საჩემო ამინდი და დღე…

მარტი დაიწყო და დაიწყო წვიმები❤ ახლა მთელი მარტი უნდა იწვიმოს, იწვიმოს, იწვიმოს და კიდევ იწვიმოს❤ დღეს მშვენიერი დღეა სახლში დასარჩენად, ჩაის დასალევად, ტელევიზორის საყურებლად (ნუ Top Gear-ის) ან წიგნის წასაკითხად.

გუშინ საღამოს კინოში წასვლა გადავწყვიტე და ამიტომაც დღეს დილით ადრე ავდექი, საათის 10-ზე. ვიფიქრე, რომ ადრე დავიწყებდი მეცადინეობას, ადრე მოვრჩებოდი და სახლიდან გავარდნა არ მომიწევდა, მაგრამ სახლიდან ორჯერ გასვლამ და საუზმობამ მეცადინეობა მხოლოდ 2 საათზე დამაწყებინა. დიდი არაფერი… “ვეფხისტყაოსნის” 2 თავი მინდოდა დამეწერა და დავწერე კიდევაც… ვამაყობ ჩემი თავით… ორი საშუალო თავი 2 საათზე ნაკლებ დროში დავწერე… კინო 6-ზე იწყება, ბილეთები დაჯავშნულია და ამიტომაც 5 საათზე იქ უნდა ვიყო… ისევ მომიწევს სახლიდან სირბილით გასვლა, რადგანაც დროს აშკარად ვერ მოვზომავ… ხო “მეტი ვიდრე სექსზე” მივდივარ… ხო მეც ვიფიქრე, რატომ მივდივარ? ამაზე შემომთავაზეს და მაგიტო… დღეს მგონი პრემიერაა და რევიუსაც დავწერ საღამოს.

დღეები ისევ ამერია… დღეს შაბათი მგონია…

ახალი გადაწყვეტილება მივიღე… დასვენების დღეებში და შაბათ-კვირას ძალიან გვიან არ უნდა ავდგე, რადგანაც შემდგომ მთელი დღე მეკარგება, ვერაფერს ვერ ვასწრებ და ღამეც მალე მოდის… დღეს კი რაღაც კარგად გაიწელა დღე…

როგორ მეზარება ახლა სახლიდან გასვლა… თან გარეთ წვიმს ან წინწკლავს, ცივა, ქარი უბერავს… ჩაი მინდა… შევევდები 8 საათამდე სახლში ვიყო, რომ Top Gear-საც მივუსწრო…

წავედი მე მოვემზადე და ამ კარგ სიმღერას გიტოვებთ. ეს ის არაა რაც თავიდან გეგონებათ. Glee-ის დარემიქსებულია. ასწორებს.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

One Response to საჩემო ამინდი და დღე…

  1. Pingback: მოკლედ « Kon Mu's blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: