დღიურობანა. დღე მესამე.

უკვე მესამე დღეა ვწერ ამ დღიურებს, თავიდან მეგონა რომ ენთუზიაზმი მალევე ჩაივლიდა და დავანებებდი თავს, მაგრამ რაც უფრო მეტი დღე გადის და მეტს ვწერ რა თქმა უნდა მენანება ამ დღეების ნაწერი და ვწერ. ჯერ დიდი არაფერი მარა მაინც….

ხვალ ისტორიისა და ქართულის მონიტორინგებია. და არც საკითხები ვიცით არც არაფერი. მატემატიკის წერით 2 კვირაა გვაშინებენ მაგრამ არც არაფერი… პარალელურმა წერა უკვე მარა რავიცი…

სკოლაში საინტერესო მეტი არაფერი მოხდა.

მათემატიკის მასწმა მათემატიკის ოლიმპიადაში ჩამწერა, არ მინდა მეთქი, მე რა უნდა ვქნა მეთქი მარა არა გადიო.

მოკლედ ჩამწერა, კიდე ინგლისურის მასწს ვუთხარი ჩამწერეთ-თქო. ბიოლოგიაში ვარ ჩაწერილი და ქართულში უეჭველი გამიშვებენ იმიტომ რომ გაძლიერებულად ამას ვსწავლობ.

შეიძლება მოსაწყენია საკითხავად, მაგრამ ეს ჩემი დღიურია, ბლოკნოტში ხელით წერა მეზარება და აქ ადვილი და სწრაფია.

მარშრუტკაში მაგარი ჭედვა იყო საღამოს სადღაც 6 კაცი გადმოსვეს ჩვენთან ისეთი ამბავი იყო რო რავიცი. ერთხელ ვიდეოს გადავიღებ და დავდებ.

სამეცადინო იყო-ბევრი. ძაან.

ქართულში აბოს წამების უკვე მესამე თავი, საზეპიროებიანად ხვალისთვის.და კიდე საკითხების ნაცვლად მონიტორინგზე ორი თემა: “გმირი და ანტიგმირი”(“შუშანიკის წამების” მიხედვით) და “გმირი და ანტიგმირი დღეს”.

ძაან სისულელე. რა უნდა ვწერო არ ვიცი. პირველ თემას კიდევ არაუშავს მაგრამ მეორე. :ტვინისბურღ:

კარგა ხანს ვიმეცადინე. ხო ცოტა დამრთგუნველი პოსტი კი გამოვიდა ისე, მარა არაუშავს ეს ხომ ჩემი დღიურია

P.S. თუ შეცდომები მაქ წერაში ბოდიში აღარ მცალია გადასაკითხად, არა მცალია უბრალოდ მეზარება.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

One Response to დღიურობანა. დღე მესამე.

  1. Anonymous says:

    ra sayvareli xar :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: