სკოლა საბოლოოდ დაიწყო :/

დღეს საბოლოოდ დაიწყო სკოლა..:/ აღარ ჭრის, რომ პირველი კვირაა, პირველი დღეა, პირველი გაკვეთილია.

მეორე სემესტრია… უფრო კარგად უნდა ვისწავლოთ და ყველა მასწავლებელმა თქვა პროექტები უნდა გააკეთოთო, თან ისე კი არა ფორმატზე და გალამაზებით, არამედ როგორც რეფერატი ან საკურსი. თაბახის ფურცლებზე, 7-8 გვერდი.:/ თემა ჩვენი ასარჩევია.

ინგლისურის პროექტს facebook-ზე გავაკეთებ თუ ჩემი ასარჩევი იქნება, გეოგრაფიისას არ ვიცი. ვიპოვი რამე საკურსოს რუსულად და გადმოვტარგმნი :ევილ:

დღეს ყველამ მოგვცა დავალება… აბსოლუტურად.

ქართული როგორც ყოველთვის გამორჩეულია. ვეფხისტყაოსნის ნახევარი თავი :ყეს: და 5 სტროფი, არა 3 მაგრამ 1-2 თქვენ ნებითო, თორე მაღალი ნიშანი არაო.

თუ სასწავლო და მოსაცემიო მოგვცეს ის ორიც თვითონ რა…:/

ნერვები მეშლება…

სკოლაზე და ვეფხისტყაოსანზეც. რატომ ვსწავლობთ ზეპირად… რად მინდა? არც გამომადგება ეროვნულების იქით… სისულელეა.

ჰომოფობიაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ იმდროინდელი “ვაჟკაცები” ნამეტანად ბევრს არ ტირიან?

ქალები თავისთვის არიან… მშრალი თვალებით… აქეთ აწყნარებენ “ვაჟკაცებს”… ისინი კიდე ერთმანეთს კოცნიან.. ეხუტებიან და ტირიან… ზიან ხელგადახვეულები და ტირიან…

რატომ?

ადრე სხვა გრძნობები იყო… კინო არ იყო და წიგნები…. ყველაფერი გულიდან მოდიოდა.

მაგარი ახსნაა არა? ქართულის მასწავლებელს ეკუთვნის.

მოკლედ წავედი მე Top Gear-ის საყურებლად.

:ოფფ:

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: