ჩემი პირველი EYP-ცდილება

გუშინ წინ მომივიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება, გასაუბრებაზე მიწვევდა შაბათს, 4 საათზე, ვაჟას 78 ნომერში. გავიკითხე და ყველამ სხვადასხვა რაღაცა მითხრა იმაზე, თუ რა ხდებოდა ამ გასაუბრებაზე, შეიძლება გასაუბრება კი არა თემიც წერაც ყოფილიყო. 4-ს რომ 15 აკლდა უკვე ვაჟაზე ვიყავი, როგორც რუკაზე ვნახე იქ მივედი. დაახლოებით 6 ადამიანს ვკითხე თუ რომელი იყო 78 კორპუსი, ბოლოს ერთერთმა საცხოვრებელ სახლზე მიმითითა, ძიების პროცესში შევხვდი გოგოს, რომელიც ასევე 78 ნომერს ეძებდა და როგორც გაირკვა ისიც EYP-ზე იყო მოსული. 5 წუთი ბოდიალის შემდეგ მეგობარს დავურეკე, ყველა სესიაზეა მგონი ნამყოფი და მეთქი ეცოდინება😀

როგორც აღმოჩნდა მჭირდებოდა არა 78 არამედ 76 ნომერი, მტშ-ების დაგზავნისას შეშლიათ.

რომ მივედი დაახლოებით 15-20 კაცი იყო შიგნით, შიგნით რა გარეთ და გამოდიოდა ხოლმე ერთი გოგო და ორ-ორ ადამიანს უშვებდა ხოლმე შიგნით. ვიცოდი, რომ ჩემი ძველი კლასელი უნდა მოსულიყო და ამიტომაც ჯერ არ შევდიოდი, შემდეგ ის მოვიდა, მკითხა როგორ ხარო, რას შვრებიო, მე მხრები ავიჩეჩე, რა უნდა მეთქვა, მაგრამ 10-15 წუთში ავლაპარაკდით და აღარ მინდოდა შესვლა, შემდეგ მას დაუძახეს და მე და კიდევ 3 დავრჩით. შევედი, გადამამოწმეს სიაში და როდესაც ვიღაც გამოვიდა შევედი.

ოთახში ორი მაგიდა იდგა, ერთთან ორი ბიჭი იჯდა და იმ ჩემ ძველ კლასელს უტარებდა ინტერვიუს, მეორე მაგიდასთან, ოთახის მეორე კუთხეში გოგო იჯდა, მივედი დავჯექი. მას შემდეგ კიდევ ერთი გოგო მიუჯდა. გასაუბრება ინგლისურად იყო, მკითხა სახელი, გვარი, ასაკი და სკოლა. სკოლაზე გამეცინა, რომ ვუთხარი “მწიგნობართუხუცესი” და იმასაც გაეღიმა, ამას ინგლისურად უბრალოდ ვერ ვეტყოდი. გამორიცხულია, ასოებით უნდა ჩამომეთვალა.

გასაუბრება ცოტა ხანს გაგრძელდა… მკითხა მქონდა თუ არა რაიმე გამოცდილება EYP-ში, საიდან გავიგე და ა.შ.  შემდეგ მეორემ, გვიან მოსულმა მითხრა საზაფხულო სკოლებზე მომეყოლა, თავიდან ვიფიქრე მეთქი სამოტივაციო წერილში დავწერე, მაგრამ ვნახე ახლა და არ დამიწერიაO_o ბოლოს მკითხა მზად ვიყავი თუ არა 3 დღე მარტო გამეტარებინა, ვარ თუ არა დამოუკიდებელი, ვუთხარი რომ მაქ ამის გამოცდილება. და ამით მორჩა ჩემი ინტერვიუ. რომ გამოვედი ჩემი ყოფილი კლასელი უკვე მარშრუტკაში ჯდებოდა და ვეღარ დავემშვიდობე.

ვფიქრობ ტყუილად არ დამიკარგავს დღე, ერთადერთი რასაც ვნანობ ჩუმად ვლაპარაკობდი და მეორემ მთხოვა ცოტა ხმამაღლა მელაპარაკა, არადა არ მიყვარს ხმამაღლა საუბარი, მაგრამ ხმაური იყო ოთახში და უნდა მიმხვდარიყავი თვითონ.

მეტი არაფერი… დღეებში საშინლად ვარ არეული ხუთშაბათის დასვენების გამო, მგონია, რომ დღეს კვირაა, არადა შაბათია. რა კარგია… იმედია დამიძახებენ სესიაზე, მაგრამ 86 თუ 96 აპლიკაციაა შეტანილი და სულ 20 კაცი უნდა წავიდეს, თანაც მითხრა ერთმა, რომ გამოცდილებს მიანიჭებენო ამ სესიაზე უპირატესობას.🙂

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

21 Responses to ჩემი პირველი EYP-ცდილება

  1. anushka says:

    hey gamarjoba🙂

    gagimartla ager eypis boardic ki kitxulobs shen postebs : )

    nu inerviuleb , gisurveb warmatebas, am sesiaze monawileta ricxi shezgudulia,
    tumca win uamravi sesiia sadac shegezleba monawileobis migeba..

    hope we gonna meet in Akhaltsikhe.

    • Kon Mu says:

      ვცდილობ არ ვინერვიულო. აი ხოუპ სოუ თუ.

      • Mr. Nomad says:

        ოოო ინტრიგაა🙂 ვაღიარებ რომ მაინტერესებს, ვინაა ამ ბლოგის ავტორი და მოდის თუ არა იგი ახალციხეში😛

      • Kon Mu says:

        ახალციხეში მივდივარ თუ არა არვიცი ჯერ. არ მქონდა კარგი ინტერვიუ მგონი.😛 მეილს აქ არ დავწერ სპამერების მეშენია, ფეისბუქის ლინკს მითუმეტეს იმიტო რო მეილს გაიგებენ😀

  2. რა კარგია… მე❤ EYP

  3. Loony says:

    დაა რა მინდოდა მეკითხა… რა განსხვავებაა აქვს official-სა delegate-ს შორის?

    • Kon Mu says:

      სიმართლე გითრა არ ვიცი, მაგრამ მგონი official უფრო ორგანიზატორის პონტშია ან ხელმძღვანელის, ზედამხედველის და დელეგატი ნუ დელეგატია. შევეცდები გავიგო და გეტყვი, ახლა დავურეკე მეგობარს და არ იღებს :))

  4. Loony says:

    დღეს მომცეს სკოლაში ანკეტა და position you are applying for-ზე არ ვიცოდი რა დამეწერა.. საიტზე ვნახე და ან official ან delegate… მოკლედ ვერ გავიგე… თან ფულიც უნდა გადაიხადო მგონი არა? :think:

    • Kon Mu says:

      ეჰ, ჩემთან სკოლაში არ მოსულან. კი ფულს იხდი, ზოგ სესიაზე 20 ლარია, ზოგზე 100$ გააჩნია სად მიდიხართ. დელეგატი უნდა აირჩიო შენ🙂

  5. Loony says:

    10x very very much!!!

    • Kon Mu says:

      5 წუთში გეტყვი ზუსტად რა რა არის🙂

    • Kon Mu says:

      მითრა, რომ თუ რუსთავის სესიაზე შემაქ დელგატი ავირჩიო და მერე აგიხსნიო:/ :დ

  6. გიო says:

    გამარჯობა
    დღეს მივიღე შევავსები ფორმა სკოლაში და სამოტივაციო წერილს ითხოვენ, მაგრამ მითითებული არ არის პუნქტები თუ რის შესახებ უნდა დავწერო, არც ბუკლეტშია ამის შესახებ რამე ნათქვამი. ხომ ვერ მომცემ რამოდენიმე მითითებას თუ რაზე უნდა ვისაუბრო, რას ითხოვენ ჩემგან?

    • Kon Mu says:

      სამოტივაციო წერილში ჩაწერე რატომ გინდა მონაწილეობა, რას მოგცემს და ა.შ🙂 თუ კიდე რამე გაინტერესებს მკითხე :))

  7. sweet sweet EYP…. kidev ert sessiaze delegatad😀

  8. knuti says:

    წარმატებები :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: