ფიქრები ვალენტინობაზე

ახლოვდება ეს დღეც… 14 თებერვალი, 2011-ში ალბათ ყველაზე არასასურველი დღე იმიტომ, რომ ის ცოტა ხნის წინ წავიდა, ძალიან შორს და ППЦ რა ცუდია…

არაფერს არ ვაპირებ… მაგრა მკიდია წელს… დასვენების დღე მაინც ყოფილიყო დაისვენებდა ადამიანი მაგრამ…

სკოლაში დამრიგებელი ისევ ჩვეულებრივად დაიწყებს, რომ ბიჭებს გოგოებისთვის ერთი ია მაინც ხომ უნდა მოგვეტანა, რომ უყურადღებოები ვართ, მე კი ისევ შევეწინააღმდეგები და ვეტყვი, რომ ყველას არც უნდა აჩუქო რამე ვალენტინობას.

ისე ბოლო დროს ძალიან შევეჩვიე მუდმივ წინააღმდეგობას, რომელსაც ვაწყდები მე და შემდეგ სხვებს ვუხვედრებ წინ. არასოდეს მიყვარდა მასწავლებლებთან ზედმეტი საუბარი, მომცემდა შენიშვნას, თავს დაუქნევდი და დავჯდებოდი ისევ ჩემ ადგილას, მაგრამ ახლა იმხელა სურვილი მაქვს შევეპასუხი, მითუმეტეს მაშინ როდესაც ვიცი, რომ მართალი ვარ და ის სრულ სისულელეა მიმტკიცებს, თავს ვეღარ ვიკავებ. მითუმეტეს ახლა როდესაც “ვეფხისტყაოსანს” გავდივართ, დამრიგებელია მიეჩვია ამ ჩემ მუდმივ წინააღმდეგობას და ახლა ირონიით მეკითხება ხოლმე ვეთანხმები თუ არა…

დღის ბოლოს ვინმე თავის გამოჩენას დააპირებს, დედიკოს დაურეკავს, გოგოებისთვის ყვავილებს ან კიდევ რამე სისულელეს ამოატანინებს, მეორე დღე როდესაც მასწავლებლები კვლავ დაუბრუნდება ჩვენი უყურადღებობის თემას და იტყვის რომ პარალელურ კლასებში გოგოებმა მიიღეს საჩუქრები, რომელიმე კლასელი გოგო წამოიძახებს აი ამან გვაჩუქა გუშინ ყვავილები, მას მთელი კლასის წინ შეაქებენ, ყველაზე ყურადღებიანის სტატუსს მიანიჭებენ. ისიც შეიფერებს, იტყვის აბა რაო, მერე დაჯდება, ისე დაიჭერს თავს თითქოს კიდია, მაგრამ მერე კიდევ ერთი 100-ჯერ შეგახსენებს, ხუმრობით, მაგრამ მაინც ნერვებზე მოქმედებით…

მომიწევს წუწუნის მოსმენა ერთი ადამიანისგან, რომ მას არაფერი აჩუქეს წელს… თუმცა მასთან ლაპარაკი მსიამოვნებს…მისი წუწუნის მოსმენაც კი…

არ ვიცი რატომ შემძულდა ეს დღე. ალბათ იმიტომ რომ ყველა ცდილობს ამ დღეს შეყვარებული გამოჩნდეს ან პარტნიორიანი მაინც… ამას ზედა პათოსიც დაამატოს და სრულიად ამაზრზენი რამ გამოვა…

ადამიანი, რომელსაც წლების მანძილზე ჩემ ერთ-ერთ საუკეთესო მეგობრად მივიჩნევდი, დღეს თითქმის უმნიშვნელოა ჩემთვის… ის ძალიან შეიცვალა.. ერთი წელი არ მინახავს და სრუალიად სხვა ადამიანი გახდა, უყვარს ყველაფერი გადამეტებული, ყველაფერი ბარსელონასი და ამითაც მიშლის ნერვებს. იმიტომ არა, რომ გოგოა და ფეხბურთი ევასება, უბრალოდ იმიტომ რომ პონტის გამოა ჩაციკლული ბარსელონაზე, პონტის გამო აქ ბარსელონას მაიკა და პონტის გამო იცავს თავგამოდებით ბარსელონას, როდესაც მასზე რამე ცუდს გაიგებს.

ამხელა წუწუნი-პოსტი გამომივიდა, მაგრამ ახლა უკეთ ვგრძნობ თავს…

წელს მკიდია ვალენტინობაც და ყველა ზემოთხსენებული ადამიანის დაკიდებასაც შევეცდები, მაგრამ ცუდი ის არის რომ ვერ ვიკიდებ, რამდენჯერ შევპირდი ჩემ თავს, რომ ერთი-ორ ადამიანთან ყველანაირ ურთიერთობას შევწყვედდი, გარდა გარემოებებით გამოწვეული შემთხვებისა, მაგრამ არც ეგ არ გამომდის…

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

One Response to ფიქრები ვალენტინობაზე

  1. E l z a says:

    shesashuri gulaxdiloba😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: