რატომ ვამბობ ამდენ “არას”?

ჩემ თავს დავაკვირდი, რომ ბოლო დროს კითხვათა, თხოვნათა და შემოთავაზებათა უმრავლესობას ერთი სიტყვით ვპასუხობ და ეს სიტყვა არის “არა”.

რამდენ რამეზე გავედი ასეთი პასუხი ბოლო პერიოდში?

  • საქართველოს ბანკის მიერ ბლოგერებისთვის მოწყობილი კარაოკე ფართი.
  • დღეს ნიჭიერის საყურებლად სქაი ბარში წასვლა, ჟიურისთან და წამყვანებთან ერთად. ვერა, უამრავი პროექტი მაქ დასაწერი.
  • კანალ “პიკზე” გადაცემის ჩაწერაზე წასვლა, სადაც განხილვის თემაა სოციალური ქსელები და ბლოგინგ, ისევ სკოლა მიშლის ხელს.

მეტს ვეღარ ვიხსენებ.

რამდენ რამეზე მიწევს უარის თქმა სკოლის, ვეფხისტყაოსნის, ჩემი სიზარმაცის გამო.

 

სკოლის ასეთი დიდი დოზისგან ნერვებზე ვარ თითქმის ყოველთვის მოშლილი, რადგანაც მუდმივად გამოუძინებელი ვარ და თანაც 4 პროექტი მაქვს დასაწერი და აზრზე არ ვარ როდის რომელი დავიწყო.

სკოლა შემძულდა დღევანდელი დღის მერე… უნამუსობაა დღეში 3-4 მოზრდილი ვეფხისტყაოსნის თავი… უნამუსობა და მეტი არაფერი… შოთას “ქმნილების” გამო ვთქვი დღეს უარი Top Gear-ზე.

ყოველდღე ჩემ თავს ვეუბნები, რომ ადრე დავწვები, გამივიძინებ და თმას შევიჭრი. რაც სკოლა დაიწყო ადრე ვწვები, თმის შესაჭრელად კი აგერ უკვე 1 თვეა ვერ მოვიცალე ისევ და ისევ სკოლისა და უაზრო პროექტების გამო.

ახლა აუტყდა ყველას ეს პროექტები, ყველამ ერთად მოგვაყარა და რა ვქნა ახლა, რომ სკოლას სჭირდება? თავის დროზე მიეხედათ.

ხვალიდან Yes! Man უნდა გავიჩითო… ყველაფერზე, რაც ჩემს შესაძლებლობაში იქნება უნდა ვთქვა “კი”, მხოლოდ ხვალ და ვნახოთ რა გამოვა…

ახლა კი ქიმიის პროექტისთვის მაქ მასალები მოსაძებნი, ისტორიის პროექტისთვისაც იგივე, გეოგრაფიის დასამთავრებელი და ინგლისურის დასახვეწი და კიდევ ბლოგის ბანერი დასამზადებელი…

ППЦ – აი რა ჰქვია ამას და ყველაფერი ამისთვის ერთ საათზე ოდნავ მეტი, რადგან მინდა ადრე დავწვე, იმედია გამომივა, მაგრამ როდესაც მეცადინეობას 9-ის ნახევარზე ამთავრებ და თან გინდა რამე სხვა გააკეთო და დრო არ გაქ თავისთავად ადრე არ დაწვები და შეეცდები გააკეთო ის რაც გინდა…:/

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

One Response to რატომ ვამბობ ამდენ “არას”?

  1. Pingback: ყელშია… « Kon Mu's blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: