ნიჭიერი[14.03.11]

ყურადღება პოსტი დაუსრულებელია, რადგან წერისას მეძინებოდა, ეს ჩემი მხრიდან ალბათ უპასუხისმგებლოა, მაგრამ მეძინება🙂

ამ პოსტს დღეს ვწერ იმიტომ, რომ გუშინ მეძინებოდა და არ მიყურებია, ახლა კი თან მაივიდეოზე ვუყურებ და თან პოსტს ვწერ.

  • ჟიურის გამოსვლა

როდესაც ჟიურის წევრები გამოდიოდნენ ძალიან არაბუნებრივად მომეჩვენა ხალხის მიერ გამოწვდილი ხელები, საინტერესოა ეს იმ ადამიანების ინიციატივა იყო თუ წინასწარ გააფრთხილეს ეს გაეკეთებინათ, რადგანაც ფორმატი ამას მოითხოვდა. არა ერთხელ ვყოფილვარ სხვადასხვა გადაცემის ჩაწერაზე და ამიტომაც არ მიკვირს ასეთი რამ რომ გააკეთებინათ.

მონაწილეები:

  1. უკუღმად მოლაპარაკე-მომღერალი თეონა მართლაც ნიჭის პატრონია რადგანაც ის ხანგძლივი ფიქრის გარეშე ლაპარაკობს უკუღმად, არ ვიცი რამდენი ხანი ემზადებოდა ის ჰიმნის სამღერად, მაგრამ აშკარად თავისუფლად ლაპარაკობს. არ ვიცი რამდენად ჯდება მისი ნიჭი “ნიჭიერის” ფორმატში, მაგრამ ის ნამდვილი აღმოჩენა იქნებოდა მათთვის ვინც სიმღერებს უკუღმა ატრიალებს და შემდეგ ტექსტში სატანურ გამოვლინებებს პოულობს. ჟიურის გადაწყვეტილება – არა.
  2. ის ბიჭი პაროდიებს რომ აკეთებდა პაროდიის ნიჭით ჩემ ერთ კლასელს ჰგავს… როგორც ჩანს ის საკმაოდ უშიშარია, რადგანაც ვანოზე მხოლოდ ვანო ხუმრობს… ყველაზე ცუდი იყო მისი სახე როდესაც ხალხს პაროდიაზე არ გაეცინა, მიზეზად კი მასწავლებლის არ ყოლა მოიყვანა, ეს ალბათ გაუაზრებლად და “ინსტინქტურად” თქვა, რადგანაც ვანოს თქმისა არ იყოს არც ერთ პაროდისტს არ ყოლია მასწავლებელი.
  3. ხათა-იოგა – იოგა შოუსთვის არანაირად არ გამოდგება თუ მას რაიმე არ დაამატე, ხათა-იოგისტებს კი მშრალი იოგა ჰქონდათ სცენაზე გადმოტანილი, იოგა კი არა გართობის არამედ რელაქსაციისა და განტვირთვის საშუალებაა, მოკლედ მგონი არც არის საჭირო იმის დაწერა თუ რა პასუხი მიიღეს მათ ჟიურისგან, ისევე როგორც უიღბლო პაროდისტმა.
  4. ჩემნაირად მომღერალ გოგოს “არა” რატომ გაუკვირდა? შეიძლება მთლად ჩემნაირად არ მღეროდა, მაგრამ მიმსგავსებული იყო, თან სახეზე ჰქონდა ჩემოფარებული, ეჭვი მაქვს იცოდა და ახლა ნამდვილად იცის, რომ ვერ მღერის.
  5. ხონელი კუსა როგორც ჩანს ხონში ერთადერთი მომღერალია, რადგანაც ალბათ სხვა არ ჰყავთ😀 უაზრობა გამომივიდა… სახელის ხსენებაზე მეგონა, რომ მომესმა, მაგრამ არა მართლაც კუსა ჰქვია და კი ის კაცია. სიმღერა “მიუზის” რეპერტუარიდან აშკარად არ იყო, მისი თანმხლები ქოლგიანი გოგონები კი ქოლგებს სინქრონში ვერ ატრიალებდნენ, მაგრამ კუსას თავის ხალხი ჰყავს, რომლისთვისაც ის მღერის და რომელსაც კუსა უყვარს.
  6. ბათუმის 22-ე ბაღის აღსაზრდელებმა, ანსამბლ “ალილოს” წევრება და უბრალოდ სასაცილო და საყვრელმა ბავშვება დიდი აღტაცება გამოიწვიეს დარბაზსა და ჟიურის წევრებში. უნიკალური იყო კინტო-გოგო, ბოთლით თავზე და ბიჭი, რომელიც აჭარულს ცეკვავდა და თან ძალიან მაგარ სახეებს აკეთებდა (არ მინდა დავწერო “კერავდა”). სერიოზული სახის მქონე, თვალებშეღებილმა გოგომ გამაღიმა. მთლიანობაში კარგი ნომერი იყო, შეიძლება არაიმდენად ტექნიკურად გამართული არამედ კარგად შესრულებული სანახაობის მხრივ. ჩვენ კი სწორედ ეს გვინდა, პური და სანახაობა. ანსამბლის ხელმძღვანელი მაგარი კაცი იყო… აშკარად ძალიან გაუსწორდა, ვანომ კი თავისი შვილებისთვის საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო, გადაწყვიტა ისინი ცეკვაზე შეეყვანა (არასოდეს მიყვარდა სკოლაში ცეკვის გაკვეთილები)
  7. სათნოების სახლის მოხუცებმა გვაჩვენეს თუ როგორ შეიძლება შეინარჩუნა სულის ახალგაზრდობა ასაკის მიუხედავად, როდესაც ისინი დავინახო ჩემთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა იმას თუ რას იზამდნენ ისინი სცენაზე, ისიც საკმარისი იყო რომ მათ თავის თავში ძალა ნახეს და სცენაზე გამოვიდნენ, თუმცა მათ საკმაოდ კარგადაც იმღერეს და ჟიურისა და დარბაზის მოწონება და ცრემლები დაიმსახურეს❤

ახლაც მეძინება და ამიტომაც ცალ-ცალკე აღარ დავწერ, ყველაზე ერთად დავწერ. საქეიფო სიმღერები რომ იმღერა იმ კაცმა გაასწორა, როკ-ჯგუფი მაინტერესებს ძალიან შემდეგ რას იზამენ, ბით-ბოქსერი მაგარი კაცია და თან ცეკვავს.

თრახია ბიჭებო, თრახი!!😀

სხეულით ხატვაზე არ ვიტყვი, რომ ამორალურობა, გარყვნილება და ათასი უბედურებაა… უბრალოდ რიგითი ნომერი, რომელმაც შარშანდელი სტრიპტიზის მსგავსად ხალხის აღშფოთება და გეგას “კი” დაიმსახურა… მეც არაფერი მიგრძვნია😀

11 წლის ლუკა ყველაზე მაგარი კაცია… ასეთი გამეორება გამოწვეულია იმით, რომ თან ვუყურებ თან ვწერ… ის მრავალმხრივ ნიჭიერია… მაგარი კაცია უბრალოდ და ბევრი ვიცინე. ყველაზე დამსახურებული კი

მეძინება და პოსტს ვეღარ ვამთავრებ, ბოდიში მაგრამ უნდა გამოვიძინო.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

One Response to ნიჭიერი[14.03.11]

  1. Pingback: მოკლედ « Kon Mu's blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: