ნახვამდის share ღილაკო…

like 1:0 share

თავიდან, სულ-სულ თავიდან არსებობდა მხოლოდ ერთი სოციალური ღილაკი, ეს მაშინ იყო როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა საიტები, რომლებზეც ვალაიქებდით. ის იყო მძიმე, ხსნიდა ახალ ფანჯარას, მაგრამ მისი დახმარებით გაზიარებულს მეგობრები ხედავდნენ, მაგრამ 1 წლის წინ ცვლილებები დაიწყო, მას უმცროსი ძმა like ღილაკი გამოუჩნდა, რომელსაც თავიდან სერიოზულად არავინ უყურებდა, მაგრამ შემდეგ შეიქმნა საიტები, რომლებზეც ყველანაირ სისულელეებს ვალაიქებდით, მაგრამ უფროსი ძმა მაინც არ თმობდა თავის პოზიციებს, ის ცდილობდა დაებრუნებინა ერთადერთი შვილისთვის კუთვნილი ყურადღება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. უმცროსი ძმა იზრდებოდა და დღეს გაუსწრო კიდევაც თავის ძმას. უფროსი სახლიდან გააგდეს, შეიძლება ითქვას. უმცროსმა უფროსის სამსახური შეითავსა, ახლა დალაიქებული News Feed-შიც ჩანს, თანაც სრულად, არა უბრალოდ დასახელება, არამედ სურათიც, თითქოს ვაშეარებთ და არა ვალაიქებთ.

მალე ბლოგიდანაც მოვხსნი share ღილაკს…

ნახვამდის…

მოგვწონს თუ სხვას ვუზიარებთ? 😛

Advertisements

facecontrol-ი იმედზე. ???

არც ვიცოდი ასეთი გადაცემა თუ არსებობდა, მანამ სანამ კლასში ერთმა არ თქვა რომ ძალიან მაგარი სისულელეა. მთელი დღე არც მახსოვდა ამის შესახებ, თუმცა ჩავიწერე რომ მინდოდა მენახა.

საღამოს კომპიუტერს რომ მივუახლოვდი გამახსენდა და მაივიდეოზე ჩავრთე წინა დღის იმედი. ღამის 12-ის ნახევარზე გადის მგონი ოთხშაბათობით.

დასაწყისი ეგრევე არ მომეწონა. დასაწყისში ვგულისხმობ იმას როდესაც წამყვანები გამოჩდნენ, თორემ სულ-სულ დასაწყისი კარგია, იდეა არის კარგი. ფეისბუქია გახსნილი და სხვადასხვა სტატუსებად, კომენტარებად წერენ არხს, დროს და ა.შ. იმედია დასაწყისის იდეა “იმედისაა” და არა რომელიმე ამერიკული გადაცემის…

თვითონ გადაცემის ფორმატი საშინელია. ორი “წამყვანი” ზის პატარა სტუდიაში, მუხლებზე უდევთ ლეპტოპები, მიშტერებულნი არიან ეკრანს და რაღაცებს ლაპარაკობენ. არაფერს არ აკეთებენ, იდეაზეც კი არ ფიქრობენ. არა. ხალხი რომელსაც იდეები აწუხებს თვითონ სწერს იდეებს მათ ფეისბუქის გვერდზე, ისინი კი შემდეგ ამ იდეებს ახორციელებენ. ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო მათი გვერდი პოსტის დაწერის წუთისთვის 17 ათასმა ადამიანმა მოიწონა და ამ 17 ათასმა ადამიანმა, ინტერნეტში ფართოდ მოდებული ფრაზები, გულებიანი და პრიკოლებიანი სურათები და სასაცილო ვიდეოები დაპოსტა. იქვე სთავაზობენ ვინ მოიწვიონ სტუმრად და ა.შ.

თითქოს ყველაფერი კარგადაა, ხალხის აზრს ითვალისწინებენ, მაგრამ თვითონ არაფერს აკეთებენ.

დასაწყისი, რომელიც მომეწონა და სადაც ფეისბუქზე “ხტუნაობა” მიდის მაკზე არის გადაღებული თავად კი რაღაც სქელი და ძველი ლეპტოპები აქვთ მუხლებზე დადებული . რაღაც შეუსაბამობაა.

თან არ მიყვარს ეს გადაცემები ფეისბუქზე რომ არის და მის მომხმარებლებზე. რამდენიმე თვის წინ “დღის შოუშიც” იყო ამაზე საუბარი და გული ამერია.

მოკლედ არ მომწონს და შენ მოგწონს?

დღეს და ეს კვირა.

დღეს

დადგა პარასკევი და თავისუფალი დროც გამოჩნდა, გინდა დასასვენებლად გინდა აქ შემოსასვლელად. რამდენიმე დღეა არაფერი დამიწერია, დღეს კი შემიძლია როგორც ყოველთვის გვიან დავწვე, მაგრამ ხვალ რვის ნახევარზე ადგომა არ მომიწევს და საკაიფოდ გამოვიძინებ.

ბოლო დროს ძილის ნაკლებობა მაწუხებს, ყოველდღე ჩემ თავს ვეუბნები, რომ ადრე დავწვები, მაგრამ ეს მხოლოდ შეუსრულებელ დაპირებად რჩება. დღეს სამოქალაქოზე იყო პირობის დადებაზე და შემდეგ მის შესრულებაზე საუბარი და მაშინვე ეს გამახსენდა, მაგრამ მე ხომ არ მიყვარს შეპირება, მხოლოდ ჩემ თავს ვპირდები რაღაცებს. უკვე 1 კვირაა ვგეგმავ დირექტორთან ასვლას და საიტთან და ფეისბუქი გვერდთან დაკავშირების რჩევების მიცემას, მაგრამ მავიწყდება. დღესაც დამავიწყდა. თუმცა დღეს ადრე დაწოლას არ ვაპირებ, ძალიანაც არ გავწელავ.

დღეს მათემატიკაზეც დავრჩი და Call of Duty: Zombies-ც ვითამაშე ქსელში ძმაკაცთან. მაგრად გაასწორა, უბრალოდ მხოლოდ პარასკევობით ვახერხებთ თამაშს, კლასელები აი-პოდებისადმი დამოკიდებულების გამო.

მარშრუტკაში (პატარების) კიდევ ერთხელ მომიშალეს ნერვები. მე-3 და მე-4 კლასელები რამ გააუზრდელა და უფრო პატარებიც, ისე ხმამაღლა ყვიროდნენ ისეთ ცუდ სიტყვებს რო…

სამეცადინე მარტო ინგლისურიღა დამრჩა.

კვირა

 

სიახლეებით დატვირთული კვირა იყო, მაგრამ ეს ალბათ მხოლოდ ჩემთვის. ახალი მაკბუკები გამოვიდა (Pro). ახლა ისინი უფრო სწრაფები, მსუბუქები და მაგრები არიან. როგორც ყოველთვის.

2 მარტს iPad 2 გამოდის, უკვე ოფიციალურია, Apple-მა მოსაწვევებიც კი გააგზავნა, რომლებიც ასე გამოიყურება:

Apple ისევ თავის სტიქიაშია და ცდილობს ყველაფერი დაამთხვიოს ერთმანეთს. 2 მარტი. მეორე აი-პედი.

ცუდი ისაა, რომ რაც არ უნდა ახალი მაკი ან რამე აი-ნივთი იყიდო, დაახლოებით ერთ წელიწადში ან ოდნავ მეტში კიდევ ახალი გამოვა, ახალი შესაძლებლობებით, რომელიც შენ ძველ მოდელს არ ექნება და რა თქმა უნდა მოგინდება უფრო ახალი იყიდო, რომელიც 12-14 თვეში დაძველდება და მას კიდევ უფრო ახალი მოდელი ჩაენაცვლება.

მალე ახალი აი-პოდ თაჩები და აი-ფონებიც გამოვა და მეოთხე თაობაც წარსულს ჩაბარდება, ამას მოყვება iOS 5-იც. Apple არასოდეს არ წყვეტს ახალი მოდელების გამოშვებას. :/

 

ამ კვირაში თითქოს მანდატურები უნდა მოსულიყვნენ, მაგრამ არ მოსულან.

ხუთშაბათს დამატებითი ქართული გაგვიცდა. დაგვადეს და მასწავლებელების მარშრუტკით მოგვიწია წამოსვლა. გარეთ რომ გავედით ყველა წასული იყო და ძალიან მაგარი სიჩუმე იდგა. არ ისმოდა არც მანქანების და არც ბავშვების. თან პატარების მარშრუტკაში წამოსვლასაც გადავრჩი, ნაკლები ვიმეცადინე და დავისვენე.

მეტი არაფერი.

 

:ოფფ:

 

მაგთის საჩუქარი ერთგულებს :/

რამდენიმე კვირაა რაც მაგთიმ წამოიწყო ახალი აქცია: “საჩუქრები ერთგულ მომხმარებლებს” ანუ იმათ ვინც წლების განმავლობაში არის მაგთის აბონენტი. ყოველი თვის დასაწყისში თუ ბოლოში დამერიცხებოდა წინა თვეში დახარჯული თანხის გარკვეული პროცენტი. გუშინ დამერიცხა 1 წუთი და 36 წამი, ისიც მაგთი/ბალი/ფიქსთან სასაუბროდ. 1 წუთი და 36 წამი. რამდენ პროცენტს რიცხავენ? 😀 თვეში 20 ლარზე ნაკლებს არასოდეს ვხარჯავ და…

კიდევ ერთი მიზეზი რატომაც გადავედი ჯეოსელზე ^_^

გადავედი… 2 კვირაში მანდ ვიქნები

ალბათ ბოლო დღეების განმავლობაში ბევრნი ფიქრობდით ნომრის პორტაციაზე და სწორსაც აკეთებდით თუ მაგთი გაქვს, იმიტომ რომ ნამუსი მას ნამუსი არ აქვს.

დღეს გადავედი ლაი-ლაი-ზე. ჯეოსელის ოფისში რომ მივედი რიგში 182 ვიყავი მგონი :დ მაგრამ სწრაფად წავიდა რიგი და მალე ჩემი ჯერიც მოვიდა. თუმცა რიგი ერთმა თურქმა (მაგარი კაცი იყო) და ვიღაც ბიჭმა და გოგომ შეაფერხეს კაი ხნით.

ნომრის პორტაციას დაახლოებით 10-15 წუთი უნდა. სანამ შეავსებ განაცხადს, მოაწერ ხელს, ოპერატორი ჩაწერს რაღაცეებს და ა.შ. ზუსტად 2 კვირაში ანუ 7 მარტს, საღამოს 8 საათზე ჩამერთვება ჯეოსელი. ერთი სული მაქვს.

სიმ-ბარათს ახალი ოპერატორი მოგცემს, თავისას. მე მეგონა, რომ მაგთის ბარათი დამრჩებოდა, ასევე კონტრაქტი და პორტაციის შესახებ განაცხადი თუ ამონაბეჭდი. ყველაფერი ეს კი ამაში დევს (სურათი ქვემოთაა).

დღეს კიდე გამოცდების ცენტრში ვიყავი ოლიმპიადის აპელაციაზე და ქართულში იგივე ქულა დამიტოვეს. 1 დამაკლდა. :/ მარა დაკიდებული მაქ უკვე.

ვითამაშოთ Snake YouTube-ზე

YouTube როგორც ვიცით Google-ის საკუთრებაა, ამ უკანასკნელს კი როგორც ვიცით უყვარს დაფარული მაგრამ საინტერესო და სახალისო ფუნქციების დამატება თავისი პროდუქტებისთვის.

საქმე იმაშია, რომ შეგვიძლია YouTube-ზე ვიდეოს ყურებისას ვითამაშოთ სნეიქი.

ამისათვის საჭიროა გავაკეთოთ შემდეგი:

  1. შევიდეთ YouTube-ზე 😀
  2. დავაკლიკოთ Browse-ზე და ავირჩიოთ Recent ნებისმიერი კატეგორიიდან.
  3. როდესაც ვიდეო ჩაირთვება ერთდროულად დააჭირეთ მარცხენა და ზედა ისარს და ეკრანზე გამოჩნდება გველი (სნეიქი) და საჭმელი რომელიც უნდა გადაყლაპოთ. თუ პირველ ცდაზე არ გამოვიდა კიდევ სცადეთ, მეორეზე ან მესამეზე უეჭველი ჩნდება.

აქვე გთავაზობთ პირველ ვიდეოს რომელიც ამ საიტზე დაიდო. ის ასახავს საიტის შემქმნელს ჯავედს ზოოპარკში. ვიდეო გადარებულია იაკოვ ლაპიტსკის მიერ. 😀

რამდენად სუფთაა შენი პროფილი?

სახელი: Socioclean

 

მოკლე აღწერა: სოციოქლინი “ათვალიერებს” თქვენი ფეისბუქის პროფილის სურათებს, ჯგუფებს, პოსტებს და გაფრთხილებთ თუ ისინი შეიცავენ რაიმე არასასურველ, შეურაცხმყოფელ ტექსტს და სხვა.

გენიალური იდეა: Harris Interactive-ს კვლევამ (2009 წელს) რომელიც ჩატარებული იქნა CareerBuilder.com-თვის დაადგინა, რომ დამქირავებლების 45% იყენებს სოციალ ქსელებს, რათა დაათვალიეროს პოტენციური თანამშრომელი. გამოკითხულ დამქირავებელთა 35%-მა უარი თქვა კანდიდატზე იმის გამო რაც მათ იპოვეს სოციალურ ქსელებში.

ეს საიტი შეიქმნა იმისთვის, რომ სამუშაოს მძებნელებმა წინასწარ “დაასუფთავონ” თავისი პროფილები. მანამ სანამ მათ დამქირავებლები ნახავდნენ. შედეგი არის სოციოქლინი რომელის ასკანირებს თქვენს პროფილს და ეძებს 5000 სიტყვას, რომელიც უკავშირდება რასიზმს, ალკოჰოლს, ნარკოტიკებს და შეურაცხყოფას.

მას შემდეგ რაც მომხმარებელი სოციოქლინის აპლიკაციას უფლებას მისცემს აპლიკაციამ დაათვალიეროს მათი ინფორმაცია (ჯერ-ჯერობით არის მხოლოდ ფეისბუქის მხარდაჭერა, სხვა სოციალური ქსელები მალე გახდება მხარდაჭერილი ^^) ის მიიღებს ცხრილს, რომელშიც იქნება არასასურველი ინფორმაციის ჩამონათვალი. ყოველ ელემენტს ახლავს ლინკი რათა მარტივად შეძლოთ მისი წაშლა.

მე, როგორც ნეიტრალურ ადამიანს, საკმაოდ ბევრი არასასურველი სიტყვა ამომიგდო (hell, shit, f*ck, sexy და ა.შ.). აპლიკაციას არ რჩება არცერთი სტატუსი, ფოტო თუ ჯგუფი რომელსაც თქვენ შეუერთდით, თუნდაც რამდენიმე წლის წინ.

მომსახურება ჯერ-ჯერობით უფასოა.


weekend

რაღაცნაირად სწრაფად გავიდა ეს კვირა და სანატრელი პარასკევიც დადგა. თუმცა პარასკევს სკოლაში 5 საათამდე დავრჩი, მათემატიკაზე, იმის იმედით რომ მათემატიკამდე ქსელში ვითამაშებდი ჰოთ ფურსუითს მაგრამ ჩემმა აი-პოდმა გაჭედა ძველი OS-ის გამო და ვერ ვითამაშე. თუმცა მათემატიკაზე კარგად გავერთე, ბოლო 1 წლის განმავლობაში პირველად გამისწორდა მათემატიკის გაკვეთილი.

მათემატიკაც ჩავათავე, უკვე მარშრუტკაში ვიჯექი, ყველა პატარაც ადგილზე იყო, მაგრამ მაინც არ მივდიოდით. ელოდებოდნენ უფროსის წასვლას, რათა “აკრძალული” გზით წავსულიყავით. იქ “ოღრო-ჩოღრო” გზა არის და უსწორდებათ, მაგრამ საბედნიეროდ ჩვეულებრივით წავედით. ერთ ბავშვს მშობელი არ დახვდა და სანამ აიყვანეს სახლში 5 წუთი გავიდა, მერე ძრავა ჩაგვიქრა. როგორც იქნა სალხს მოვაღწიე, ინგლისურის მასწავლებელი უკვე მოსული იყო, მაგრამ ჩემი და შევიდა და… მერე შუქი გათიშეს და ჩართეს :/ მერე ვიმეცადინე, მერე ინგლისური, მერე სერიანახევარი Top Gear, facebook-ი კიდევ, კიდევ და კიდევ ფეისბუქი. ღამის 12-ის ნახევარზე გამოვრთე კომპიუტერი, მაგრამ ამით ფეისბუქი არ დამთავრდა. როდის დავიძინე არ მახსოვს, მაგრამ დღეს პირველის ნახევარზე ავდექი.

გელა ბაბლუანის 13-ის ამერიკულ ვერსიას ვუყურე და მომეწონა. ფრანგულ ვერსიაზე უკეთესია, თუნდაც იმიტომ რომ ფერადია და მსახიობებიც აშკარად უკეთესაც თამაშობენ, უბრალოდ დასასრული არ მომეწონა, ისევე როგორც სეზონის, ჩემ თავს შევატყვე, რომ ჰეფი-ენდების მოყვარული ვარ.

სამეცადინო თითქოს არ მქონდა ბევრი ქართული და ინგლისური, მაგრამ მაინც 4 საათს მოვუნდი ყველაფრის დამთავრებას, მაგრამ მთელი საღამო და ხვალინდელი დღე მაქ თავისუფალი. ხვალ სახლში ვრჩები :სუნ: მარტო გერმანულზე და უკან.

კვირასთან ერთად დასვენების დღეებიც სწრაფად გარბის, ნეტა ეს უკანასკნელები იწელებოდეს, მაგრამ მაინც მიხარია. თებერვალი დამთავრდება მალე და მარტში კიდევ ბევრი დასვენებაა, მერე აპრილი და მაისი ❤ იმედია გამოვა რამე.

დღის ბოლომდე ალბათ ისევ აქ დავრჩები ან ტელევიზორს ვუყურებ ან Top Gear-ს.

მოკლედ ჰეფი უიქენდ!

დღევანდელი მდგომარეობა

ნომრის პორტირება

დაახლოებით 2-3 თვეა რაც ახალ ამბებში ნომრის პორტაციაზე ალაპარაკდნენ, ანუ აბონენტს შეუძლია გადავიდეს ერთი ქსელიდან მეორეზე ინდექსისა და ნომრის გამოცვლის გარეშე.

სამშაბათს ეს “კანონი” ძალაში შევიდა. თავიდან თქვეს, რომ პორტაცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ ჯეოსელსა და მაგთის შორის, რადგანაც ბილაინს ბაზრის 15% არ უჭირავს, მაგრამ ბილაინზეც შეგიძლიათ გადახვიდეთ. ბილაინმა პირველი პორტირებული აბონენტი დააჯილდოვა კიდევ სამახსოვრო საჩუქრებით.

ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად წაგებული მაგთი დარჩა მგონი, მას საკმაოდ დიდი ხანია რაც აქვს “შიდა” პორტაცია ანუ მაგთიდან ბალზე ან ბანზე შეგეძლოთ გადასვლა. როდესაც გახარებულმა დავწერე, რომ მაგთის “ერხეოდა” ერთმა მეგობარმა დაწერა, რომ ბალზე გადავაო უმრავლესობა, მაგრამ მე ვთვლი, რომ ვისაც უნდოდა ბალზე უკვე გადავიდა და ახლა ყველა ჯეოსელზე ან ბილაინზე გადავა.

რაც მობილური მაქ სულ მაგთის მომხმარებელი ვარ და “ერთგულ აბონენტთა სიაშიც” შევდივარ, რისთვისაც ყოველთვე ბონუს წუთებს დამირიცხავენ. მაგთისთან, ბალთან, ბანთან და მაგთი ფიქსთან სასაუბროდ. რატომ ჰგონიათ მაგთიში, რომ მათი აბონენტები მხოლოდ მათ ქსელში ლაპარაკობენ და არ ყავთ მეგობრები რომლებსაც აქვთ ჯეოსელი ან ბილაინი. მაგთის ყველა “ბონუსი” გათვალისწინებული შიდა ქსელში მოსახმარად, ჯეოსელს კი აქვს მშვენიერი 12-თეთრიანი ტარიფი, რომლითაც ყველას 12 თეთრად ელაპარაკები.

ერთადერთი რაც აქვს ჯეოსელს არის facebook Zero ანუ უფასო facebook-ი, მაგრამ აქვს იმდენად იაფი ინტერნეტ პაკეტები და ახლა კიდევ უფრო გააიაფეს, რომ არამგონია მომენატროს მაგთის ეს უფასო სერვისი.

ხვალ მივდივარ განცხადების დასაწერად ნომრის პორტირების შესახებ, 2 კვირაში ჯეოსელის ამაყი აბონენტი ვიქნები! 😀

და შენ აპირებ ნომრის პორტირებას?

X-Men: First Class ტრეილერი

 

გიყვართ კომიქსები? გიყვართ ექშენები? გიყვართ ფილმები ცივ ომზე? მაშინ ეს ფილმი მოგეწონებათ.

დიდი ხანია რაც ველოდები(თ) მარველის ახალ ნამუშევარს, X-Men: First Class, თუმცა მის პრემიერამდე საკმაოდ დიდი დრო დარჩა, მაინც შეგვიძლია ვნახოთ, თუ როგორი იქნება ფილმი, მცირე ტრეილერში რომელიც რამდენიმე დღეა რაც YouTube-ის ჰიტად იქცა.

როგორც ტრეილერის თანმხლები ტექსტიდან ჩანს, ეს ფილმი იქნება დასაწყისის ჩვენება, იმის საიდანაც ყველაფერი დაიწყო, ეს ფილმი გაგვიმხელს ისტორიის საიდუმლოებებს.

სანამ მუტანტები თავის თავს წარუდგენდნენ მსოფლიოს და სანამ ჩარლზ ხავიერი და ერიკ ლენშერი პროფესორ იქსად და მაგნეტოდ იქცეოდნენ, იყო ორი ახალგარზდა, რომელიც თავის ძალებს იკვლევდა. მტრები არა, უახლოესი მეგობრები, ერთად მუშაობდნენ სხვა მუტანტებთან ერთად (ზოგ ნაცნობთან, ზოგ ახალთან), რათა აღეკვეთათ ატომური არმაგედონი. ამის დროს მათ შორის რღვევა მოხდა, რომელმაც დაიწყო დაპირისპირება მაგნეტოს საძმოსა და პროფესორ იქსის იქს-მენებს შორის.

ფილმი, რომელიც დიდ ეკრანებზე 2011 წლის 3 ივნისამდე არ გამოჩნდება, როგორც ჩანს არის პრიკველი ძირითადი სამი ფილმისთვის, როგორც ახალი ტრილოგიის დასაწყისი.

X-Men: First Class Crew Members

პროდიუსერი: ბრაიან სინგერი

რეჟისორი: მათიუ ვაუნი

ახალგაზრდა პროფესორ იქსის როლს ჯეიმს მაკავოი, ხოლო ერიკ ლენშერის როლს კი მაიკლ ფასბენდერი თამაშობს, რომელიც შემდგომში მაგნეტო გახდება; კევინ ბეკონი როგორც სებასტიან შოუ; და ჯენუარი ჯონსი როგორც ემა ფროსტი. გადაღებების ძირითადი ნაწილი ლონდონში მიმდინარებოდა.

X-Men: First Class მეხუთე ფილმია X-Men-ების სერიიდან, რომელიც მოიცავს შემდეგ ფილმებს: X-Men, X2, X-Men: The Last Stand და X-Men Origins: Wolverine.

აპირებთ X-Men: First Class-ის დიდ ეკრანებზე ნახვას?


 

%d bloggers like this: