ოჰჰ ეს გაციება… თქვენ გესმით ჩემი?

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რამდენიმე დღეა უკვე რაც გაციებული ვარ, მახველებს და სურდო მაქვს, მაგრამ დღეს დილით განსაკუთრებულად მტკიოდა თავი, ზურგი და ვერ ვმოძრაობდი + დაქ(ხ)იკარდია მქონდა გაქანებული (აჩქარებული გულისცემა), რომელიც გუშინ ღამე დალეულმა წამალმა გამოიწვია.:/ წუთში 120 “დარტყმამდე” ადიოდა… მეტიც… ახლა დაწყნარდა, მაგრამ მაინც აჩქარებულია.

სუსტი გულისცემა არასოდეს მქონია, ყოველთვის სწრაფად მიცემს გული, მაგრამ არა ამდენად…

ცხოვრებაში მეორედ თუ მესამედ დღეს გამიზომეს წნევა.😀  დაბალი მქონდა…

2-ჯერ დამალევინეს კორვალოლი…😀

თუმცა იმ წამლის მიღებას დადებითი მხარეც ჰქონდა, აღარ ვახველებდი.

Одно лечим, другое колечим.😀

სამაგიეროდ მთელი დღე სახლში ვიყავი, არაფერი მიკეთებია, მაგრამ მეცადინეობა მომიწია…

ხვალაც არ მივდივარ სკოლაში, ამიტომაც ვეფხისტყაოსანს ხვალ დავწერ და ვისწავლი… ნამეტანი მოუვიდა დღეს მასწავლებელს, ეტყობა იმიტომ, რომ მე არ ვამბობდი გვეყო-თქო.

კიდევ ერთი დადებითი მხარე: რადგანაც საღამომდე მეცადინეობა არ მიწევს დღეს მაინც ვუყურებ Top Gear-ს, მაგრამ ძველი სერიაა მგონი. ბოლო 2 დღე არ მიყურებია და ორშაბათს მგონი ახალი სერია იყო :S

კიდევ ხვალ შემეძლება გამოვიძინო…

მთელი დღე თავი და თვალები მტკიოდა, ხველებისას უფრო მეტადაც კი, მაგრამ როგორც კი დაბნელდა თვალებმა თავი დამანებეს, ანალგინმა კი თავის ტკივილი მოსპო.

ახლა შედარებით კარგად ვარ. მიხარია, რომ ღორის გრიპი არ მაქვს, რადგანაც სიმპტომებში მადის დაკარგვა და სიცხე შედის მე კიდე არც ერთი არ მჭირს😀

მოკლედ მოვიწყვე ასეთი პატარა არდადეგები.

სკოლის გაცდენა არ მიყვარს, მაგრამ როდესაც მიწევს სკოლაში სიარული ვოცნებობ სახლში დარჩენაზე, მაგრამ როდესაც სახლში დარჩენაა საჭირო ყოველთვის მინდა სკოლაში წავიდე, რადგანაც ვიცი რომ რამე საინტერესო მოხდება… ეს ხომ ყოველთვის ასეა… ყველაფერი საინტერესო ხდება იქ და მაშინ როდესაც შენ იქ და იმ დროს არ ხარ… მაგრამ დღეს გამონაკლისი დაუშვა ცხოვრების ამ წესმა და სკოლაში არაფერი მომხდარა საინტერესო…

რატომ არ აცხადებენ კარანტინს? ბევრი არ დადის სკოლაში და ბევრიც გაციებულია… გამოაცხადონ რა…

მეგონა, რომ დღეს მათემატიკის მონიტორინგს გავაცდენდი, მაგრამ არ დაუწერიათ, ხვალ კი ნამდვილად ვაცდენ გეოგრაფიის მონიტორინგს, მაგრამ არაუშავს მერე დამაწერინებენ… იმედია.

სკოლელების facebook-ის სტატუსებს თუ დავუჯერებთ ცუდი დღე ყოფილა, ასე რომ ალბათ კარგიც კი არის რომ დღეს არ წავსულვარ სკოლაში…

30 წუთში Top Gear-ი დაიწყება… ნეტა ახალი სერია იყოს ან ისეთი რომელიც მე არ მაქვს ნანახი… მანამდე კი facebook-ზე შევალ…

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: