უსაქმური შოთიკო… ანუ ვეფხისტყაოსნის შექმნის

რვეულით ხელში

რვეულით ხელში

მე-12 საუკუნის კიდევ ერთი, მშვენიერი, უსაქმური დილა გათენდა. შოთიკოს ისევ საქმე არ ჰქონდა ამიტომაც თავის ტახტზე იჯდა და მეჭურჭლეთუხუცესობდა. დაითვლიდა განძეულს, მერე თავიდან დაითვლიდა. დაითვლიდა მონეტებს, შემდეგ ყელსაბამებს, შემდეგ გვირგვინებს და ასე განაგრძობდა საათიდან საათამდე, მანამ სანამ მას მეფე არ მოუხმობდა და არ დაავალებდა რაიმე ჭურჭლის მოტანას ან მის თავიდან გადათვლას.

შოთა ყველა ბრძანებას პირნათლად ასრულებდა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ერთგული მსახური იყო, არა მას ფარულად უყვარდა თავისი მეფე, მაგრამ ვერ ამხელდა თავის გრძნობებს, ის ხომ მხოლოდ მეჭურჭლეთუხუცესი იყო და წელი ხომ მხოლოდ 1100-რომელიღაცა იყო. ასე რომ მას მხოლოდ ის შეეძლო შორიდან ეჭვრიტა თავისი მზისათვის.

შოთა ფიქრობდა იმაზე თუ რა ექნა, როგორ მიეხვედრებინა მეფისთვის, რომ მას ის უყვარდა.

ერთ სხვა უსაქმურ დილას მის ტახტზე სრულიად შემთხვევით რამდენიმე პერგამენტი, საწერი ბუმბული და ცოტაოდენი მელანი აღმოჩნდა.

იგი კინაღამ ზედ დააჯდა მას, მაგრამ დროულად შეამჩნია და დროულადვე შეაჩერა ტახტზე დაშვების პროცესი.

მთელი ეს საკანცელარიო ნივთები კი ტახტის იმ ადგილას შემოდო, ხელებს სადაც ვდებთ ხოლმე.

და წერა დაიწყო.

დაწერა.

გადაშალა.

კიდე დაწერა.

და კიდე გადაშალა.

შემდეგ პერგამენტი გაუთავდა, ახლის მოტანა დაეზარა და წაუძინა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ხვალ რვეულით მოვიდოდა, რომელიც 1600 სტროფს დაიტევდა.

მეორე დილას, გადაითვალა რა ყველაფერი და შეასრულა რა ყველა ბრძანება წერას შეუდგა.

დაიწყო წერა.

დიდხანს წერდა.

გაწერა პერსონაჟები და ა.შ.

ვინ თქვა რომ საქართველოში ჰომოსექსუალიზმი არ ყოფილა ან არ იქნება? როგორ არ იყო?

რაც ვეფხისტყაოსანში “ვაჟკაცები” ტირიან… იმდენს იმავე ვეფხისტყაოსანში ქალები არ ტირიან… აქეთ აწყნარებენ კაცებს… ამშვიდებენ… ცრემლებს უმშრალებენ… თითქოს ტირილი მათ ჰობბია.

ისინი თავისუფალ დროს ტირიან… ტირიან მარტო… მეგობრებთან… ახალ გაცნობილ თავისნაირ ვაჟკაცებთან…

სულ ტირიან…

დღეს კლასიდან გამაგდეს მე და კიდე ერთი ვეფხისტყაოსანზე ღადაობაზე…😀

არ მინდა მე ვეფხისტყაოსნის სწავლა… თან ზეპირად… ეროვნულებზე შინაარსი ბარდება და…

მოკლედ ყელში ამომივიდა…

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

6 Responses to უსაქმური შოთიკო… ანუ ვეფხისტყაოსნის შექმნის

  1. anjapa says:

    არც მე ვაფრენ ,,ვეფხისტყაოსანზე”, მაგრამ ვერც უსაქმურობას დავწამებ ,,შოთიკოს”! იმ დროს კაცების ტირილი და ქალების სიძლიერე ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ეს დაგავიწყდა. მიჯნურობაც უფრო ამაღლებული გრძნობა იყო!……….
    …მოკლედ, ,,მე (მაინც)მშვენივრად მესმის თქვენი!”😀

    • Kon Mu says:

      გამძაფრებულ გრძნობაზე იგივე მომახსენდა მასწავლებელმა. რავი მაინც არ მევასება😀

  2. anjapa says:

    ყველა მასწავლებელი ერთნაირი ყოფილა!😀

  3. Pingback: ვსწავლობთ Java-ს +დღეს « Kon Mu's blog

  4. sop says:

    usaqmuri “shotikoa” tu shen? gadashale murgulia da waikitxe ras nishnavs vajkacis cremlebi,tu dzebnit tavi moikali da pasuxi versaidan ver miige

    • konspace says:

      რავი იმდენად უსაქმური არ ვარ, რომ 1600 სტროფიანი პოემა დავწერო.
      პოსტი ძალიან ძალიან ნერვებმოშლილი ადამიანის მიერაა დაწერილი, რომელსაც ყელში ჰყავს რუსთაველი.

      P.S. ყველაფერი ზემოთხსენებული, მათ შორის პოსტიც ჩემი სუბიექტური აზრებია🙂 ^^

      წელი დამთავრდა და რაღა მურღულია? :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: