facebook-ში რომ მემუშავა…

DailyPost-ის დღევანდელი პოსტის იდეაა.

ნებისმიერი სამსახური რომ მქონოდა, სად იმუშავებდი?

facebook-ში ვიმუშავებდი დიდი სიამოვნებით, დიზაინერად, პროგრამისტად, მოკლედ ნებისმიერ განყოფილებაში, რომელსაც შეხება აქვს საიტის განვითარებასთან და მის ოპტიმიზაციასთან.

facebook-ი ჩემთვის არის იდეალური ადგილი სამუშაოდ.

მექნებოდა საკუთარი მეილი @fb.com ახლა კი მაქვს @facebook.com მარა მაინც ის უფრო ასწორებს.😀

მონაწილეობას მივიღებდი ჰაკათონებში (Hackathons).

ჰაკათონი არის facebook-ელების შეკრება თავისივე შტაბ-ბინაში, ოღონდ ისინი იქ მთელ ღამეს ატარებენ. იმარაგებენ Red Bull-ებს, საჭმელს და ღამეს ახალი პროდუქტების შექმნაში ატარებენ, მაგალითად: facebook videos ერთ ღამეში შეიქმნა რამდენიმე პროგრამისტისა და დიზაინერის მიერ.

ყოველდღე მოვიდოდი ნომერ 1601 S. California Avenue-ზე, ვიცხოვრებდი სადმე პალო ალტოში ან ლოს-ანჯელესში ან კიდევ სადმე მანდ ახლოს.

მექნებოდა facebook-ის გვერდი რომელსაც შემდეგი სახე ექნებოდა: facebook.com/kon კი აი ასეთი უბრალო იქნებოდა და იმის აღმნიშვნელი, რომ მე facebook-ში ვმუშაობ.

პირად გვერდზე სამუშაოს ადგილას facebook-ი მეწერებოდა.

ჩავატარებდი თუ არა დავესწრებოდი მაინც facebook-ის პრეზენტაციებს, კალიფორნიიდან წელიწადში ერთხელ ლას-ვეგასში გადავფრინდებოდი CES-ზე.

კიდევ ყოველდღე ვნახავდი მარკს, შეიძლება ჩვენი მაგიდები ერთმანეთის გვერდითაც კი ყოფილიყო, მარკს ხომ საკუთარი კაბინეტი არ აქვს.

facebook-ში ხომ მხოლოდ ერთი ოთახია, ისიც შუშის, რომელსაც მხოლოდ ერთი მხრიდან აქვს კედელი.

კიდევ…კიდევ facebook-ის ბრეინშტორმინგებსა და ყოველდღიურ შეკრებებს დავესწრებოდი… რამდენი იდეა მქონია…:/

ბოლოსდაბოლოს ჩემი ოცნება ასრულდებოდა, როგორ მინდა facebook-ში მუშაობა… ჩემი ხელებით შევქმნიდი ჩემ საყვარელ სოციალურ ქსელს…

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

3 Responses to facebook-ში რომ მემუშავა…

  1. Pingback: Google TechTalk in Tbilisi « Kon Mu's blog

  2. Pingback: შეიგნეთ, რომ შეუძლებელია!!! « Kon Mu's blog

  3. Pingback: რად გვინდა PayPal საქართველოში? « Kon Mu's blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: