facecontrol-ი იმედზე. ???

არც ვიცოდი ასეთი გადაცემა თუ არსებობდა, მანამ სანამ კლასში ერთმა არ თქვა რომ ძალიან მაგარი სისულელეა. მთელი დღე არც მახსოვდა ამის შესახებ, თუმცა ჩავიწერე რომ მინდოდა მენახა.

საღამოს კომპიუტერს რომ მივუახლოვდი გამახსენდა და მაივიდეოზე ჩავრთე წინა დღის იმედი. ღამის 12-ის ნახევარზე გადის მგონი ოთხშაბათობით.

დასაწყისი ეგრევე არ მომეწონა. დასაწყისში ვგულისხმობ იმას როდესაც წამყვანები გამოჩდნენ, თორემ სულ-სულ დასაწყისი კარგია, იდეა არის კარგი. ფეისბუქია გახსნილი და სხვადასხვა სტატუსებად, კომენტარებად წერენ არხს, დროს და ა.შ. იმედია დასაწყისის იდეა “იმედისაა” და არა რომელიმე ამერიკული გადაცემის…

თვითონ გადაცემის ფორმატი საშინელია. ორი “წამყვანი” ზის პატარა სტუდიაში, მუხლებზე უდევთ ლეპტოპები, მიშტერებულნი არიან ეკრანს და რაღაცებს ლაპარაკობენ. არაფერს არ აკეთებენ, იდეაზეც კი არ ფიქრობენ. არა. ხალხი რომელსაც იდეები აწუხებს თვითონ სწერს იდეებს მათ ფეისბუქის გვერდზე, ისინი კი შემდეგ ამ იდეებს ახორციელებენ. ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო მათი გვერდი პოსტის დაწერის წუთისთვის 17 ათასმა ადამიანმა მოიწონა და ამ 17 ათასმა ადამიანმა, ინტერნეტში ფართოდ მოდებული ფრაზები, გულებიანი და პრიკოლებიანი სურათები და სასაცილო ვიდეოები დაპოსტა. იქვე სთავაზობენ ვინ მოიწვიონ სტუმრად და ა.შ.

თითქოს ყველაფერი კარგადაა, ხალხის აზრს ითვალისწინებენ, მაგრამ თვითონ არაფერს აკეთებენ.

დასაწყისი, რომელიც მომეწონა და სადაც ფეისბუქზე “ხტუნაობა” მიდის მაკზე არის გადაღებული თავად კი რაღაც სქელი და ძველი ლეპტოპები აქვთ მუხლებზე დადებული . რაღაც შეუსაბამობაა.

თან არ მიყვარს ეს გადაცემები ფეისბუქზე რომ არის და მის მომხმარებლებზე. რამდენიმე თვის წინ “დღის შოუშიც” იყო ამაზე საუბარი და გული ამერია.

მოკლედ არ მომწონს და შენ მოგწონს?

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

13 Responses to facecontrol-ი იმედზე. ???

  1. Jessie says:

    კოშმარია, გადაცემა კი არა, ერთმანეთში ხითხითი და ზოგჯერ გაურკვევეი საუბრები, რაღც ვიდეოების ჩვენება, რომლის ნაწილს ვერ ვნახულობთ, რადგანაც კამერა ვიდეოს კი არა, წმყვანის ემოციებს გვაჩვენებეს.. ვიღაცის სტატუსები, დაცინვები, უცნაური ხურობები..
    როგორც წინა კვირას ვთქვი, ვერ გაიარეს ფეისკონტროლი.არადა კარგი პროექტის გაკეთება შეიძებოდა😦

  2. Pingback: ტელეფონი “ტელეფონში” « Kon Mu's blog

  3. auuuuuuuu dz magari gadacemaa, yvelapers akvs + da – ase rom…:) shut up all;)))

    • Kon Mu says:

      კი + და – ყველაფერს აქვს, მაგრამ ამას – აშკარად მეტი აქვს. სიტყვის თავისუფლებაა ჩვენ ქვეყანაში ^^

  4. ნანო says:

    მაგ გადაცემას ერთხელ ვუყურე და ის დავასკვენი, რომ ხალისი მარტო ნანკას შეაქვს სტუდიაში… ანუ მთლიანობაში არ მომწონს :|…..

  5. cinikosi says:

    nanka da nini😀
    xumrobashi gatarebuli kbenebiT.

    amaswinad vuyure sadunishvili hyavdat stumrad. gogo boGma

  6. mariami says:

    me dzalianac momwonsss

  7. ვანო says:

    ერთ-ერთო ძველი გადაცემის ნახვა მინდა და როგორ ვნახო????????

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: