როდესაც ტელეპორტაცია შესაძლებელია…

ალბათ ყველას ნანახი გაქვთ კინო “ტელეპორტი” (Jumper), რომელშიც მთავარი გმირი ტელეპორტაციას დაეუფლება, შემთხვევით, როდესაც გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდება (ტბაში იძირება და მერე უეცრად ბიბლიოთეკაში აღმოჩნდება).

არასოდეს გიოცნებათ ტელეპორტაციაზე?

პირველად სერიოზულად ამაზე სწორედ ამ ფილმის ყურების დავფიქრდი, რადგანაც მასში ნაჩვენებია ის თუ როგორ შეიძლება გამოიყენო შენი ეს შესაძლებლობა მატერიალური მიზნებისათვის…

თუ ჩემი Wish List-ი გაქვთ გადაკითხული გეცოდინებათ რომ iPhone, MacBook და კიდე ცოტა $$$-ც მინდა, ამიტომაც ტელეპორტი იქნება ჩემთვის საუკეთესო გზა ამათ მოსაპოვებლად და კიდე ვიშ ლისთიდან პუნქტების ამოსაშლელად. და უმოკლესი. და უმარტივესი.

დილა

თუ ზაფხულია მაშინ სადმე ჩრდილოეთში იღვიძებ, სადაც მწერები არ გაწუხებენ, თუ ზამთარია სადმე სამხრეთში, მაგრამ ისეთ ადგილას არა სადაც ძალიან დაგცხება და მწერები შეგაწუხებენ.

საუზმე რომის რომელიმე პიცერიაში, ყავაც იქვეა, რომში კარგ ყავას ამზადებენ. ისეთი ადგილი უნდა იპოვო სადაც პიცაც კაი აქვთ და ყავაც, რძიანი. ძიებისას არ დაიღლები.

დილის გაზეთის წაკითხვა ნიუ-იორკში, სიმბოლურად არა, უბრალოდ იქ კარგი გაზეთებია NY Times, Daily და ა.შ.

დღე

Wizarding World of Harry Potter. მთელი დღე იქ დახეტიალობ, შეივლი ოლივანდერთან, იყიდი ჯადოსნურ ჯოხს, შენზე ნათელი ჩამოვა (ეს მართლაც ხდება ამ პარკში ჯოხის ყიდვისას), დალევ ნაღების ლუდს და გოგრის ღვეზელებს და სხვა ათასნაირ ნაწარმს დააყოლებ.

P.S. ალბათ რამდენიმე დღეში მომწყინდებოდა იქ სიარული, ამიტომაც დღის გეგმა ვარიაციას განიცდიდა ხოლმე, დღისისაც ალბათ, დედამიწის ნებისმიერ წერტილში შეგიძლია მოხვედრა და…

საღამო

ისევ ნიუ-იორკი და კიდევ ერთი გაზეთი. ნიუ-იორკის რომელიმე კაფე, უკაბელო ინტერნეტით, მაგიდაზე თეთრი  MacBook Air (ჰაერში რომ კიდია) გვერდით რძიანი ყავის 1 ჭიქა და შოკოლადი, მორიგი რეიდი Mashable-ზე.

მერე ძილი სადმე სეზონიდან გამომდინარე ადგილას.

შეიძლება იფიქროთ, რომ ასეთი უდარდელი ცხოვრება მოსაწყენი ბოლოს და ბოლოს გახდებოდა, მაგრამ მე ამ აზრს არ ვიზიარებ.  ყოველდღე ერთსა და იმავეს ხომ არ გავიმეორებდი მოკლედ არ მოვიწყენდი.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: