თითქმის დავამთავრე…

უკვე 1 კვირაა წამებით ვკითხულობ “ტრფობა წამებულს”(ვასილ ბარნოვისას), რომელიც მოგვითხრობს აშოტ კურაპალატზე. მის წარმატებაზე საერო საქმეებში, ბრძოლებში და წარუმატებლობაზე პირად ცხოვრებაში. მას ცოლად მოაყვანინეს ის ვინც არ უყვარდა, რადგანაც ასე უფრო მოსახერხებელი იქნებოდა სახელმწიფოსთვის. მას არ ჰქონდა პირადი ცხოვრება და იპოვა შუქია, თანამებრძოლის ცოლი და თავისი საყვარელი გახადა, მას შემდეგ რაც ეს თანამებრძოლი გარდაიცვალა, რადგანაც დაიჭრა მაშინ როდესაც მეფეს გადაურჩინა სიცოცხლე.

ამით თავის ცოლს შეურცხყოფა მიაყენა და ახლა გრიგოლ ხანძთელი და ფებრონია ცდილობენ სიტუაციის გამოსწორებას.

აი ეს არის მოკლე შინაარსი 65 თავისა, რომლებსაც 5 დღეა ვკითხულობ და კიდევ 15 თავი დამრჩა.

თითქოს რაღაცა მაგარი წიგნია, არადა მაგრა არ დამევასა. თავიდანვე.

ეროტიული ფანტაზიებითაა გადატენილი[პირდაპირი მნიშვნელობით].

ერთადერთი რაც მომეწონა არის ეს:

– როგორ შეიძლება მართლმორწყმუნე ერმა მხარი არ დაუჭიროს ბიზანტიას და მიემხროს ვინმე უსჯულოს? – ერთერთი ხუცესი.

– სხვა სჯულს, არა უსჯულოს. – აშოტ კურალაპატი.

ახლა ვაპირებ კიდევ 5 თავი წავიკითხო მანამ სანამ 8 საათზე Top Gear დაიწყება დისქავერიზე, მაგრამ დღეს მგონი ძველი სერია იქნება.

წავედი მე წასაკითხად.

P.S. “ტრფობა წამებულის” კითხვისას თავი მტკივდება ხოლმე.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: