მოკლედ დღეს

გუშინ ნიჭიერზე არ დამთავრებულმა პოსტმა რაღაც შედეგი გამოიღო და დღეს ძალიან არ გამჭირვებია ადგომა, მაგრამ თვალები მაინც უცნაურად მოწითალო მაქვს… კომპიუტერთან დიდ ხანს არ ვატარებ, ალბათ აი-პოდის ბრალია, მაგრამ არ მინდა ნეგატიური პოსტი გამომივიდეს, ბოლო დროს რატომღაც სულ ასეთები გამომდის.

დღეს გასაოცრად სწრაფად ვიყავი მზად… მაგრამ სახლიდან მაინც სირბილით გამოვედი… დამრჩა ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა დამრჩენოდა… საფულე, მობილური და ქართულის რვეული… მომიწია უკან დაბრუნება და ჩანთის ხელახლა ჩალაგება…

დილა “ვეფხისტყაოსნის” “მოკითხივით” დაიწყო, რადგან სწორედ მისი რვეული მრჩებოდა, მაგრამ როგორც შემთხვევათა უმრავლესობაში “მარშრუტკას” ჯერ არ ჰქონდა ჩამოვლილი, ამიტომაც ჩემი 100-150 მეტრიანი სირბილი უშედეგო აღმოჩნდა და მხოლოდ არეული სუნთქვა ე.წ. დიხანია დამიტოვა.

რაღაცნაირად დავამუღამე “მარშრუტკაში” ისე ჯდომა, რომ ფეხები ძალიან არ ვიტკინო და ასწორებს… დილით გრილა, სუსტი ქარი და მზე. იდეალური ამინდი, მაგრამ სახლში დაბრუნებისას: მზე, სიცხე, არანაირი ქარი, ბენზინის სუნი, გადატენილი მარშრუტკა და გამშრალი ტალახი.

დილა სჯობდა აშკარად…

მიუხედავად იმისა, რომ ახლა კარგ ხასიათზე ვარ, მეცადინეობა (შედარებით) ადრე დავამთავრე, შემიძლია Top Gear-საც ვუყურო, ჩაიც დავლიო, მანამდე კომპიუტერთან დავჯდე  და დავისვენო, მაინც ნერვებზე მოვიშალე დღეს…

მოგეხსენებათ ოთხშაბათი ჩემთვის ცუდი დღეა, საშინელი ცხრილი, ბოლოზე მათემატიკა, გაწელილი დღე. ახლა კიდევ დღეში სამ-სამი თავი “ვეფხისტყაოსანი”, კიდევ კარგი დასაწერად არა და აშლილი ნერვები, ბოლომდე არ ნასწავლი და ერთხელ წაკითხული… ხვალ ბიოლოგიის მონიტორინგი.

მაგრამ მაინც კარგ ხასიათზე ვარ და ახლა გავედი მე იმას უნდა ვუყურო, წეღან რომ ვახსენე.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: