სკოლა :/

სკოლა მეწყება. 17-ში. კი ახლა ორშაბათს. კი ვიცი რომ სკოლა 20-ში იწყება და ის კვირაც არავინ ივლიდა, მაგრამ მე 17-ში მეწყება. იმედია ზაფხულში 2 დღით ადრე დავამთავრებთ ან აღდგომისას 2 დღეს მოგვიმატებენ.

არ მინდა სკოლა. ყოველდღე მარშრტუკაში ჯანჯგალი, თანაც დღესი ორჯერ. მერე საშინაო დავალებები.:/

ინგლისურიც დამეწყბება სამშაბათიდან. ეს კარგია, ერთადერთი რამ რისი დაწყებაც არ მაფიქრებს გაძლებაზე.

ახლა კიდევ ოლიმპიადის პასუხებს უნდა ელოდო 1-2 კვირა. დაძაბული უნდა იყო და naec.ge-ზე შედიოდე დღეში ორჯერ. მერე რომ ვერ გადახვიდე, ყველას რიგრიგობით უნდა უპასუხო კითხვაზე რომელშიც გაოცების 50%-ია, სარკაზმის 45% და ცნობისმოყვარეობის მხოლოდ 5%. ყველას ცალ-ცალკე უნდა უთხრა, რომ ვერ გახვედი და როდესაც გკითხავენ რატომ უნდა უპასუხო არ ვიცი ან დაშვებული შეცდომები დაუსახელო.:/

კიდევ იმიტომ არ მინდა სკოლა, რომ ზოგიერთების უკბილო ხუმრობები და დებილური ღადაოდები დაიწყება, ცხვირებზე, ყურებზე, თავებზე და ა.შ. თან ერთმანეთს “ეღადავებიან”, ბოლო დონეზე ჩხუბობენ მაგრამ მაინც ძმაკაცები არიან.

გაერთიანებული ღადაობების თემა, მერე რა რომ ბარაკ ობამას კარიკატურაა.

ისევ დაიწყება გაკვეთილები, ფიზიკა და ქიმია.:/ საშინელება ერთი სიტყვით.

მეც მეგონა რომ 20-ში მეწყებოდა სკოლა, მაგრამ დირექტორსაც ელაპარაკა მეგობრის დედა და facebook-ზე დაწერეს სკოლის გვერდზე, რომ 17-ში ყველას გველოდებიან.:/

როგორ მეზარება.

ისევ თავიდან დაიწყება ნიშნებისთვის “ბრძოლა”.

არაფერი აღარ მახსოვს ფიზიკის და მათემატიკის, მგონი.

დღეს “ტრფობა წამებულის” კითხვა დავასრულე ძლივს. დავჯექი და ერთიანად წავიკითხე დარჩენილი ათი თავი.

1 კვირა ვკითხულობდი და ბოლოს რომ მოკვდა კურაპალატი “გამიტყდასპონტში”. მეთქი თბილისს აიღებს ბოლოს მაგრამ ჩემი ფეხები… ნუ პრინციპში არც ეგ. მაგას და მაგის საყვარელ სატრფოსაც სიკვდილი ერგო ორივეს, ფეხებიც კი არ ერგოთ.:/

ხვალ წასასვლელი ვარ:/ იქ სადაც არ მინდოდა წავსულიყავი და არ უნდა წავსულიყავი, მაგრამ…:/

ცუდ ხასიათზე ვარ მოკლედ.

ორშაბათს სკოლაში წავალ, მაგრამ ალბათ უჩანთოდ, იმედია არავინ იქნება და გამოვბრუნდები უკან.

არავინ მოხვიდეთ ორშაბათს. ხმალა მოდის და მე და არავინ მოხვიდეთ და 1 კვირაც გავიგრძელოთ რა არდადეგები.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: