ევროვიზია 2011. საქართველო

შესარჩევზე, სხვა კანდიდატებზე და კიდევ უამრავ სხვა რამეზე (არ ვიცი რაღა დარჩა მაგრამ სიტყვას მოჰყვა) არ დავწერ, წელს საქართველოს ევროვიზიაზე, გერმანიის ქალაქ დუსელდორფში როკ-ჯგუფი Eldrine (ელდრაინი) წარადგენს.

თუმცა წელს ყველაფერს არ ჩაუვლია წყნარად…

თავიდან კონკურსი კინაღამ ჩაიშალა, რადგანაც რამდენიმე კონკურსატმა ბოლო დღეებში განაცხადა, რომ ვერ შეძლებდა ეროვნულ შესარჩევ ტურში მონაწილეობის მიღებას სხვადასხვა მიზეზების გამო.

საბოლოოდ კონკურსი მაინც ჩატარდა და კონკურენციაც იყო… სამწუხაროდ შესარჩევი ტურები არ მაქვს ნანახი და სხვა კონკურსანტებზე ვერაფერს ვიტყვი, ერთი ის ვიცი, რომ ერთ-ერთი კორკოტა იყო, ხო აი ის ლავ.ბოგ.ჯი-ზე რომ მღეროდა.

ჯგუფმა შესარჩევი ტური მოიგო და ოფიციალურად გახდა საქართველოს წარმომადგენელი 2011 ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე.

თუმცა არც ჯგუფში იყო ყველაფერი წესრიგში. ჯგუფის სოლისტი თაკო ვადაჭკორია ჩაანაცვლეს სოფო ტოროშელიძეთი, რომელსაც მაყურებელი რუსთავი 2-ის პროექტ “ვარსკვლავთა აკადემიიდან” იცნობს, სოფო ასევე საბავშვო ევროვიზიისთვის ამზადებდა წელს ბავშვებს.

სოფო ბავშვობიდან უკრავს ფორტეპიანოზე და მღერის.

რაც შეეხება ჯგუფში მომხდარ არეულობას.

თაკო ვადაჭკორის ჯგუფიდან წასვლის მიზეზი გახდა პროდიუსერებთან უთანხმოება. თაკოს არ “აწყობდა” კონტრაქტი, რომელსაც მას პროდიუსერები სთავაზობდნენ. თაკოს სურდა ჰქონოდა ანაზღაურება, თანაც ფიქსირებული, რომელიც არ იყო გათვალისწინებული (ფიქსირებული), შემოსავლის უფრო დიდი “წილი” ვიდრე ჯგუფის სხვა წევრებს, ამ მოთხოვნას იმით ხსნიდა, რომ სოლისტს უფრო მეტი ეკუთვნის ვიდრე ჯგუფის სხვა წევრებს.

ჯგუფი ისედაც მრავალრიცხოვანია და თუ რომელიმემ მეტი პროცენტი წაიღო სხვებს ძალიან ცოტა შეიძლება დარჩეთ.

კიდევ იყო პუნქტები რეკლამის შესახებ, ბავშვის არ გაჩენის შესახებ და ა.შ.

ჩემი აზრით, რომელიც შეიძლება იყოს სუბიექტური, თაკო ვადაჭკორიას ამდენი მოთხოვნა შეუსაბამო იყო, რადგანაც პროექტის ბიუჯეტი არ არის დიდი და ისეთი კონკურსის “გამაზვა” როგორიც ევროვიზიაა უბრალოდ არ ღირს, თუნდაც სულაც არაფერს არ გიხდიდნენ, რადგანაც

  1. სათქმელი გექნება ევროვიზიაზე ვიყავიო.
  2. სახელს გაითქვამ და შემდეგ უფრო მეტს იშოვი.
  3. გერმანია ასწორებს, თანაც უფასოდ.
  4. მთელი ევროპა დაგინახავს.
  5. სოფო ნიჟარაძე ევროვიზიის შემდეგ გაიქაჩა და აგერ “ნიჭიერის” ჟიურიში ზის.

სოფოს და მთლიანად ჯგუფს მინდა წარმატებები ვუსურვო, რადგანაც ეს ერთადერთი სიმღერაა რომელიც მომეწონა, იმათგან რომლებიც საქართველოს სახელით წასულან წინა წლებში (Shine და ა.შ.)

შეიძლება სოფომ სოფო ჩაანაცვლოს ჟიურიში “ნიჭიერის” მესამე სეზონში, თუკი ასეთი იქნება.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

6 Responses to ევროვიზია 2011. საქართველო

  1. temuchin says:

    არ გეთანხმები და არც მჯერა აქ ჩამოწერილი პუნქტების🙂 თაკოს კონტრაქტის მიხედვით 2 წლით უკრძალავდნენ ყველა სხვა პროექტში მონაწილეობას რა მაინტერესებს ნიჟარაძე ევროვიზიის გარდა 2 წელია არსად არ გამოჩენილა? აბა ნიჭიერის ჟიურიში მე ვზივარ?

    • Kon Mu says:

      კი მაგრამ მერე შეუმცირეს და ხელფასიც დაუნიშნეს. თვითონ ამბობს ამას, მაგრამ მაინც კიდევ ითხოვდა რაღაცებს… კი კონტრაქტი არ იყო იდეალური, მაგრამ თაკოს ყოველ მოთხოვნას შემდეგი მოჰყვებოდა. თაკო ამბობს რომ ჯგუფი სულ უნდა მოიხსნას კონკურსიდან და თუ მას მაგ: კორკოტა ჩაანაცვლებდა არ ექნებოდა წინააღმდეგობა

  2. Pingback: კონკურსები ფბ-ზე და სპამი « Kon Mu's blog

  3. dreamar says:

    სოფოს თაკო ბევრად მირჩევნია. ეგ უფრო უხდებოდა მაგ სიმღერას და უფრო კარგად ასრულებდა. თაკოს ხელფასი თუ შესთავაზეს არ ვიცოდი. რამდენად ნამდვილია ეგ ინფორმაცია და საიდან ფლობ?
    2 წელი შემოსავლის გარეშე ყოფნა ძალიან ძნელია. მაშინ ვინმე უნდა გეხმარებოდეს ფინანსურად. თაკომ როგორც თქვა ინტერვიუში, მას შეძლებული ოჯახი არ ჰყავს და საკუთარ თავს თვითონ ირჩენს.
    პ.ს კორკოტას ლავ.ბოგ.ჯი-ს სიმღერით ცნობა ცოტა მეხამუშასავითა :დ ეგ ხო ლეგენდარული “პაპარაცის” სოლისტია, პლუს 2008-შიც იღებდა მონაწილეობას ევროვიზიის შესარჩევ ტურში და მაშინ ჩემი ფავორიტი იყო მისი სიმღერა http://www.youtube.com/watch?v=rmQqE55hYVg :დ
    ხო კიდე ევროვიზიის შესარჩევ ტურზე მე მიწერია და თუ მოისურვებ თვალკი გადაავლე პოსტს :)) http://dreamar.wordpress.com/2011/02/21/ევროვიზია/

    • Kon Mu says:

      თაკოს ვერ სთავაზობდნენ ფიქსირებულ ხელფასს, რადგანაც დაფინანსებაში მაგრა უჭირთ, ბლოგერსაც კი უფასოდ ეძებენ :დ მართლა, მაგრამ ფულზე საუბარი იყო, შემდეგ შეთანხმდნენ გარკვეულ თანხაზე (არ ვიცი რომელზე) მაგრამ თაკომ მეტი მოითხოვა და ვეღარ შეთანხმდენ + კონტრაქტში იყო გარკვეული ხარვეზები.

      რაც შეეხება ნამღერს სოფო მირჩევნია, ნუ ეს ალბათ გემოვნების ბაზარია.

      კორკოტა მახსოვს რუსთავი2-ზე დილის გადაცემაში იმღერა ძალიან ადრე სიმღერა და იმას ვეძებ რამდენიმე წელია და თუ გამიგებ რომელია :დ მელოდიაც აღარ მახსოვს.

      შენ პოსტს ხვალ წავიკითხავ აუცილებლად :))

  4. Pingback: ევროვიზია. პირველი ნახევარფინალი « Kon Mu's blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: