მათემატიკაც შეიძლება იყოს სახალისო… და დღეს

ჩემი სკოლა❤

გუშინ დასვენება იყო და ფეისბუქის სტატუსებიდან და მარშრუტკაში თავისუფალი ადგილებიდან გამომდინარე დღეს ნახევარი სკოლა არ იყო მოსული. წინა წინადადება კარგად ვერ დავაწყვე, მაგრამ მგონი ძირითადი აზრი გასაგებია.

როდესაც გუშინ ვიკითხე, თუ ვინ მოდიოდა სკოლაში უმრავლესობამ დაწერა რომ არ მოდიოდა, უფრო სწორედ კი ყველამ ერთის გარდა.

მარშრუტკაში მართლაც სიხალვათე იყო, როგორც ქიმიის მასწავლებელი ქ-ნ თამარი იტყვის ხოლმე და ქ-ნ ნათელას გადასძახებს რამეს. ერთმანეთს მართლაც თქვენობითა და ქალბატონობით ესაუბრებიან, არადა ყველანი დაახლოებით  ერთი ასაკის არიან და ერთმანეთს დიდი ხანია რაც იცნობენ.

მაგრამ დღეს დილით სულ 5-6 ვიყავით. მგონი მარტო ჩვენი მარშრუტკა იყო ასეთი ცარიელი, რადგან სხვა მარშრუტკები გადატენილები ამოვიდნენ (ზოგი).

დღეს ბოლო 2 კვირის განმავლობაში პირველად დავდექი არჩევანია წინაშე.

დავრჩენილიყავი მათემატიკაზე? თუ წავსულიყავი კლასელთან და მეთამაშა X-Box-ზე. თავიდან ეს უკანასკნელი ვარჩიე, ყველაფერიც მოვაგვარე მაგრამ მაინც მათემატიკაზე დავრჩი, იმიტომ რომ… იმიტომ რომ კლასელი არ დავტოვე მარტო… ძალიან არ მინდოდა დარჩენა, მაგრად რადგანაც სამეცადინო არაფერი მაქვს (მათემატიკა დაწერილი მაქვს, რუსულს, ინგლისურსა და სამოქალაქოს კი არაფერი მოუცია. ბიოლოგიის მასწავლებელი არ იყო.) გადავწყვიტე დავრჩენილიყავი. თავიდან ვინანე, რადგანაც არავინ არ დარჩა, არც ინგლისურზე. ყველა წავიდა. მარტო მე და ჩემი კლასელი და 25 წუთი გაკვეთილის დაწყებამდე. გაკვეთილამდე მოვასწარი 3 ზეფირის ჭამა😀 აი-პოდზე ფეხბურთის თამაში და ძლივს ავედი მეოთხე სართულზე, თანაც დაგვიანებით.

დღეს მასწავლებელს წიგნი დარჩა და აბიტურიენტების წიგნიდან ლოგიკურ ამოვაცანებს ვაკეტებდით, კიდე ვენის დიაგრამებზე და საოლიმპიადოებს. ძალიან მარტივი ყოფილა, უბრალოდ დანახვა უნდა❤

კიდევ მათემატიკოსებზე, ფიზიკოსებზე, მათემატიკასა და ფიზიკაზე გველაპარაკა და როგორც იქნა გავიგე რა არის ფაქტორიალი (x!) მაგარი დღე იყო… მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში დავრჩი 5 საათამდე.❤

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

5 Responses to მათემატიკაც შეიძლება იყოს სახალისო… და დღეს

  1. vampirate says:

    ramdeni wlis xar?

  2. tamri says:

    შენ სად სწავლობ?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: