 2010 დატოვე კომენტარი
გირჩევთ მოიცადოთ 1 კვირა მაინც სანამ წახვალთ საყიდლად, რადგანაც ძალიან დიდი რიგებია “ალტა”-სა და “ალგორითმი”-ს მაღაზიებსა და მათ გარეთ.
ოქტომბერი 12, 2010 დატოვე კომენტარი
საზიზღარი დღე იყო ყოველმხრივ. არა არც სკოლა არც მარშრუტკა არა.
ვიმეცადინე ჩვეულებრივ, საქმე იმაშია რომ როდესაც ინგლისური დამიმთავრდა წესისამებრ ვაპირებდი სამეცადინოდ დაჯდომას. და შუქი გაითიშა. თანაც მარტო ჩვენი მხარე, ანუ საბურთალოს ქუჩის არა-იპოდრომისეული მხარე, უკვე მეორედ თანაც და 1 საათის წინ მოვიდა და მე ბედკრულს მომიწია ამ შუაღამისას ინგლისურის წერა, სამაგიეროდ უკვე დავამთავრე, ზეგ დასვენებაა.
პროსპერ მერიმეს “მატეო ფალკონე” წავიკითხე გუშინ ძალიან მაგარია, გირჩევთ აი ლინკი:
პროსპერ მერიმე – “მატეო ფალკონე”
რომ შეგძრავს შიგნიდან ისეთია, ვითომ პატარაცაა და ყველაფერიც მაგრამ მაინც ძალიან ძლიერი ნაწარმოებია.
მოკლედ მეზარება მეტის წერა და თან არც არის რამე დასამატებელი.
P.S. გირჩევთ 1 ლარად კომპიუტერის საყიდლად ჯერ არ წახვიდეთ, რამეთუ უზომო რიგებია.
ოქტომბერი 11, 2010 დატოვე კომენტარი
დღეები ამერია უკვე, თან შაბათ-კვირა გამოვტოვე და ვეღარ ვნომრავ, ასე რომ თარიღებს დავაწერ აწი ან უბრალოდ დღიურობანას.
დღეს პირველად დავრჩი ქართულის დამატებით გაკვეთილებზე.
მასწავლებელი კაცია, ძაან მაგარი კაცი.
და ძაან ჭკვიანი. უკვე გვაწერინა რაღაცეები და წასაკითხიც მოგვცა.
პროსპერ მერიმეს “მატეო ფალკონე”.
სამეცადინე ბევრი მქონდა და თან სახლში 6-ის ნახევარზე მოვედი, 5-ზე მთავრდება დამატებითი. მთელი 2 საათნახევარი ვმეცადინეობთ მაგარია. ჯგუფში სულ 10-ნი ვართ. სამი ბიჭი და გოგოები მგონი :დ.
ამ წუთას დავამთავრე მეცადინეობა და ახლა დავალებულის კითხვას ვიწყებ, თან გრამატიკაც გავიმეორე და ფიზიკაში ვისწავლე რაღაც ჯანდაბა.. როგორ არ მევასება როცა ვერ ვიგებ რაღაცას.
დღეს მეტი არაფერი მომხდარა, ვნახოთ ხვალ რა იქნება.
P.S. ხუთშაბათს დასვენებაა.
ოქტომბერი 10, 2010 5 Comments
გამარჯობა.
თუ მოგეპოვებათ Adobe Photoshop CS5-ის კრეკი. ისეთი რომელიც ვინდოუსს 7-ზე იმუშავებს და მეორე შესვლაზე ახალ კოდს არ მომთხოვს.
წინასწარ დიდი მადლობა.
ოქტომბერი 9, 2010 დატოვე კომენტარი
ბლოგროლზე არეული ტექსტი და თვითონ ბლოგზე ჩანს ჩვეულებრივად.
გავრცელდა ხმები რომ ოლიმპიადები უკვე ამ თვის ბოლოს იქნება და როგორც ჩანს ეს სიმართლეა რადგანაც მეგობარი ვეკუაში სწავლოს, ბევრი სწავლობს იქ მარა ამან მითხრა სკოლაში განრიგი გამოაკრესო. აი ისიც:
ოქტომბერი 9, 2010 3 Comments
ალბათ ყველამ გაიგეთ ახალი აქციის შესახებ რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წამოიწყო. ეს პროგრამა მიზნად ისახავს პერსონალური კომპიუტერი ხელმისაწვდომი გახდეს ყველა ადამიანსთვის.
პროგრამა “კომპიუტერი 1 ლარად” აქტიური არის “ალტასა” და “ალგორითმში”.
დღეს ვიყავი “ალტაში”და მეთქი ამ ლარიანი ლეპტოპის მონაცემები ამომიბეჭდეთ მეთქი და ორშაბათიდან იწყება ჯერ არაფერი ვიცითო, მივედი “ალგორითმში” სადაც ყველაფრის შესახებ იცოდნენ და მომახსენეს კიდევაც ლეპტოპების შესახებ.
აქვე წარმოგიდგენთ ამ პროგრამაში მონაწილე ლეპტოპების სიას მონაცემებითურთ:
ლეპტოპის სამი ვარიანტი არსებობს:
1) GIGABYTE
Q1580L Intel® Celeron® Dual Core
T3100 1.9GHz Processor
1GB DDR2 1mb Cache 800MHz Memory (1x 1GB – 2 Slots), 250GB 5400RPM 2.5″ SATA HDD,
8x DVD Super Multi Writer
15.4″ Glare Type 1280×800 Gloss Widescreen
0.3 Megapixel Webcam
Intel® GL40 Express Mobile Chipset
Intel GMA X4500M Graphics
Integrated Gigabit LAN
Wireless LAN 802.11 b/g/n @ 300Mbps
2 Year Global Warranty With Fetch And Repair
3x USB 2.0 (1x USB/eSATA Combo)
1x Headphone Jack,
1x Microphone Jack ,
1x D-Sub VGA, 1x HDMI
1x RJ-45 Ethernet
3-In-1 Reader
T3100 ანოლოგიურია ზემოთ ხსენებულისა. ვიზუალურადაც ჰგავს.
2) Asus 10 inch Netbook Intel® Atom® N270
1.6 GHZ
1GB RAM
160 GB Hard-Drive
Wi-Fi
Web-Cam
დაახლოებით ასეთია, იმიტომ რომ ესენია Asus-ის ყველაზე გავრცელებული და მგონი ერთადერთი ნეტბუკები.
3) Fujitsu-Siemens მონაცემები ზუსტად არ მახსოვს მაგრამ 2GB ოპერატიულია აქვს, 320GB-იანი ვინჩესტერი და არაინტეგრირებული ვიდეოკარტა. სავარაუდოდ აქვს ვებ-კამერა. სურათებს ვერ ვდებ იმიტომ რომ არ მახსოვს რომელი მოდელია.
ისე GIGABYTE Q1580L-ს გირჩევთ. მე მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ.
ალგორითმი
მისამართი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. №21 ტელეფონი: +995 32 985085; 920978 მისამართი: თბილისი, პეკინის ქ. №24ა მისამართი: თბილისი, ფალიაშვილის ქ. №66
|
|||||||||||||||||||||||||||