the tech I can’t live without…

ერთი ტექნოლოგია, რომლის გარეშეც ვერ ვცხოვრობ, ნუ ვერ ვცხოვრობ რა, ახლა არ ვკვდები მაგის გარეშე, მაგრამ ის ცხოვრებას უფრო ბედნიერს  მიხდის. ის ჩემი iPod-ია.

მხოლოდ იმიტომ არ მიყვარს, რომ მუსიკას ვუსმენ, პირიქით მუსიკის მოსასმენად ყველაზე ნაკლებ დროს ვხარჯავ ალბათ.

ჩემი სიძულვილის სიყვარულის 9 მიზეზი:

  1. თავისთავად ვუსმენ მუსიკას.
  2. ვუყურებ კინოებს და ა.შ.
  3. ვთამაშობ.
  4. ვხატავ.
  5. ვუკრავ გიტარაზე და სხვა ინსტრუმენტებზე.
  6. ნებისმიერ ადგილას მაქვს წვდომა ინტერნეტისადმი.
  7. naec.ge-ს ვამოწმებ სხვისი შეწუხების გარეშე. 😀 თვითონ არ იციან მგონი როდის იქნება პასუხები, თვის ბოლოსო, მაქსიმუმ თებერვლის დასაწყისშიო.
  8. ვიწერ Note-ებს.
  9. facebook

3 ყველაზე სასაცილო ადამიანი

რამდენიმე დღის წინანდელი თემა კია, Daily Post-ის მოცემული, მაგრამ არაუშავს ახლა დავწერ, იმიტომ რომ სკოლის დღეებში დრო საერთოდ არ არის და ორშაბათიდან უფრო ნაკლებიც მექნება.

ესე იგი, ჩემი აზრით 3 ყველაზე სასაცილო ადამიანია:

... Mama says that, alligators are onry cause they got all them teeth, but no toothbrush ... From The Waterboy

1. Adam Sandler

ძალიან მაგარი მსახიობი, ბოლოს მისი ეს ორი კინო მაქ ნანახი და ძალიან მომეწონა, მაგის სიცილის ხმა ასწორებს (ნუ თუ ნათარგმნს არ უყურებ 😀 )

1. Funny People

2. Grown Ups

და კიდე  The Waterboy ასწორებს.

2. Rob Schneider

ეს მსახიობი პირველად Big Stan-ში ვნახე და მაგრად მომეწონა, შემდეგ You don’t mess with Zohan და ბოლოს უკვე მეორედ ხსენებულ  Grown Ups-ში.

3. Russell Brand

ყველა ფილმში რაც კი მინახავს თამაშობს ან დებილს ან უფრო დებილს ან ნარკომანს(Get Him to the Greek).

მას უფრო მეტად კომედი კლაბის ამერიკული ანალოგიდან, კი არა და კომედი კლაბი არის ამერიკულის ანალოგი. მოკლედ იქიდან ვიცნობ.

მაგრად ღადაობს ხოლმე და ფილმებში მერე მყავს ნანახი.

 

facebook არ გაუტეხავთ!

მას შემდეგ რაც დაახლოებით 10 ადამიანმა მკითხა გატეხეს თუ არა facebook  და ბლოგზეც ამის ძებნით საკმაოდ რაოდენობის ადამიანი შემოვიდა, მინდა სახალხოდ და ყველას გასაგონად განვაცხადო შემდეგი:

  1. facebook არ გაუტეხავთ.

  2. მარკ ცუკერბერგისთვის პირადი facebook-ის გვერდი არ გაუტეხავთ.

  3. კი ყველა ანგარიში უსაფრთხოდაა.

მანდატურები მოდიან… :/

ისინი მოდიან... :/

რამდენიმე დღის წინ გამოაცხადეს, რომ კერძო სკოლებშიც შევლენ მანდატურები.

არადა ხომ გვყავდა ორი დისციპლინის ოფიცერი მანდატურების ნაცვლად + დაცვა და რა უნდოდათ?

ორშაბათიდან შემოდიან. :/

ხალხი ისეთ რაღაცეებს ყვება მანდატურებზე…

უკვე არ მინდა ორშაბათი. გარეთ ვერ გაისეირნებ ნორმალურად. სპორტის ნაცვლად შესასვლელში ვეღარ დაჯდები.

მასწავლებელები ისე იმუქრებიან მანდატურებით… :/

ორშაბათს უეჭველი ცუდ ხასიათზე ვიქნები :/

მართლა ძალიან საშინლები არიან?

შონ პარკერი ამბობს, რომ “სოციალური ქსელი” ფანტაზიაა

გადაახვიეთ 5:20-ზე. პარკერი ამბობს, რომ მას მოეწონა ფილმი, მაგრამ აღნიშნავს, რომ მისი პერსონაჟი არის “გამოგონილი”. განსაკუთრებით კი ის სცენა არ მოეწონა სადაც ის ედუარდო სავერინს დაცვის თანხლებით აძევებს ოფისიდან.

“The part of the movie that frustrated me is actually the scene at the end where the character played by Justin Timberlake — who happens to have my name — basically writes a check to Eduardo – who I’m also, I consider Eduardo a friend of mine, and I’m one of the few people at Facebook who still interacts with Eduardo – and throws it in his face and has security escort him out of the building. And I mean, that’s just rude. This guy in the movie is a morally reprehensible human being.”

“ფილმის იმ ნაწილმა გამაოცა, როდესაც ბოლოში, პერსონაჟი, რომელსაც ჯასტინ ტიმბერლეიკი თამაშობს – რომელიც ჩემ სახელს ატარებს – ჩეკს წერს ედუარდოს – ანუ მე ის ადამიანი ვარ. მე ედუარდოს ჩემ მეგობრად ვთვლი და მე ერთერთი ვერ იმ რამდენიმე ადამიანიდან facebook-ში ვისაც დღესაც აქვს ურთიერთობა ედუარდოსთან. მე ვთვლი, რომ ეს უხეშობაა.”

არც მე მინდა უხეშად გამომივიდეს, მაგრამ იმაზე არ უთქვამს მართალი არა არისო, რომ არასრულწლოვან გოგოებთან კოკაინს ყნოსავდა.

უბრალოდ ფაქტი, რომელიც გამოთქვა ერთ-ერთმა მკითხველმა Mashable-ზე.

არანაირი პირადი აზრი.

რუსთავი 2-ის არაპროფესიონალიზმი და მოტყუებული მაყურებელი

როგორც ჩემი ერთ-ერთი წინა პოსტიდან შეგეძლოთ შეგეტყოთ მარკ ცუკერბერგის ოფიციალური fan page გატეხეს. ამას mashable-იც წერს.

თუმცა დღეს “დილის კურიერში” და ბაგრატიონ-დავითაშვილის ჩართვაშიც, ასევე მორბენალ სტრიქონშიც რამდენიმეჯერ იქნა ნახსენები, რომ მარკ ცუკერბერგს facebook-ის პირადი გვერდი გაუტეხეს, არადა ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

მარკისთვის “რაღაც-რაღაც” ჩანაწერები არ გაუტეხავთ, უბრალოდ ერთი Wall Post დაუტოვეს, რომელიც ზემოთნახსენებ პოსტში შეგიძლიათ იხილოთ.

ეს კი ბაგრატიონ-დავითაშვილის ჩართვა, რომელშიც ის ამბობს, რომ მარკს პირადი გვერდი გაუტეხეს:

ლინკი ჩართვაზე[myvideo.ge]

რუსთავი 2-ის შეცდომაში პირადად შეგიძლიათ დარწყმუნდეთ.

მარკის facebook fan page-ის პროფილის სურათი და მარკის პირადი გვერდის სურათი განსხვავებულია.

facebook fan page. გატეხილ გვერდზე ჰაკერის მიერ განთავსებული პოსტი. დააკვირდით სურათს.

ხოლო ჩართვაში აჩვენებ მარკის პირად გვერდს, რომელზედაც სურათი როგორც ხედავთ განსხვავებულია და არის ეს:

მარკის პირადი გვერდის პროფილის სურათი

არ ვიცი საიდან მოიტანა რუსთავი 2-მა რომ მარკს პირადი გვერდი გაუტეხეს O.o

მარკის პირადი გვერდი

მე, ჯადოსნური ჯოხით ხელში…

დღეს დამესიზმრა, რომ ვიყავი ჰოგვორთსში, პროფესორ მაკგონაგალს მივყვებოდი, აი ხიდი რომ არის ხო იცით დაღუნული სკოლაში? იქ. ბნელოდა და ლუმოს მაქსიმას გავიძახოდი სულ. პროფესორმა მითხრა გინდა კოღოებმა დაგვკბინონო და ამიტომაც ყველა ერთად ჩავაქრე, მერე ავანთე, მერე ისევ ჩავაქრე და ავანთე.

პროფესორმა ის გამომხედა მივხვდი, ჯობდა ისევ ჩამექრო.

მივედით. ჰერმიონი იყო, მალფოი, მე და პროფესორი. მალფოის რაღაცის აღება უნდოდა, მე მინდოდა ხელი შემეშალა. გადავაგდე. რაღაც მრგვალი იყო. მისწვდა.

ლუმოს მაქსიმა.

გაანათა, მაგრამ მალფოი მაინც მიდიოდა იმ რაღაცასთან.

ინკანტემ.

ის რაღაცა ჰაერში ავიდა.

აკციო.

ის ჩემს ხელთაა.

ჰერმიონამ მკითხა: “დაამუღამე ხო აკციო? ოღონდ ასსიო უნდა თქვა”

მეთქი კაი.

ამაზე დასრულდა ჩემი ჯადოქრობა, იმ მომენტში ძალიან ბედნიერი ვიყავი.

იმედია ამაღამაც ასეთი რამ დამესიზმრება.

უსაქმური შოთიკო… ანუ ვეფხისტყაოსნის შექმნის

რვეულით ხელში

რვეულით ხელში

მე-12 საუკუნის კიდევ ერთი, მშვენიერი, უსაქმური დილა გათენდა. შოთიკოს ისევ საქმე არ ჰქონდა ამიტომაც თავის ტახტზე იჯდა და მეჭურჭლეთუხუცესობდა. დაითვლიდა განძეულს, მერე თავიდან დაითვლიდა. დაითვლიდა მონეტებს, შემდეგ ყელსაბამებს, შემდეგ გვირგვინებს და ასე განაგრძობდა საათიდან საათამდე, მანამ სანამ მას მეფე არ მოუხმობდა და არ დაავალებდა რაიმე ჭურჭლის მოტანას ან მის თავიდან გადათვლას.

შოთა ყველა ბრძანებას პირნათლად ასრულებდა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ერთგული მსახური იყო, არა მას ფარულად უყვარდა თავისი მეფე, მაგრამ ვერ ამხელდა თავის გრძნობებს, ის ხომ მხოლოდ მეჭურჭლეთუხუცესი იყო და წელი ხომ მხოლოდ 1100-რომელიღაცა იყო. ასე რომ მას მხოლოდ ის შეეძლო შორიდან ეჭვრიტა თავისი მზისათვის.

შოთა ფიქრობდა იმაზე თუ რა ექნა, როგორ მიეხვედრებინა მეფისთვის, რომ მას ის უყვარდა.

ერთ სხვა უსაქმურ დილას მის ტახტზე სრულიად შემთხვევით რამდენიმე პერგამენტი, საწერი ბუმბული და ცოტაოდენი მელანი აღმოჩნდა.

იგი კინაღამ ზედ დააჯდა მას, მაგრამ დროულად შეამჩნია და დროულადვე შეაჩერა ტახტზე დაშვების პროცესი.

მთელი ეს საკანცელარიო ნივთები კი ტახტის იმ ადგილას შემოდო, ხელებს სადაც ვდებთ ხოლმე.

და წერა დაიწყო.

დაწერა.

გადაშალა.

კიდე დაწერა.

და კიდე გადაშალა.

შემდეგ პერგამენტი გაუთავდა, ახლის მოტანა დაეზარა და წაუძინა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ხვალ რვეულით მოვიდოდა, რომელიც 1600 სტროფს დაიტევდა.

მეორე დილას, გადაითვალა რა ყველაფერი და შეასრულა რა ყველა ბრძანება წერას შეუდგა.

დაიწყო წერა.

დიდხანს წერდა.

გაწერა პერსონაჟები და ა.შ.

ვინ თქვა რომ საქართველოში ჰომოსექსუალიზმი არ ყოფილა ან არ იქნება? როგორ არ იყო?

რაც ვეფხისტყაოსანში “ვაჟკაცები” ტირიან… იმდენს იმავე ვეფხისტყაოსანში ქალები არ ტირიან… აქეთ აწყნარებენ კაცებს… ამშვიდებენ… ცრემლებს უმშრალებენ… თითქოს ტირილი მათ ჰობბია.

ისინი თავისუფალ დროს ტირიან… ტირიან მარტო… მეგობრებთან… ახალ გაცნობილ თავისნაირ ვაჟკაცებთან…

სულ ტირიან…

დღეს კლასიდან გამაგდეს მე და კიდე ერთი ვეფხისტყაოსანზე ღადაობაზე… 😀

არ მინდა მე ვეფხისტყაოსნის სწავლა… თან ზეპირად… ეროვნულებზე შინაარსი ბარდება და…

მოკლედ ყელში ამომივიდა…

მარკ ცუკერბერგის facebook fan page გატეხეს

როგორც ჩანს მარკ ცუკერბერგის facebook fan page ჰაკერებმა გატეხეს, ჰაკერი მის გვერდზე პოსტებს წერდა იმის შესახებ, რომ facebook გადაქცეულიყო სოციალური ბიზნესის კომპანიად.

ეს პოსტი მარკ ცუკერბერგის გვერდიდან სწრაფად წაშალეს, ისევე როგორც თვითონ გვერდი, მაგრამ არც ისე სწრაფად, რომ ეს შეტყობინება შეუმჩნეველი ყოფილიყო. ამ პოსტმა დააგროვა 1800 like და ასობით კომენტარი.

პოსტი:

“Let the hacking begin: If facebook needs money, instead of going to the banks, why doesn’t Facebook let its users invest in Facebook in a social way? Why not transform Facebook into a ‘social business’ the way Nobel Prize winner Muhammad Yunus described it? [LINK] What do you think? #hackercup2011″

“დაე ჰაკერობა დაიწყოს: თუ facebook-ს ფული სჭირდება, ბანკში წასვლის ნაცვლად, რატომ არ მისცეს თავის მომხმარებლებს საშუალება რომ ინვესტიცია გააკეთონ კომპანიაში, facebook გახდეს “სოციალური ბიზნესი”, ისეთი როგორიც ის ნობელის პრემიის ლაურეატმა მუჰამედ იუნუსმა აღწერა? [ლინკი] რას ფიქრობთ? #hackercup2011″

facebook-ს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ თუ facebook-ის PR-ჯგუფს არ შეუძლია ცუკერბერგის გვერდი დაიცვას გატეხვისგან, მაშინ ვის შეუძლია?

facebook-ისგან პასუხი მალეა მოსალოდნელი და ამავე პოსტს დაემატება.

[mashable]

იდეალური კვირა

This post is inspired by Dailypost.wordpress.com

იდეალური კვირა?

როდესაც გვიან გაიღვიძებ… მაშინ როდესაც მოგინდება…

ადგები… აუჩქარებლად გააკეთებ შენ საქმეებს… დღეს სახლში გაატარებ…

საღამოს სადმე მეგობრებთან…

ორშაბათს არსად არ ხარ წასასვლელი… არც ადრე არ ხარ ასადგომი… ასე რომ შეგიძლია მეგობრებთან შედარებით გვიანობამდე იყო… შემდეგ სახლში მოხვიდე… დაისვენო… ტელევიზორს უყურო… facebook-ზე შეიხედო… Top Gear-ს უყურო ბოლოსდაბოლოს…

მთავარი ისაა რომ ორშაბათს არსად არ ხარ წასასვლელი, ყოველშემთხვევაში ადრე ასადგომი არ ხარ.

%d bloggers like this: