დღეს მაღაზიაში ანუ ქართული სერვისი

ყოველთვის მინდოდა “ქართულ” სერვისზე დამეწერა პოსტი, მაგრამ ან მეზარებოდა ხოლმე ან ვწყვეტდი აღარ დამეწერა, მაგრამ დღეს ერთ-ერთი მაღაზიის ვიზიტის შემდეგ სურვილი გამიჩნდა დამეწერა.

თუ ვიტყვით, რომ საქართველოში კარგი სერვისი არ არსებობს არ ვიქნებით მართლები, იმიტომ რომ გააჩნია ადგილს რომელსაც ეწვევი.  არის კარგი მაღაზიები, რესტორნები და სხვა თავშეყრის ადგილები, სადაც შეგიძლია მიიღო კარგი მომსახურება, მაგრამ როგორც წესი ეს არის ფართო ქსელები (მაგ: გუდვილი), რომლებშიც ყოველდღე არ დადიხარ.

მაგალითად USA2Georgia-ში კარგი სერვისია, გესალმებიან, გიღიმიან და გემშვიდობებიან, მაკდონალდსშიც და სხვა.

მაგრამ ჩვეულებრივ მაღაზიებში, აი ყველა სახლთან როა იმათში, ძალიან ცუდი სერვისია. დღეს შევედი ერთ-ერთ მაღაზიაში სადაც თითქმის არ შევდივარ ხოლმე ანუ არც მიცნობენ და შესაბამისად მექცევიან ისე როგორც ნებისმიერ მყიდველს.

თავიდან 5 წუთი მალოდინეს, რადგანაც დისტრუბუტორი იყო მოსული. კარგი ეს არაფერი. 3-ჯერ ვიკითხე ვინმე არის-თქო, პასუხი მხოლოდ მესამე ცდაზე მივიღე.

მინდოდა მარილი, ჩემამდა რიგში კიდევ ორი ქალბატონი იდგა ასე რომ კიდევ მომიწია მოცდა.

– თქვენ რა გნებავთ? – მკითხა გამყიდველმა, საკმაოდ ნერვებაშლილმა.

– მარილი.

– რომელი?

– და რომელი გაქვთ?

– და რომელი გინდა?

– არ ვიცი, მაჩვენეთ რომლები გაქვთ.

ამას მოყვა ასეთი სახე დაახლოებით(ზუსტი ფოტო ვერ ვნახე):

მაჩვენა ორი ყუთში, მე კიდე ის ბერძნული მინდოდა, ლურჯ და წითელ პარკებში როა, პატარები.

– არა ეს არა, აი პარკებში რომ გაქვთ ის.

ამას კიდევ ერთი ზემოთნაჩვენები სახე მოყვა.

მომცა ყვითელ პარკში.

– არა აი ლურჯ და წითელ პარკებშია რომმა ბერძნული ის მინდა.

კიდევ ერთი ასეთივე სახე.

მომცა.

პარკში ჩამიდო.

მაგრამ ვიფიქრე 2 ცალს ავიღებ-თქო და უკვე მორიდებითა და კიდევ ერთი გამოხედვის შიშით  ვუთხარი:

– კიდევ ერთი მომეცით რა.

გამოხედვა არ მოყოლია. Yay!

მერე ავიღე 3 ბოთლი მინერალური წყალი და ორი ბოთლი ჩადო ერთ პარკში(სხვა გამყიდველმა) და მესამის ჩადებაც უნდა.

– გაუძლებს?

– კი. მეორე პარკშიც ჩაგიდებ.

–  და ერთი ცალკე პარკში რომ ჩადოთ?

– ჩაგიდებ მეორე პარკში.

– არა, ერთი ცალკე რომ ჩამიდოთ.

რატომ აქვთ არანორმალური სურვილი ყველაფერი ერთ პარკში ჩაგიტენონ, მაგრამ შემდეგ მეორეში ჩაგიდონ. ძლივს მივახვედრე რაც მინდოდა, რომ ერთი ბოთლი ცალკე ჩაედო.

 

 

კი მე მესმის რომ ის გამყიდველიც ადამიანია, რომ მასაც აქვს პირადი ცხოვრება, განცდები, ემოციები, რომ ისიც იღლება მთელი დღის განმავლობაში მაღაზიაში ყოფნით(მე რომ ვიყავი 2 საათი იყო მაქსიმუმ), ხალხთან ურთიერთობით, მაგრამ სწორედ ამაშია ამ პროფესიის უარყოფითი მხარე, სწორედ ამიტომ ვერ მუშაობს ყველა ამ მიმართულებით.

გამყიდველად/კონსულტანტად მუშაობას მაგარი ნერვები უნდა ან თუნდაც უნარი არ გამოამჟღავნო შენი ემოციები, შენში შეინახო, რადგანაც ამით გამყიდველი/კონსულტანტი “აფრთხობს” მყიდველს. როდესაც მე ერთხელ ასეთ მომსახურებას მივიღებ, მეორეჯერ შეიძლება აღარ მომინდეს იმ მაღაზიაში შესვლა და პროდუქციის იქ ყიდვა, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გამყიდველი/კონსულტანტი არ არის მეგობრული, ნუ თუ სხვა მაღაზია არ არის, ძალაუნებურად შეხვალ იმ არასასურველში.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

One Response to დღეს მაღაზიაში ანუ ქართული სერვისი

  1. Pingback: ქართული სერვისი 2[პოზიტივი] « Kon Mu's blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: