ტელეფონი “ტელეფონში”

ალბათ იცით რამდენი ხანი ვცდილობდი მეპოვა ტელეფონი, რომელიც მომეწონებოდა დიზაინითაც და ფუნქციებითაც. ბოლო დროს არჩევანი სამსუნგზე შევაჩერე, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ თითქმის ყველა სოციალური ქსელი ინტეგრირებული აქვს თითქმის ყველა ტელეფონს, ყველაზე იაფსაც კი, მეორე სამსუნგის მოდელები შედარებით იაფია და ნოკიასგან განსხვავებით ოპერაციული სისტემა არ ჭედავს, ყოველ შემთხვევაში ჯერ.

პატარა შენიშვნა

საინტერესოა, რომ ნოკიაში მხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს იმდენი ადამიანი, რამდენიც Apple-ში ყველაფერზე ერთად, მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია. როგორც ჩანს ფინელებმა სიმბიანს ვერაფერი მოუხერხეს და ახლა მაიკრსოფტთან ერთად სურთ ახალი ცხოვრების შთაბერვა თავიანთ ტელეფონებში, სავარაუდოდ Windows 7.

გუშინ წინ კვლავ ვხეტიალობდი ინტერნეტის გვერდებზე ტელეფონის ძიებაში და შემთხვევით გადავაწყდი სამსუნგის რამდენიმე ტელეფონს.

Samsung Champ!

 

პირველი იყო სამსუნგ Champ! ალბათ ყველას ნანახი გაქვთ ამ ტელეფონის რეკლამები ქალაქში, ვაჟაზე მაინც, თუ არა და გეტყვით, რომ ეს საკმაოდ პატარა, მარტივი და მოსახერხებელი ტელეფონია, სულ რაღაც 200 ლარი ღირს და კარგადაც გამოიყურება…

 

 

 

 

 

Samsung S3370 aka Corby 3G aka Acton

მაგრამ მეორე იყო  სამსუნგ S3370 იგივე Corby 3G და იგივე Acton. საქმე იმაშია, რომ ეს მოდელი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელითაა ცნობილი და მე ის მომეწონა… მისი ფორმები, ოდნავ გამოწეული ქვედა ნაწილი… ხო მე ტელეფონზე ვლაპარაკობ…

გუშინ წავედი სანახავად, მაგრამ ვარდისფერი და თეთრი იყო მხოლოდ, ნანატრი შავი, რომელიც ყველა საიტზე იდო აღარ ჰქონდათ…

გუშინ საღამოს გადავწყვიტე, რომ ეს ტელეფონი ძალიან მომწონდა და უნდა მეყიდა, დავიწყე ისტერიული რეკვა მაღაზიებში ნუ “ტელეფონში”, რათა გამეგო სად იყო შავი ვარიანტი ამ ტელეფონისა… აღმოჩნდა რომ ერთი ცალი იყოს დარჩენელი აღმაშენებლის ფილიალში, დარეკვის მომენტისთვის 8-ის ნახევარი იყო, ისინი 8-ზე უხურებიან… გადადება ვთხოვე, მაგრამ ვერაფერს შემპირდა, მხოლოდ ეცდებოდა არ გაეყიდა…

და არ გაყიდა… დღეს დილით 10 საათზე მაღაზიის კართან ვიყავი “დარჭობილი”… რომ შევედი ახალი მოსულები იყვნენ… მოდელის არჩევანსა და ხმაზე მიცნეს… ტელეფონი იქვე შემიმოწმეს, ჩართეს და “ჯეოსელის” ოქროს ნომერიც შემომთავაზეს, მაგრამ

1. პირადობა არ მქონდა.

2. ჩემი ძველი “მაგთის” ნომრით სულ ცოტა ხნის წინ გავაკეთე პორტირება და არ მინდა ახალი ნომერი.

3. ინდექსი იყო 857 და არც ნომრები იყო ძალიან “ოქრო”, ერთადერთი მომეწონა 857 91 69 96

მაღაზიიდან ბედნიერებით აღსავსე გამოვედი, მარშრუტკაში არა სამარშრუტო ტაქსში ავფოფხდი და ვაკისკენ გავუყევი გზას…

თმა შევიჭერი როგორც იქნა…

რამდენიმე დღე მოვიხმარ ტელეფონს და ვიდეო და ჩვეულებრივ მიმოხილვას გავაკეთებ, ჯერ უბრალოდ კარგად არ ვიცი ტელეფონის ავან-ჩავანნი…

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

2 Responses to ტელეფონი “ტელეფონში”

  1. nick_el_son says:

    გილოცავ შენაძენს🙂

    მეც ვაპირებ უახლოვეს მომავალში ტელეფონის გამოცვლას და Champ!-ზე შევაჩერე არჩევანი. პრინციპში უფრო იმის გამო, რომ 3.5-იანი ჯეკი აქვს ნაუშნიკებისთვის და 2 დინამიკი… ანუ მუსიკის პონტში მოსახერხებელია.. + ფასი აქვს ძალიან ხელმისაწვდომი… დღეისათვის 180 ლარად იღება მაღაზიებში🙂

    • Kon Mu says:

      კი კარგია, მაგრამ პატარა ეკრანი აქვს შედარებით და ამის გამო არ ვიყიდე. ხო 3.5 მმ-იანი ჯეკი გაასწორებდა ჩემ ტელეფონზეც >.>

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: