ნომრის პორტირება

დაახლოებით 2-3 თვეა რაც ახალ ამბებში ნომრის პორტაციაზე ალაპარაკდნენ, ანუ აბონენტს შეუძლია გადავიდეს ერთი ქსელიდან მეორეზე ინდექსისა და ნომრის გამოცვლის გარეშე.

სამშაბათს ეს “კანონი” ძალაში შევიდა. თავიდან თქვეს, რომ პორტაცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ ჯეოსელსა და მაგთის შორის, რადგანაც ბილაინს ბაზრის 15% არ უჭირავს, მაგრამ ბილაინზეც შეგიძლიათ გადახვიდეთ. ბილაინმა პირველი პორტირებული აბონენტი დააჯილდოვა კიდევ სამახსოვრო საჩუქრებით.

ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად წაგებული მაგთი დარჩა მგონი, მას საკმაოდ დიდი ხანია რაც აქვს “შიდა” პორტაცია ანუ მაგთიდან ბალზე ან ბანზე შეგეძლოთ გადასვლა. როდესაც გახარებულმა დავწერე, რომ მაგთის “ერხეოდა” ერთმა მეგობარმა დაწერა, რომ ბალზე გადავაო უმრავლესობა, მაგრამ მე ვთვლი, რომ ვისაც უნდოდა ბალზე უკვე გადავიდა და ახლა ყველა ჯეოსელზე ან ბილაინზე გადავა.

რაც მობილური მაქ სულ მაგთის მომხმარებელი ვარ და “ერთგულ აბონენტთა სიაშიც” შევდივარ, რისთვისაც ყოველთვე ბონუს წუთებს დამირიცხავენ. მაგთისთან, ბალთან, ბანთან და მაგთი ფიქსთან სასაუბროდ. რატომ ჰგონიათ მაგთიში, რომ მათი აბონენტები მხოლოდ მათ ქსელში ლაპარაკობენ და არ ყავთ მეგობრები რომლებსაც აქვთ ჯეოსელი ან ბილაინი. მაგთის ყველა “ბონუსი” გათვალისწინებული შიდა ქსელში მოსახმარად, ჯეოსელს კი აქვს მშვენიერი 12-თეთრიანი ტარიფი, რომლითაც ყველას 12 თეთრად ელაპარაკები.

ერთადერთი რაც აქვს ჯეოსელს არის facebook Zero ანუ უფასო facebook-ი, მაგრამ აქვს იმდენად იაფი ინტერნეტ პაკეტები და ახლა კიდევ უფრო გააიაფეს, რომ არამგონია მომენატროს მაგთის ეს უფასო სერვისი.

ხვალ მივდივარ განცხადების დასაწერად ნომრის პორტირების შესახებ, 2 კვირაში ჯეოსელის ამაყი აბონენტი ვიქნები!😀

და შენ აპირებ ნომრის პორტირებას?

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

14 Responses to ნომრის პორტირება

  1. anna says:

    ბალსაც აქვს უფასო ფეისბუქი

  2. GossipGirl says:

    me balze gadaval tu gadaval da im jandaba jeoselze arsodes!!!!

    • Kon Mu says:

      რა დაგიშავა? :p

      • GossipGirl says:

        ar mevaseba jeoseli mwared. balze mesijebi da neti aris dzaaan iapi amis garda 5 sayvarel nomers irchev da iapad laparakob

      • Kon Mu says:

        რავი მანდ ნეტიც იაფია. სმს ბოქსებიც და 5 საყვარელთან 1 თეთრი და ყველასთან 12 თეთრი თვეში ლარად თუ აქტივაცია ლარი.

  3. Pingback: გადავედი… 2 კვირაში მანდ ვიქნები « Kon Mu's blog

  4. Vaxo isakadze says:

    სამშაბათს კი არა 22 ში 24 ში გადავედი 2 წუთში🙂 მე შიდა პორტაცია გავაკეთე ბანიდან ბალზე ხოდა რო გითხარი რო ბალზე უფრო მეტი გადავათქო მართლაც მასეა შეგიძლია ნახო სტატისტიკა ბალზე უფრო მეტი აბონენტი გადმოვიდა ვიდრე გადავიდა ასე რო ბილაინს და ჯეოსელს მაინც მაგთი ჯობია ყველაფრით🙂

    • Kon Mu says:

      შიდა პორტაცია ხო ეგრევე კეთდება. მაგრამ ბალის ცალ-ცალკე ანგარიშების თავი არ მაქ🙂

  5. GossipGirl says:

    ra damishava da nagavi kompaniaa! :D:D:D abonmentebs agoimeben aboleben ro dzaan iapia arada pirveli wuti bevri girs da merec ragaceebi gemateba tu ragaca egrea damaviwyda imdges amixsnes arrada reklama sul sxvanairadaa

    • Kon Mu says:

      ჯეოსელზე 12-თეთრიან ტარიფზე პირველივე წუთი და ყოველ შემდეგი 12 თეთრია. 1-თეთრიანზე 1 წუთი 5 თეთრი მერე 1

  6. edicci says:

    როგორ დავპორტირდე ბილაინიდან ბანზე

    • konspace says:

      მაგთის ნებისმიერ ოფისში მიდი და უთხარი რო პორტირება გინდა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: