სკოლაში ნასწავლი და გამოუსადეგარი

არ გიფიქრიათ იმაზე რომ სკოლაში ბევრ რამეს გვასწავლიან, რაც ცხოვრებაში არ გამოგვადგება. მე არ ვლაპარაკობ ელემენტარულ მათემეტიკასა და ფიზიკაზე, იმაზე რომ “რაზეტკაში” თითები არ უნდა შეყო. არა. მაგრამ რატომ ისწავლება ყველა საგანი ასე სიღრმისეულად? კარგი ისევ არ მივიღოთ ყურადღებაში ფიზიკა და სხვა საბუნებისმეტყველო საგნები.

ბოლოსდაბოლოს ცხოვრებაში ხომ არ გამომადგება ესენი:

1. შუშანიკის წამება.

2. ტრფობა წამებული.

3. აბოს წამება

და სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები. კი შეიძლება ისწავლებოდეს მათი შინაარსი, მაგრამ არ ზეპირად.

მე ხომ ისინი ეროვნული გამოცდების იქით აღარასოდეს დამჭირდება ცხოვრებაში.

არ ჯობს ვისწავლო შინაარსი (თუნდაც ვრცელი) და არ მეზიზღებოდეს ეს ნაწარმოებები.

4. ვეფხისტყაოსანი

დიდის ამბით რომ გვათარმგმნინებენ, ესეც ხომ მხოლოდ ეროვნულებზე დამჭირდება და საატესტატოზე. კიდევ სად გამომადგება? სამსახურში ნამდვილად არავინ მკითხავს რომელიმე ტაეპს ან სტროფს ზეპირად, წვალებით რომ გვასწავლიან ახლა.

არ ჯობს ვისწავლო შინაარსი?

ვეფხისტყაოსანი ვაჟკაცობას გვასწავლის? მაშინ რატომ ბღავიან ყოველ მეორე ნაბიჯზე?

ოჰჰ… თავისუფალი დრო მაქ, მოდი ჩამოვჯდები და ვიტირებ…:/

ნერვები მეშლება უბრალოდ, ყელში მაქ უკვე ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი და ვეფხისტყაოსანი კი მთლიანად უნდა ვისწავლოთ… ხო მერე რა სულ რაღაც 1600 სტროფია.. წლის ბოლომდე ბოლომდეც გავალთ…:/

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

2 Responses to სკოლაში ნასწავლი და გამოუსადეგარი

  1. al-asad says:

    პირველ რიგში გონებას ავარჯიშებს, მეორეც საერთოდ ჰაგიოგრაფიული ჟანრის ნაწარმოებები რწმენას ამყარებს ადამიანებში და „ვეფხისტყაოსნის“ შინაარსი მაინც რომ არ იცოდე სირცხვილია, უბრალოდ სირცხვილი.

    • konspace says:

      პირველში ალბათ მართალი ხარ მაგრამ რაც შეეხება რწმენის გამყარებას ამაზე ცალკე პოსტის დაწერას ვაპირებდი. პროგრამა ზედმეტად რელიგიურია და თუ რწმენის გამყარებაზეა ორიენტირებული მაშინ იქნებ არის ათეისტი მოსწავლე რომელსაც საერთოდ არ სწამს არაფრის.

      მასწავლონ ვეფხისტყაოსნის შინაარსი, არ მექნება პრეტენზია მაგრამ ზეპირად ნუ მთხოვენ თავებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: