მეტი ვიდრე სექსი [review]

თავიდან ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდად ვიყავი განწყობილი ამ ფილმის მიმართ, რამდენიმე მიზეზის გამო:

1. სახლიდან გასვლა მეზარებოდა.

2. თითქმის ძალით მივყავდი ძმაკაცს

3. გარეთ ციოდა.

მოკლე აღწერა

ფილმი “მეტი ვიდრე სექსი” (ინგ. No Strings Attached) სვავს ასეთ კითხვას: “შეიძლება თუ არა ორ ადამიანს ჰქონდეს სექსი შეყვარების რისკის გარეშე?” და პასუხი არის კი. ადამი (ეშტონ კატჩერი) და ემმა (ნატალი პორტმანი) ერთმანეთს 6 წლიდან იცნობენ, ბოლოს მათ ერთმანეთი საზაფხულო ბანაკში ნახეს სადაც ადამი გამოიქცა რათა თავიდან აეცილებინა მშობლების გაყრით გამოწვეული ტკივილი… მამამისი ერთ-ერთ პოპულარულ კომედიულ სერიალში მთავარ როლს თამაშობს და მას ყველა იცნობს… ბანაკში ემმა და ადამი სკამზე ზიან… ადამს ცრემლები წამოუვა… ემმა მას ხელს მოჰხვევს და ეტყვის, რომ ადამი მისგან სინანულს არასოდეს მიიღებს, ადამი კი ეკითხება:

-ხელს მომაკიდინებ?

– არა.

-კაი.

შემდეგ ისინი კოლეჯში ერთ-ერთ წვეულებაზე შეხვდებიან, ერთმანეთს გაიხსენებენ და სწორედ აქ დაიწყება მათი ურთიერთობა.

ადამი იაფი სერიალის გადაღებებზე მუშაობს ასისტენტად, თავისთვის წერს სცენარებს, მაგრამ არავის აჩვენებს მათ. ემმა სამედიცინოზე სწავლობს და ერთ-ერთ კლინიკაში პრაქტიკას გადის. დაკავებული ხალხი. ადამი ვანესას ხვდება, ის ძალიან სექსუალური და მიმზიდველია, ემმა კი თავის ცხოვრებას მარტო ატარებს და ექიმობისთვის ემზადება, კვირაში 80 საათს მუშაობს, 36 საათიანი ცვლები აქვს.

ერთ დღესაც ადამი აღმოაჩენს, რომ ვანესამ მას მამამისთან უღალატა და დაიწყებს დალევას… დილით ის იღვიძებს ემასთან სახლში, სადაც ხვდება რამდენიმე ადამიანი… ადამი დარწყმუნებულია, რომ მას იმ ხალხთან სექსი ჰქონდა… ისინი მას ატყუებენ… შემდეგ გამოდის ემმა და აწყნარებს მას… მას არ ჰქონია სექსი ქალიშვილ ინდუსთან, ქერა გოგოსთან და გეისთან, რომელმაც იმ წუთს აღმოაჩინა, რომ გეია, როდესაც ადამმა მის წინ შიშველმა ჩაიარა.

იმავე დილას ადამს და ემმას სექსი ექნებათ, რამდენიმე ჯერის შემდეგ კი გადაწყვეტენ ჰქონდეთ სექსი, მხოლოდ სექსი, დღეღამის ნებისმიერ დროს, როდესაც ეს ემმას დასჭირდება თანაც რაიმე პასუხისმგებლობის გარეშე. ეს ორივე მათგანს აწყობს, მაგრამ იმ პირობით, რომ მათ ერთმანეთი არ შეუყვარდებათ.

ჩემი შთაბეჭდილებები

ბილეთები დაჯავშნული გვქონდა, ამიტომაც 1 საათი იქ ყურყუტი მოგვიწია, თანაც გარეთ ციოდა, წვიმდა და ქარი ქროდა. ვიყიდეთ სასმელი, პოპ-კორნი არ მინდოდა და ავედით ზემოთ. ყველა ორში სათამაშო აპარატი გათიშული იყო, მაგრამ ეს იმის მერე აღმოვაჩინეთ რაც “ჟეტონები” ვიყიდეთ… “ჟეტონი” უბრალოდ ახალი 50-თეთრიანი იყო, მაგრამ ერთადერთ ჩართულ აპარატში არ ჩაეტია, ამიტომაც თავი დავანებეთ.

ხალხმა შესვლა დაიწყო და ჩვენც ჩავდექით რიგში. მესამე დარბაზში გადიოდა, საკმაოდ პატარა დარბაზში.

თავიდან კინო კარგად დაიწყო, იყო ბევრი ღადაობა, თანაც საკმაოდ კარგი და ეს ყველაფერი დაახლოებით შუამდე გაგრძელდა, ადამ სენდლერის და რასსელ ბრენდის სტილში რადაობდნენ ანუ dirty jokes და ვხოხავდი… მაგრამ ბოლოსკენ როდესაც უკვე რომანტიკა წავიდა… მონატრება, ზარები, ავტომოპასუხეები…. ძალიან გაწელეს… კი დრამატულ სცენებს უხდება გაწელვა, მაგრამ ასე ძალიან არა…

საბოლოო ჯამში კარგი ფილმი გამოვიდა. კომედიის, ეროტიკისა და რომანტიკის ნარევი… ნახევრად შიშველი ნატალი პორტმანი… ბედნიერი, კმაყოფილი, ნატირალი და კექსებში გასვრილი… მთლიანად შიშველი ეშტონ კატჩერი კმაყოფილი და სიყვარულით შეწუხებული.

ყველაზე მეტად ის მომენტი მომეწონა, როდესაც ადამმა ემმას დისკზე “მენტრუალური ნაკრები” ჩაუწერა… keep bleeding, keep keep bleeding love…😀

ტრეილერი

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

5 Responses to მეტი ვიდრე სექსი [review]

  1. dakarguli says:

    იმ ტიპმა მაშინ არ აღმოაჩინა, რომ გეია…ამბობს: ,,კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გეი ვარ,, შეიძლება კიდევ თარგმნო: ,, ნამდვილად გეი ვარ,, :დ საბოლოო ჯამში მოყვარულისთვის კარგი მიმოხილვაა ))) ფილმი დიდი არაფერი, ეშტონის და ნატალის დაკავება უფრო ძიერ ფილმნშიც შეიძლებოდა..

    • Kon Mu says:

      კაი მაშინ დარწყმუნდა და მადლობა🙂

      ხო ფილმი მართლაც დიდი არაფერი მაგრამ ასწორებს ღადაობების გამო

  2. Sweet says:

    მეც ეგ მომენტი მომეწონა. მაგარი სბორნიკი ჩაუწერა😀

    • Kon Mu says:

      😀 ამეკვიატა და გუშინ საღამოდან ვმღერივარ და გადმოწერე დამავიწყდა😀 keep bleeding მაგის საუნდრეკები უნდა გადმოვწერო სბორნიკიანად😀

  3. Pingback: ბოლო ორი ფილმი რომელსაც ვუყურე « Kon Mu's blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: