CES ანუ ერთი ბილეთი ლას-ვეგასამდე

CES (Consumer Electronics Show)(სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა) 1967 წლიდან იმართება ლას-ვეგასში, ლეს-ვეგასის კონვენციის ცენტრში, იანვრის თვეში. ამ გამოფენაზე პირველად იყო წარმოდგენილი Blu-ray Disc-ები, სამსუნგის 102 დიუმიანი ეკრანი, პანასონიკის 150 დიუმიანი ეკრანი, Xbox, HDTV, კომპაქტური დისკი, ტეტრისი და სხვა მრავალი. და სწორედ ამ გამოფენაზე ბილ გეითსის კომპიუტერმა პრეზენტაციის დროს აჩვენა “სიკვდილის ცისფერი ეკრანი” , ალბათ ყოველი თქვენთაგანის კომპიუტერს ერთხელ მაინც უჩვენებია ეს:

მოკლედ რომ ვთქვათ ამ გამოფენაზე ხდება იმ ელექტრონიკის წარმოდგენა, რომელიც სულ მალე შემოვა გაყიდვაში.

წელს ეს გამოფენა იმართება 6-9 იანვარს, ისევ და ისევ ლას-ვეგასში. ამბობენ რომ მაიკროსოფტი სწორედ წელს წარადგენს ვინდოუს 8-ის პირველად.

ამ გამოფენაზე თავისი ნაწარმი ჩამოაქვთ ისეთ კომპანიებს როგოებიცაა ინტელი, სონი, ტოშიბა, ჩემი საყვარელი ეფლი(Apple) და სხვა.

მაგალითად ერთ-ერთმა კომპანიამ წარადგინა ასეთი პროგრამა iPhone-ებისა და iPod Touch-ებისთვის. USB პორტით უერთებ წნევის საზომში რო ხელზე შემოსახვევია იმას, რთავ პროგრამას და იზომავ წნევას.

ასევე წარმოდგენილი იქნა ეკრანი, რომელიც ქმნის 3D გამოსახულებას სპეციალური სათვალის გარეშე, ის უბრალოდ “თვალს ადევნებს” თქვენს თვალებს და შესაბამისი რაკურსით გიჩვენებთ სურათს.

იმედია ერთხელ მაინც მოვხვდები ამ გამოფენაზე, ამისათვის კი მხოლოდ 1 ბილეთი მჭირდება ლას-ვეგასამდე და ფული სასტუმროსთვის და ვიზა.

CES 2011 ოფიციალური საიტი

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: