ტელეფონს საბოლოოდ დაემართა რაღაც

ჩემი ნარინჯისფერი ნოკია 6151 უკვე 3-5 წელია რაც მაქ, ზუსტად არ მახსოვს… ძალიან კარგი ტელეფონია, მუშა, გამძლე (რამდენჯერ დამვარდნია ბეტონზე, მდინარეშიც კი ჩამივარდა ამ ზაფხულს), 1.3 მეგაპიქსელი, თუმცა ჩემი კამერა მეტმეგაპიქსელიანებს სჯობია კიდევაც. ვიდეოს ცუდად იღებს, მაგრამ შევეჩვიე უკვე. ხმა მაღალი აქ, დიდ ჩიპზე არ ჭედავს, თუმცა აღარც ვუსმენ მუსიკას ტელეფონში… ისე ავღწერე, თითქოს მისი გაყიდვა მინდა, მართლა კარგი ტელეფონია და თანაც ნარინჯისფერი… ჩემნაირი ტელეფონი მხოლოდ ერთი მაქვს ნანახი, ისიც შავი.

ერთადერთი რაც ჩემ ტელეფონში არ მომწონს ისაა, რომ ელემენტის სიცოცხლის ხანგძლივობა რამდენიმე ზარს გაუტოლდა, ყოველდღე თუ არ დავტენე სკოლაში მეთიშება  და გარე სამყაროს მოწყვეტილი ვრჩები თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ჩემი სკოლა ლისის ტბაზეა.:/

არადა თან მინდა და თან არ მინდა სხვა ტელეფონი, ამას იმდენად მივეჩვიე, რომ არ მინდა მისი გვერდზე გადადება… ელემენტზე უნდა ვქნა რამე, მაგრამ შარშან შემოდგომაზე ახალი ელემენტი ვიყიდე და 1 კვირაში ისევ იგივე დაეწყო.. ნოკიას სერვის ცენტრში მეუბნებიან, რომ ელემენტია გამოსაცვლელი, უნდა მივუტანო და შეამოწმონ წესიერად.

მანამდე კი ახალი ტელეფონის ყიდვაზე ვფიქრობ, მაგრამ ვერ მოვძებნე. რამდენიმე თვისებას ჩამოვთვლი, რომელიც მინდა, რომ ჩემ პოტენციურ ტელეფონს ჰქონდეს.

  • მოზრდილი ეკრანი
  • კამერა საშუალო/კარგი ხარისხის ფოტო/ვიდეოს გადასაღებად
  • არ ჭედავდეს
  • გაჩავდეს რამდენიმე დღეს
  • ჰქონდეს 3G ან Wi-Fi თუმცა ესენი არ არის აუცილებელი
  • მოსახერხებელი კლავიატურა, სენსორული არა-iPhone-ები არ მიზიდავს, ამ უკანასკნელის ფული არ მაქ და თან ჩვენთან ძალიან ძვირია და მაინც არ ვიყიდდი.

მგონი სულ ესაა, რაც მინდა. თუ კი რაიმე მოდელის დაწერეს გადაწყვეტთ, გთხოვთ ეს არ იყოს ფანრიანი ნოკია🙂

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

2 Responses to ტელეფონს საბოლოოდ დაემართა რაღაც

  1. rtyqwe says:

    blackberry😀

    • Kon Mu says:

      ვიფიქრე ამაზე სხვათაშორის, მაგრამ არ მომწონს მოდელები თან ძვირია😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: