წიგნ(ი) რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა…

კარგი წიგნის კითხვა მიყვარს, მაგრამ არც თუ ისე ხშირად ვპოულობ ჩემი გადმოსახედიდან კარგ წიგნს, რომელიც მე მომეწონება და წაკითხვის შემდეგ მომინდება არ მქონდეს წაკითხული და კიდევ ერთხელ წავიკითხე, მომინდეს რომ ის არ მთავრდებოდეს. ასეთი შეგრძნება მხოლოდ რამდენიმე წიგნის წაკითხვისას გამჩენია. როდესაც წიგნში თავს კომფორტულად გრძნობ, როდესაც ძალით არ კითხულობ, როდესაც შენ პერსონაჟის ცხოვრებით ცხოვრობა, მასთან ერთად სუნთქავ, მხოლოდ მაშინ გეუფლება ასეთი გრძნობა, როდესაც შენი ნებით აიღე წიგნი და კითხვა დაიწყე და არა ვიღაცამ დაგავალა, მაგრამ იშვიათი გამონაკლიებიც ხდება, როდესაც დავალებული წიგნი მომწონებია, მაგალითად: წიგნი არაა, მაგრამ წიგნად ღირს, ერნესტ ჰემინგუეის “მოხუცი და ზღვა” ან ფრანკ კაფკას “წერილი მამას”.

ახლა რომ დავფიქრდი, რამდენიმეზე მეტი წიგნის ჩამოთვლა შემიძლია, რომლებმაც ჩემი ცხოვრება ერთი კვირით მაინც შეცვალეს, მაგრამ მაინც შემიძლია გამოვარჩიო რამდენიმე.

1. მექანიკური ფორთოხალი – ენტონი ბარჯესი

პირველი წიგნი რომელიც წავიკითხე და მართლა მომეწონა იყო “მექანიკური ფორთოხალი” და დღემდე ის ჩემ ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ წიგნად რჩება. ამ წიგნის შესახებ ვერც კი გავიგებდი, რომ არა ერთ-ერთი ფორუმი და იქ ამ წიგნის აქტიური განხილვა, თავიდან ვერც მივხვდი, რომ წიგნზე ჰქონდათ საუბარი, მაგრამ დაგუგლვამ ყველაფერი გამოასწორა. წიგნი საკმაოდ პატარაა, მაგრამ მე პატარა წიგნებსაც დიდ ხანს ვკითხულობ ხოლმე, ეს კი რამდენიმე დღეში წავიკითხე და ძალიან ვისიამოვნე… ეს რამდენიმე დღე მე ვცხოვრობდი ამ წიგნით… ვიყავი რძის ბარშიც, მწერლის სახლშიც, თეთრ ციხეშიც და საშინელ კინოთეატრშიც და ამბოხებულთა ბინაში… მეც ვუყურებდი დანაშაულის ამსახველ სცენებს ბეთჰოვენის თანხლებით, მეც გადმოვვარდი ფანჯრიდან და მეც გადავიღე სურათი მინისტრთან…

წიგნი არის გასაოცრად ჩამრთრევი, ვკითხულობდი ყველგან სახლში, გზაში, სკოლაში და დირექტორის მოსაცდელშიც კი.

ტრაგიზმით სავსე წიგნია, რომელიც იმ ტოტალიტარული მომავლისთვის გზამზადებს, რომელიც სუ ლ მალე დადგება. თვალთვალი, ყველგან თვალთვალი. ფუტურისტული სატირა არის, ხო, ახლა გამახსენდა, მაგრამ მასში დიდი დოზით არის ტრაგედიაც და დაახლოებით ასეთივე დოზით იუმორი.

2. თამაში ჭვავის ყანაში – ჯერომ სელინჯერი

მგონი ამ წიგნზე არ ღირს ბევრის დაწერა, რადგან ის ყველასთვის კარგად ნაცნობია, მეც, ალბათ როგორც ყველამ ვინც ის წაიკითხა, ჩემი თავი ვიპოვე ამ წიგნში, ჰოლდენს ჩემი ჩვევები შევატყვე. იმან უფრო მეტად გამაოცა, რომ ეს წიგნი დიდი ხნის წინ არის დაწერილი, მაგრამ დღესაც აქტუალურია, იმ მხრივ რომ დღესაც პოულობენ მკითხველები ჰოლდენთან საერთოს. ამ წიგნმა მასწავლა, თუ როგორ უნდა დალიო ვისკი უფასოდ, მგონი ამ წიგნში იყო ეს, ახლა ზუსტად ვერ ვიხსენებ. ეს წიგნიც უჩვეულად სწრაფად წავიკითხე, 3-4 დღეში მგონი, ნაკლებშიც და მეც მაინტერესებდა, სად ქრებოდნენ პარკიდან ზამთრობით ჩიტები.

 

 

 

 

3. დორიან გრეის პორტრეტი – ოსკარ უაილდი

ამ წიგნზე კინოც გადაიღეს, მაგრამ არ მომეწონა, ქერა დორიანი შავგრემანი გახადეს, უნამუსო იყო რეჟისორი/სცენარისტი აშკარად.

წიგნი რომელიც ყოველი ადამიანის დაუფიქრებელ სურვილს აღწერს, რა მოხდებოდა თუ იქნებოდი ცოცხალი. ცხოვრება ადამიანზე თავის კვალს ტოვებს, ყოველი ჩადენილი ცოდვა იარას ადამიანის სახესა და სულზე. დორიანი კი წლებთან ერთად არ იცვლებოდა, ყველაფერი მის პორტრეტზე გადადიოდა, რომელიც საშინლად გამოიყურებოდა, თავად კი სრულყოფილებას წარმოადგენდა ყველაფერში, მაგრამ ადამიანი არ არის შექმნილი იმისთვის, რომ მუდმივად იცხოვროს…

მეტს აღარ ჩამოვწერ დავიღალე, 1 საათია ვწერ. შევამჩნიე, რომ პატარა წიგნები მიყვარს, რომლებიც სწრაფად იკითხება, საინტერესოა…. არ მიყვარს წიგნი, რომელშიც დიდი თავებია, სჯობს იყოს ბევრი პატარა ვიდრე ცოტა დიდი თავი…. ამიტომ მიყვარს ელექტრონული წიგნები, პროგრესი ყოველთვის შენს წინაა, იცი რამდენი პროცენტი წაიკითხე უკვე….

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

One Response to წიგნ(ი) რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა…

  1. ShikO says:

    უსიტყვოდ სასარგებლო პოსტია!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: