ლაპარაკი, SMS თუ კომუნიკაციის სხვა მეთოდი

დღესდღეობით ტექნიკური პროგრესის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ვეკონტაქტოთ ერთმანეთს ძალიან დიდ მანძილებზეც კი, თანაც უფასოდ და ძალიან, ძალიან სწრაფად. ეს ხდება SMS-ის, facebook-ის ან უბრალოდ ტელეფონის საშუალებით. ჩვენ ასევე ვაგზავნით წერილებს, მაგრამ მათ ვატანთ არა მტრედებს ან ბუებს არამედ ინტერნეტს, რომლის საშუალებითაც ის მომენტალურად აღწევს ადრესატს, თუმცა ჩვენ არც თუ ისე ხშირად ვწერთ ელექტრონულ წერილებს, რადგანაც ვთვლით რომ ისინი ძალიან ნელია და თან მოუხერხებელი, ამიტომაც ვიყენებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსა(მტშ) და მომენტალურ მესენჯერებს(ინსთანთ მესენჯერებს (IM)).

მე ძალიან მიყვარს სოციალური ქსელები, კერძოდ facebook-ი, მართლა ძალიან მიყვარს, მაგრამ შემიმჩნევია ერთი რამ. ინტერნეტით საუბარი არ არის თბილი, რადგანაც ერთი კომპიუტერიდან მეორემდე იკარგება მთქმელის ემოცია, თანაც მაშინ როდესაც ერთ-ერთი არ არის სმაილების აქტიური მომხმარებელი. ხშირად მიფიქრია იმაზე რომ ადამიანი რომელსაც ველაპარაკები არ არის კარგ ხასიათზე, გაბრაზებული ან ნაწყენია ჩემზე რადგანაც ჩატი არის ძალიან მშრალი, მიუხედავად იმისა რომ მე ძალიან მიყვარს ის და როდესაც ამბობენ რომ არ უყვართ facebook-ით ლაპარაკი, ყოველთვის ვეწინააღმდეგები, რადგანაც ეს მართლაც კარგი სოციალური ქსელია, არ არის ზედმეტად გადატვირთული და ა.შ. მაგრამ ის კარგავს ემოციას ლაპარაკში.

მე, პირადად, მირჩევნია ცოცხლად ლაპარაკი, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზის გამო რომ მასში არ იკარგება ემოცია, ამის ალტერნატივად შეიძლება წარმოვისახოთ სკაიპი ან გუგლი, რომლებიც გვთავაზობენ უფასო ვიდეო-ზარებს.

მე, ასევე ძალიან მიყვარს SMS-ები. ჩემ ტელეფონში ინახება 3000-ზე მეტი შემოსული და კიდევ უფრო მეტი გაგზავნილი მოკლე ტექსტური და მულტიმედიური შეტყობინება.

მოკლედ მიყვარს ტექნიკა მაგრამ ვერ ველევი ცოცხალ საუბარს და რომელი გირჩევნია შენ?

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

One Response to ლაპარაკი, SMS თუ კომუნიკაციის სხვა მეთოდი

  1. michelle says:

    Thank you.
    I added your site to my favorites.

    my site: wikilog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: