ელექტრონული წიგნები…ჩვენთან

დღესდღეობით ძალიან ბევრი ელექტრონული წიგნის წასაკითხი მოწყობილება არსებობს, დაწყებული შავ-თეთრი რიდერებით, რომლებიც ტელე-მარკეტებში იყიდება და დამთავრებული ამაზონის Kindle-ით, რომელიც სხვათაშორის ამაზონის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია.

თუმცა ჩვენთან ამ ტექნოლოგიას სერიოზულად არ აღიქვამენ, რატომღაც და ეს მაშინ როდესაც ამერიკაში კოლეჯის წიგნები არსებობს აი-პედისთვის და საერთოდ სპეციალური პლანშეტების გამოყენებას აპირებენ წიგნების ნაცვლად… ჩემი აზრით ეს კარგი იდეაა, რადგანაც აღარ მოგვიწევს მძიმე და სქელი წიგნების ჩანთით ტარება, თანაც პლანშეტებს ის აქვთ კარგი, რომ ისინი ეკრანის სიკაშკაშეს გარემო პირობებიდან გამომდინარე არეგულირებენ და კითხვა მზის ქვეშაც შესაძლებელი ხდება.

სკოლაში რუსულის მასწავლებელი კვირაში ერთ გაკვეთილს ლიტერატურას, ამჟამად პუშკინს უთმობს, რაც კარგია, მაგრამ ამისთვის უნდა ვატაროთ სქელი წიგნები, თუმცა მარტივი გამოსავალი ვიპოვე. გადმოვიწერე აი-პოდში ელ. წიგნების წამკითხავი, ვიპოვე პუშკინის საჭირო ნაწარმოები. ზოგიერთი ნაწარმები უკვე მზად არის წასაკითხად ანუ არის სპეციალურ ფორმატში, დაყოფილია თავები და ა.შ. მაგრამ შეგიძლია შენთვითონაც გააკეთო, უბრალოდ სასურველი ტექსტი .pdf ფორმატში უნდა გადაიყვანო, რადგანაც ელ. წიგნების წამკითხველთა უმრავლესობა ამ ფორმატს აღიქვამს.

ხოდა როდესაც გაკვეთილზე წიგნის ნაცვლად აი-პოდი დავიდე წინ და ვაშტერდებოდი, პრინციპში ვკიტხულობდი, მასწავლელებლმა გამოწვევით მითხრა, აბა გააგრძელეო და თან გაეცინა, მაგრამ не тут-то было როდესაც მართლაც გავაგრძელე ძალიან გაუკვირდა… ძალიან… მითხრა რომ ასე კითხვა არ არის კომფორტული და უკუაგდო ყველა ტექნიკური მიღწევა.

რაც სპეციალიზირებულ რიდერებს შეეხება ჩვენთან გაყიდვაში გამოტანილი არ მინახავს, ვისაც აქვს როგორც წესი Amazon Kindle აქვთ, ამაზონიდან გამოწერილი. სხვათაშორის არც ისე ძვირი ჯდება, მოყვება USB კაბელი დასატენად და წიგნების გადმოსაწერად, აქვს Wi-Fi არის მოდელები, რომლებსაც 3G-ს მხარდაჭერაც აქვთ, მაგრამ დამატებითი მოდემის გამო ისინი უფრო ძვირია…

უბრალოდ მაინტერესებს ხმარობენ თუ არა ელექტრონულ წიგნებს ჩვენთან, ამიტომაც დაჰყავით ამ გვერდზე კიდევ 15 წამი, ჩადით ოდნავ ქვემოთ და უპასუხეთ კითხვას.🙂

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

5 Responses to ელექტრონული წიგნები…ჩვენთან

  1. რუსა says:

    ძალიან მინდა ქინდლი….

  2. Pingback: მე რომ მასწავლებელი ვყოფილიყავი « Kon Mu's blog

  3. tatatatuli says:

    საჭირო ნივთებზე საინტერესოდ დაწერილი პოსტია.
    გმადლობ ინფოსთვის, ქინდლზე არ ვიცოდი! :პ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: