პატარების თვალით დანახული იაპონია

დღეს ისევე როგორც ყოველ პარასეკვს მათემატიკაზე დავრჩი, როდესაც ბუფეტში შევედი პატარა ბავშვები ამბობდნენ, რომ იაპონია ჩაიძირა, მასწავლებლებიც და ბუფეტში გამყიდველიც. ვიფიქრე, რომ იგონებდნენ რაღაცებს და ყურადღება არ მივაქცია, მაგრამ სახლში რომ მოვედი და ტელევიზორი ჩავრთე პირი მართლაც ღია დამრჩა, წაღებული ქალაქები, ასობით მანქანა, სახლი და ათასობით დაღუპული ადამიანი, ცეცხლმოკიდებული და აფეთქების პირას მყოფი ორი ატომური ელექტროსადგური, ჩაძირული აეროპორტი. მოგეხსენებათ, რომ იაპონიის ერთ-ერთი მთავარი აეროპორტი ხელოვნურ კუნძულზე იყო აგებული, ის ყოველწელს რამდენიმე სანტიმეტრით იძირებოდა, მაგრამ მას ყოველ წელს უკან წევდნენ, თუმცა ახლა…

როგორც ჩანს პატარებმა იაპონიის ჩაძირვა აღიქვეს არა როგორც ათასობით ადამიანი დაღუპვა, ისინი ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ახლა ჩვენ არ გვექნება კომპიუტერები, მობილური ტელეფონები, მანქანები, ტექნიკა და სხვა რამ რაც იაპონიაში გამოიშვება ან გამოიშვებოდა…

იაპონიაში მომხდარი კატასტროფა მართლაც ძალიან საშინელია… იაპონია ერთ-ერთი ყველაზე მეტად განვითარებული ქვეყანაა მსოფლიოში, ეს კი მის ეკონომიკას სავარაუდოდ რამდენიმე წლის წინ უკან წაწევს, მაგრამ იაპონელებმა შეძლეს ორი ატომური დარტყმის შემდეგ ქვეყნის აღორძინება, ამიტომაც დარყმუნებული ვარ რომ ის კვლავ შეძლება ეკონომიკის განვიტარებას, რადგანაც იაპონელები არარეალურად ორგანიზებულები და შრომისმოყვარენი არიან…

ვცდილობ ოპტიმისტური ვიყო…

თუმცა მიწისძვრა ყველაფერი არ არის… იქ კიდევ ცუნამის ელოდებიან და კიდევ 20-მდე ქვეყანაში… იმედია ყველაფერი კარგად იქნება და ეს კატაკლიზმები მალე შეწყდება😐

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: