weekend

რაღაცნაირად სწრაფად გავიდა ეს კვირა და სანატრელი პარასკევიც დადგა. თუმცა პარასკევს სკოლაში 5 საათამდე დავრჩი, მათემატიკაზე, იმის იმედით რომ მათემატიკამდე ქსელში ვითამაშებდი ჰოთ ფურსუითს მაგრამ ჩემმა აი-პოდმა გაჭედა ძველი OS-ის გამო და ვერ ვითამაშე. თუმცა მათემატიკაზე კარგად გავერთე, ბოლო 1 წლის განმავლობაში პირველად გამისწორდა მათემატიკის გაკვეთილი.

მათემატიკაც ჩავათავე, უკვე მარშრუტკაში ვიჯექი, ყველა პატარაც ადგილზე იყო, მაგრამ მაინც არ მივდიოდით. ელოდებოდნენ უფროსის წასვლას, რათა “აკრძალული” გზით წავსულიყავით. იქ “ოღრო-ჩოღრო” გზა არის და უსწორდებათ, მაგრამ საბედნიეროდ ჩვეულებრივით წავედით. ერთ ბავშვს მშობელი არ დახვდა და სანამ აიყვანეს სახლში 5 წუთი გავიდა, მერე ძრავა ჩაგვიქრა. როგორც იქნა სალხს მოვაღწიე, ინგლისურის მასწავლებელი უკვე მოსული იყო, მაგრამ ჩემი და შევიდა და… მერე შუქი გათიშეს და ჩართეს:/ მერე ვიმეცადინე, მერე ინგლისური, მერე სერიანახევარი Top Gear, facebook-ი კიდევ, კიდევ და კიდევ ფეისბუქი. ღამის 12-ის ნახევარზე გამოვრთე კომპიუტერი, მაგრამ ამით ფეისბუქი არ დამთავრდა. როდის დავიძინე არ მახსოვს, მაგრამ დღეს პირველის ნახევარზე ავდექი.

გელა ბაბლუანის 13-ის ამერიკულ ვერსიას ვუყურე და მომეწონა. ფრანგულ ვერსიაზე უკეთესია, თუნდაც იმიტომ რომ ფერადია და მსახიობებიც აშკარად უკეთესაც თამაშობენ, უბრალოდ დასასრული არ მომეწონა, ისევე როგორც სეზონის, ჩემ თავს შევატყვე, რომ ჰეფი-ენდების მოყვარული ვარ.

სამეცადინო თითქოს არ მქონდა ბევრი ქართული და ინგლისური, მაგრამ მაინც 4 საათს მოვუნდი ყველაფრის დამთავრებას, მაგრამ მთელი საღამო და ხვალინდელი დღე მაქ თავისუფალი. ხვალ სახლში ვრჩები :სუნ: მარტო გერმანულზე და უკან.

კვირასთან ერთად დასვენების დღეებიც სწრაფად გარბის, ნეტა ეს უკანასკნელები იწელებოდეს, მაგრამ მაინც მიხარია. თებერვალი დამთავრდება მალე და მარტში კიდევ ბევრი დასვენებაა, მერე აპრილი და მაისი❤ იმედია გამოვა რამე.

დღის ბოლომდე ალბათ ისევ აქ დავრჩები ან ტელევიზორს ვუყურებ ან Top Gear-ს.

მოკლედ ჰეფი უიქენდ!

დღევანდელი მდგომარეობა

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: