რატომ გადმოვბარგდი wordpress-ზე

 

WordPress-ზე ახალბედა ვარ, მანამდე სულ blogger-ზე ვიყავი, რადგანაც ის ძალიან მარტივია, ძალიან ინტუიციურია და ძალიან მოსახერხებელი, ვორდპრესი კი ცოტა არ იყოს საჩხლაფორთოა. სანამ ვიჯეტები ვიპოვე გადავქექე ყველაფერი.

 

სანამ ბლოგერზე ვიყავი საერთოდ არ შემოდიოდა მკითხველი, მიუხედავად იმისა რომ ბლოგი დაინდექსებული იყო გუგლის მიერ(მთლიანად).

 

არჩევნის წინაშე მდგარი მე

 

 

ბევრ მეგობარს აქვს ბლოგი ვორდპრესზე, მაგრამ ადრე ვცადე, მეძნელა, არ მომეწონა და დავანებე თავი. ეს შეიძლება განპირობებულია იმით, რომ აქ ცოტა ვიჯეტია, თემები ერთმანეთისგან განსხვავებულია ფუნქციებით და ა.შ., ბლოგერზე კი ყველა თემას ერთნაირად არედაქტირებ და ადვილად სვავ HTML კოდს, რაც აქ ვერ ვიპოვე.

 

მაგრამ მოუხედავად ვორდპრესის ჩახლართულობისა, ბლოგი უკვე ჩანს გუგლში, არადა გუშინ დავარეგისტრირე, რაც ძალიან მახარებს. დღეს 31 ადამიანი შემოვიდა რაც კარგია, ძალიან კარგი.

მოკლედ გული მიგრძნობს ვორდპრესზე დიდი ხნით შევჩერდები.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

15 Responses to რატომ გადმოვბარგდი wordpress-ზე

  1. tamaRa says:

    ძალიან სწორად მოქცეულხარ🙂
    ვორდპრესში ჩემნაირი ჩლუნგი კომპიუტერშიკიც კი გაერკვა და მიკვირს, რომ წუწუნებენ, რთულიაო… ბლოგერზეც მქონდა სატესტო ბლოგი და არააა!🙂
    ვორდპრესი იმითაცაა კარგი, რომ შიდა ძრავიდან შეიძლება გადასვლა და ახალი ბლოგების გაცნობა… დიზაინის საკითხში კი ვართ შეზღუდულები, მაგრამ რაღაცის მოხერხება შეიძლება; თანაც სხვა იმდენი პლიუსი აქვს, რომ დიზაინზე წუწუნი სირცხვილიცაა…

    • Kon Mu says:

      მე თავიდანვე ბლოგერს რომ ვიყავი შეჩვეული მაგიტო, მაგრამ ყელში ამოვიდა :დ კი არ ღირს დიზაინზე წუწუნი თან უკვე გუგლში ჩანს და ეგ მიხარია ყველაზე ძალიან და სხვა ბლოგების ნახვა შიგა ძრავიდან. მოკლედ უკეთესია.

  2. knuti says:

    დამიჯერე, ვორდპრესი ბევრად სჯობს ბლოგსპოტს🙂

    • Kon Mu says:

      მჯერა კი არა და მე თვითონაც ვგრძობ უკვე ამას. თუნდაც იმიტომ რომ უფრო მეტი ადამიანი ნახულობს ბლოგს. ფბ-ს ვიჯეტი როგორ დავამატო?😛

    • Kon Mu says:

      ის მევასება, სტატისტიკაში Humanize რომ არის, ციფრებზე რომ გეუბნება რაღაცეებს

      • Kon Mu says:

        კი მარა აქ სად ჩავსვა ეგ კოდი :დ

      • tamaRa says:

        ვიჯეტებში text მოძებნე, ჩააკოპირე ის კოდი და აასკუპე საიდბარზე🙂

      • Kon Mu says:

        ლინკად გარდაქმნის ჩემ კოდს და მერე ლინკად ჩანს საიდბარში და რო ვაკლიკებ მერე ანახებს ლაიქ ბოქსს. wtf? O.o

  3. Megzuri says:

    eg ,,text” widgetis gadaitanet mausis dacherit saidbarshi , mere chasvit is kodi da aucileblad miecit SAVE.wesit unda ushvelos:)

  4. Pingback: მე და ჩემი ბლოგი (ერთმანეთისთვის) « Kon Mu's blog

  5. Pingback: 8 რამ, რაც არ იცით ჩემს შესახებ « Kon Mu's blog

  6. Pingback: Google – სოციალური წარუმატებლობა | Kon Mu's blog

  7. Pingback: ვორდპრესის 8 წელიწადი | Kon Mu's blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: