წმინდა პატრიკის დღე

მდინარე ჩიკაგოს ყოველ წელს ღებავენ წმ. პატრიკის დღის აღსანიშნავად

 

წმინდა პატრიკის დღე ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც მთელ მსოფლიოში 17 მარტს აღინიშნება. მან სახელი მიიღო წმინდა პატრიკის საპატივსაცემოდ (ჩვ.წ. 387-461 წწ.), რომელის ძირითად ირლანდიაში არის ცნობილი. წმინდა პატრიკის დღე ოფიციალურ დღესასწაულად გამოცხადდა მე-17 საუკუნის დასაწყისში და შემდგომ გახდა ირლანდიური კულტურის ზეიმი.

დღე ძირითადად აღინიშნება ეკლესიაში წირვაზე დასწრებით, მწვანე ფერის ტანსაცმლის ტარებით და რაც შეიძლება ბევრი დალევით (ირლანდიაში).

წმინდა პატრიკის დღე სახალხო დღესასწაულია ირლანდიის რესპუბლიკაში, ჩრდილო ირლანდიაში, ნიუფაუნდლენდსა და ლაბრადორში და მონტსერრატში. ის ასევე ფართოდ აღინიშნება ირლანდიური დიასპორის მიერ გაერთიანებულ სამეფოში, კანადაში, აშშ-ში, არგენტინაში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში.

 

მწვანე ფერის ტანსაცმლის ჩაცმა

თავდაპირველად წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებული იყო ცისფერი ფერი, მაგრამ შემდგომში მწვანე უფრო მეტად დაუკავშირდა. მწვანე ბაფტებსა და სამყურა ფოთლებს ატარებდნენ ამ დღესასწაულზე მე-17 საუკუნიდან. თანაც ამბობენ, რომ წმინდა პატრიკი სამყურა ფოთოლს იყენებდა წმინდა სამების  პრინციპის ასახსნელად ირლანდიელებისთვის.

 

 

წელს სამწუხაროდ ვერვინ ვნახე ვინც ამ დღეს ჩემთან ერთად აღნიშნავდა და იმედია მომავალ წელს მოინახება ვინმე ირლანდიის მოყვარული.


 

 

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

4 Responses to წმინდა პატრიკის დღე

  1. საინტერესო დღესასწაულია ) თუ მწვანე არ გაცვია ამ დღეს უნდა დაგჩქმიტონ ჰო?🙂 კიდევ კარგი,ჩემს ირგვლივაც არ იყვნენ ისეთები,ვინც აღნიშნავდა თორემ დალურჯებული დავრჩებოდი..😀

  2. მდინარის შეღებვა მომწონს ყველაზე მეტად.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: